ჟილავკა: ყველაზე გამჭვირვალე მარცვლების მქონე ჯიში მსოფლიოში

06 ნოემბერი, 2019წ

გაზიარება

ჟილავკა: ყველაზე გამჭვირვალე მარცვლების მქონე ჯიში მსოფლიოში

ჟილავკა: ყველაზე გამჭვირვალე მარცვლების მქონე ჯიში მსოფლიოში

ბალკანეთი გეოგრაფიულად და კლიმატურად დედამიწის ისეთ სარტყელში მდებარეობს, სადაც უდავოდ არის შესაძლებელი საუკეთესო ვაზის დარგვა და გახარება. მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში ძალიან ნაკლებად იცნობენ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე არსებულ ვაზის ჯიშებს, არადა, იქაც შეიძლება რამდენიმე საინტერესო ნიმუშის გამორჩევა. ერთ-ერთი მათგანია ჟილავკა – ვაზის თეთრყურძნიანი ჯიში, რომელიც ჰერცეგოვინაში არის წარმოშობილი და აღნიშნული ევროპული ქვეყნის სავენახედ გამოყენებული ფართობის თითქმის ნახევარსაც კი იკავებს, რაც დაახლ. 3500 ჰექტარს შეადგენს.

ჟილავკა ავტოქთონური ჰერცეგოვინული ჯიშია, რომელიც უდიდესი ალბათობით ქალაქ მოსტარის მიდამოებში წარმოიშვა. სახელწოდება მომდინარეობს “жила”-დან, რაც “ძარღვს” ნიშნავს სერბულ, ხორვატიულ და ბოსნიურ ენებზე, რადგან როცა ამ ჯიშის ყურძენი შემოდის, მის თითოეულ მარცვალს სქელი, მაგრამ გასაოცად გამჭვირვალე კანის ქვეშ ძარღვები ეტყობა.

როგორც გენეტიკური მასალის ანალიზით დადასტურდა, ჟილავკა გლერას ენათესავება.

ჟილავკა ჯერ კიდევ ავსტრია-უნგრეთის იმპერიის მიერ ბოსნია-ჰერცეგოვინის დაპყრობის შემდეგ (1878 წ.) იყო ბალკანეთში გაბატონებული ჯიში.

მისი ღვინო ძალიან რბილი დასალევია, თუმცა ამავე დროს არის მაგარიც, იმდენად, რომ თუ წლის კარგი მოსავალი იყო, ალკოჰოლის შემცველობა 12 % აქვს ან მეტი. მას ძალიან დახვეწილი არომატები გააჩნია და სერბეთში საკუპაჟე მასალადაც აქტიურად იყენებენ.

ჟილავკას დადებით თვისებებზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ის თვითგანაყოფიერების უნარის მქონეა. თუმცა, სუსტი იმუნური სისტემა აქვს და ვერ უძლებს ჭრაქს და ნაცარს. სიმწიფეში გვიან შედის, თუმცა არაჩვეულებრივად გვალვაგამძლეა და ქვიან და ხირხატ ნიადაგში შესანიშნავად ხარობს. მისი უზარმაზარი, კომპაქტური მტევანი კი 150-200 გრამს იწონის.

ჟილავკას ღვინო მომწვანო-მოყვითალოა, 12-14 %-იანი ალკოჰოლის შემცველობით. მას ნიგვზის და გარგარის არომატები აქვს. გააჩნია დაძველების კარგი პოტენციალი და ხშირად მუხის და წაბლის კასრებში აძველებენ.

ჟილავკა ძალიან კარგად ეხამება ბატკნის მოხარშულ და შემწვარ ხორცს, ქაშაყსა და როგორც მტკნარი წყლის, ასევე ზღვის თევზებს, ასევე ყველს და შაშხს.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

66.8
ღვინის ვაკუუმ ტუმბო ვაკუუმ საცობით. უჟანგავი (5 ც)

ღვინის ვაკუუმ ტუმბო ვაკუუმ საცობით. უჟანგავი (5 ც)

9.5
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი

7.9
ალაზნის ველი (თეთრი)

ალაზნის ველი (თეთრი)

თეთრი ნახევრად ტკბილი

30.95
ჩხავერი

ჩხავერი

წითელი მშრალი

36.95
ტვიში

ტვიში

თეთრი ნახევრად ტკბილი