გერმანიაში ღვინის შესანახად ახალი მოწყობილობა შექმნეს

05 დეკემბერი, 2019წ

გაზიარება

გერმანიაში ღვინის შესანახად ახალი მოწყობილობა შექმნეს

გერმანიაში ღვინის შესანახად ახალი მოწყობილობა შექმნეს

იმისათვის, რათა ღვინომ პირვანდელი სურნელი და გემო უცვლელად შეინარჩუნოს, აუცილებელია ტემპერატურული რეჟიმის სწორად დაცვა. მაგრამ სამწუხაროდ დღემდე არ არსებობდა რეზერვუარი, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნებოდა ღვინის ზუსტად ოპტიმალურ ტემპერატურაზე შენახვა და სუფრაზე ამგვარი სახით მიტანა, თუმცა ახლა ეს უკვე შესაძლებელია და თანაც ყოველგვარი წყლის და ყინულის ნატეხების გარეშე.

პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ღვინის სამყაროში ძალიან საჭირო ეს რეზერვუარი შექმნა იმ ადამიანმა, ვისაც "ღვთაებრივ სითხესთან" არავითარი პროფესიონალური შეხება არ გააჩნია: ის არის “მერსედეს-ბენცის” ყოფილი წარმომადგენელი რუსეთში, იურგენ ზაუერი.

თუმცა, ბატონი იურგენი ღვინის დიდი მოყვარული გახლავთ და ყოველთვის ძალიან ღიზიანდებოდა, რომ არ არსებობდა არაფერი ისეთი, რაც ღვინოს ოპტიმალურ ტემპერატურამდე ჩააციებდა და ასე ჩაციებულს შეინახავდა. გამომგონებლის დიდ უკმაყოფილებას იწვევდა ის, რომ თვით ყველაზე საუკეთესო რესტორნებში მოთხოვნილი ღვინოც კი მაცივრიდან გამოღების შემდეგ ბოლო ჭიქის დასხმამდე 3-4 გრადუსით მაინც უფრო თბილი იყო.

იგივე შეიძლება ითქვას ღვინის სწრაფ ჩაციებაზეც – როცა გახსნილ ბოთლს მალევე ყინულის ნაჭრებით სავსე სათლში ან მაცივარში ვათავსებთ, აქ ის სწრაფად ცივდება და გემოვნურ თვისებებს ისევე კარგავს, როგორც სწრაფად გამთბარი ღვინო.

იურგენ ზაუერი მიხვდა, რომ ღვინის სუკეთესო სახით დაგემოვნებისთვის აუცილებელია ზუსტად შერჩეული, ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა, ხოლო აღნიშნულის მისაღწევად სპეციალური მოწყობილობის შექმნა იყო საჭირო, რაც იოლი სულაც არ აღმოჩნდა: ახალბედა გამომგონებელი წლების მანძილზე იჭყლეტდა ტვინს იმაზე ფიქრით, თუ როგორ შეენარჩუნებინა ტემპერატურა მუდმივად ერთსადაიმავე, ღვინისთვის ოპტიმალურ ნიშნულზე, სანამ მოულოდნელად 200 წლის წინ გამოგონილ სისტემას არ წააწყდა: მე-19 საუკუნის დასაწყისში, ფრანგი ჟან პელტირის მიერ შემუშავებული ელექტროთერმული გარდაქმნის ტექნიკას, რომელიც უკვე ჰპოვებს წარმატებულ გამოყენებას ჰაერის დამატენიანებლებსა და მცირე ზომის მაცივრებში და რომლითაც შესაძლებელია სიგრილის დაჭერა 20 გრადუსის შუალედში, რაც ღვინისთვის იდეალური ტემპერატურა გახლავთ. 

მსოფლიოში სხვა არცერთ მოწყობილობას არ შეუძლია მსგავსი რაღაც, გარდა იურგენ ზაუერის მიერ შექმნილი სათლისა.

რადგანაც პელტერის მოწყობილობის ელემენტები მცირე ზომისაა, მათი ჩამონტაჟება ღვინის გასაციებლად განკუთვნილ სათლშიაც კი სრულიად თავისუფლად არის შესაძლებელი.

იურგენ ზაუერი

მოწყობილობას “პრიოვინო” ეწოდება. მას ძირზე ლითიუმის აკუმულატორი აქვს, რაც ტემპერატურის შენარჩუნებაზე ზრუნავს. აკუმულატორი აქტიურ რეჟიმში 6 საათამდე ძლებს, რაც კარგი პერიოდია ნებისმიერი ღვინის დაგემოვნებისთვის.

ზაუერის ქულერი მხოლოდ არ აციებს. თერმოსტატი გაციების ფუნქციას მაშინვე გამორთავს, როგორც კი ღვინო განსაზღვრულ ტემპერატურაზე გაცივდება. მას ზუსტად 3 წუთში შეუძლია, მიიყვანოს ღვინო ოპტიმალურ ტემპერატურამდე. უფრო მეტიც: სენსორი უზრუნველყოფს, რათა ღვინის ტემპერატურა მუდმივ ნიშნულზე შენარჩუნდეს.

რადგან სხვადასხვა ღვინოს განსხვავებული ტემპერატურა სჭირდება, პრიოვინოს აქვს ღილაკი, რომლის მეშვეობითაც 5-დან 20 გრადუსამდე შუალედში შესაძლებელია ტემპერატურის დარეგულირება და პროგრამა ზრუნავს, რათა სასურველ ტემპერატურას დაუყოვნებლივ მივაღწიოთ.

რადგან აპარატი კომპაქტურია, მისი მოთავსება მაგიდაზეც არის შესაძლებელი, რა დროსაც არც სუფრა დასველდება და არც ხელსახოცები, რადგან ამჯერად ღვინის სველი ბოთლების მაგიდაზე დადგმის საჭიროება უკვე აღარ არსებობს.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

18.65
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი

98
ხაშმის საფერავი

ხაშმის საფერავი

წითელი მშრალი

32.5
შავკაპიტო

შავკაპიტო

წითელი მშრალი