არის თუ არა ღვინო, შამპანური ან ლუდი უფრო უსაფრთხო, ვიდრე მაგარი ალკოჰოლური სასმელები?

26 ნოემბერი, 2019წ

გაზიარება

არის თუ არა ღვინო, შამპანური ან ლუდი უფრო უსაფრთხო, ვიდრე მაგარი ალკოჰოლური სასმელები?

არის თუ არა ღვინო, შამპანური ან ლუდი უფრო უსაფრთხო, ვიდრე მაგარი ალკოჰოლური სასმელები?

ჭარბი ალკოჰოლის მოხმარება რომ ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ეს იცის დღეს ძალიან ბევრმა. თუმცა, ადამიანების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მავნეა მხოლოდ მაგარი ალკოჰოლური სასმელების მოხმარება, მაგრამ შამპანურის, ლუდის და ღვინის სმა შეუზღუდავად შეიძლება. რამდენად შეესაბამება ეს მოსაზრება სიმართლეს?

ალკოჰოლის განსაზღვრული ოდენობა არის სრულიად უსაფრთხო ან მის მიერ მოტანილი ზიანი იმდენად უმნიშვნელოა, რომ მისი უგულვებელყოფა შეგვიძლია. მაგრამ როცა ადამიანი უზომო რაოდენობით ალკოჰოლს მოიხმარს, ხდება შემდეგი: ნივთიერება აღწევს ორგანოთა ქსოვილებში და იქ იწვევს სხვადასხვა სახის დაზიანებებს უჯრედის დნმ-ის დონეზე. აცეტილალდეჰიდი, რომელიც ალკოჰოლის გადამუშავების შემდეგ ჩნდება, აზიანებს უჯრედს და ხელს უწყობს კიბოს წარმოშობას.

გარდა ამისა, ალკოჰოლი ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების გაჩენას და ხელს უშლის და აფერხებს ორგანიზმის მიერ ვიტამინების და საკვები მივთიერებების მიღებას.

ამიტომ გასაოცარი არ არის, რომ ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება 200-მდე სხვადასხვა დაავადებას აჩენს ადამიანის ორგანიზმში, რომელთა შორის არის კიბო, გულის დაავადებები, საჭმლის მომნელებელი სისტემის გართულებები და ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, კუჭქვეშა ჯირკვლის და ღვიძლის ანთება და ა. შ.

ყველა მეცნიერი თანხმდება იმაზე, რომ კვირაში 100 გრამი სუფთა ალკოჰოლის მიღება უსაფრთხოა მამაკაცის ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამ მოცულობის ალკოჰოლს შეიცავს 2,5 ლიტრი ლუდი, 1 ლიტრი ღვინო ან 200 გრამი ჭაჭა. ხოლო ქალებს რაც შეეხება, მათთვის ამის ნახევარი დოზაა რეკომენდებული. თუმცა, როგორც მამაკაცების, ისევე ქალების შემთხვევაში იგულისხმება საშუალო აღნაგობის და წონის მქონე ინდივიდები. საშუალოზე დიდი წონის მქონე ჯანმრთელ ინდივიდებს მეტი ალკოჰოლიც შეუძლიათ მიირთვან ისე, რომ საკუთარ ჯანმრთელობას არ ავნონ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ აღნიშნული რაოდენობის ალკოჰოლი ადამიანმა ყოველდღიურად არ უნდა მიიღოს. კვირაში უნდა არსებობდეს ორი დღე მაინც, როცა ალკოჰოლის მოხმარებისგან თავს შეიკავებთ, რათა სმა ჩვევად არ გექცეთ და ალკოჰოლზე დამოკიდებულება არ ჩამოგიყალიბდეთ.

ამრიგად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაგარი იქნება თუ არა ალკოჰოლური სასმელი, რომელსაც ჩვენ მოვიხმართ. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ალკოჰოლის მოცულობას სასმელში და მის ყოველკვირეულ დოზას.

ღვინის ინსტიტუტის კვლევის თანახმად საქართველოში ყოველწლიურად ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით საშუალოდ 17 ლიტრ ღვინოს მოვიხმართ, ეს კი ბევრად უფრო ნაკლებია ალკოჰოლის წლიური მოხმარების დასაშვებ ნორმაზე.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

9.6
წინანდალი

წინანდალი

თეთრი მშრალი

25.95
საფერავი პრემიუმი

საფერავი პრემიუმი

წითელი მშრალი