რობერტ პარკერი – პაპი ღვინის სამყაროში

01 ნოემბერი, 2019წ

გაზიარება

რობერტ პარკერი – პაპი ღვინის სამყაროში

რობერტ პარკერი – პაპი ღვინის სამყაროში

ღვინის არცერთ კრიტიკოსს არ აქვს მსოფლიოში იმხელა გავლენა, რამხელაც რობერტ პარკერს. ვისაც კარგი ღვინის შეძენა სურს, მისთვის ამ ადამიანის რჩევები შეუცვლელია. მითუმეტეს, როცა საქმე ფრანგულ წითელ ღვინოს ეხება. აქ მისი გავლენა განუზომელია. ე. წ. პარკერის ქულებს ფრანგული ღვინის შეფასებისთვის ყველაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

რობერტ პარკერმა 80-იან წლებში მოიფიქრა ღვინის შეფასების ასქულიანი სისტემა, რომელიც დღემდე სტანდარტად არის მიჩნეული. დღეს მისი სახელის უკან დგას გამოცდილ ღვინის კრიტიკოსთა გუნდი, რომელსაც ჟურნალი “Wine Advocate” აერთიანებს.

როცა ადამიანი რობერტ პარკერს იხსენებს, იქვე პარკერის ქულები ამოუტივტივდება მეხსიერებაში. პარკერის ქულების სკალა, როგორც უკვე ვთქვით, ასამდეა, სადაც 100 ქულა იდეალურ ღვინოებს ენიჭებათ. ყველა ღვინო პარკერის მიერ სწორედ ერთსადაიმავე სქემის მიხედვით ფასდება.

მაგრამ რას მოიცავს ეს სქემა, რა მახასიათებლებს? რის მიხედვით აფასებს რობერტ პარკერი ღვინოებს?

თავდაპირველად ფერი და სურნელი ფასდება. კარგი შემფასებელი სწორედ ამ მახასიათებლების მიხედვით ხვდება, თუ როგორ ღვინოსთან აქვს საქმე. თუმცა მთავარ სამუშაოს მაინც სასა და ყელი ასრულებს. რობერ პარკერის გუნდის წევრები ერთსადაიმავე ღვინოს ხშირად საათობით უკირკიტებენ და სწავლობენ ხოლმე. 

თუმცა, ისე ნუ წარმოვიდგენთ, თითქოს პარკერი მხოლოდ მშრალად, ქულების მიხედვით აფასებდეს ღვინოებს. არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ჩანაწერებს ღვინის შესახებ, რასაც ჟურნალი აქვეყნებს, რაც რამდენიმე გვერდსაც კი მოიცავს და სადაც დეტალურად ხდება ღვინის აღწერა.

პარკერის ჟურნალი გამოირჩევა მშრალი და საგანზე ფოკუსირებული გამონათქვამებით. ხატოვან და დაღვლარჭნილ წინადადებებს თუ ეძებთ, აქ ვერ იპოვით.

თავდაპირველად რობერტ პარკერი მხოლოდ თვითონ აკეთებდა ღვინოების შესახებ ჩანაწერებს, მაგრამ მერე მის შეფასებებზე მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ მარტო ამხელა სამუშაოს ვეღარ აუდიოდა და გამოცდილი სომელიეების და ღვინის შემფასებლების გუნდი დაიქირავა, ხოლო წელს “Wine Advocate” დატოვა და დამსახურებულ პენსიაზე გავიდა. ახლა მხოლოდ იშვიათადღა თუ აკეთებს ღვინოების შეფასებებს. 

პარკერის ქულების მნიშვნელობა

96-100 ქულა: საუკეთესო ღვინო, რომელიც თავისი ჯიშის საუკეთესო თვისებებს გამოხატავს.

(თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 100 ქულა ძალიან იშვიათია; ყოველწლიურად სულ რამდენიმე ღვინო იღებს 100 ქულას).

90-95 ქულა: დიდებული ღვინო განსაკუთრებული ხასიათით და უმაღლესი კომპლექსურობით.

80-89 ქულა: საშუალოზე მცირედით უკეთესი ან ძალიან კარგი ღვინო გამორჩეული თვისებებით.

70-79 ქულა: საშუალო ღვინო, რომელიც არაფრით გამოირჩევა.

60-69 ქულა: საშუალოზე დაბალი ხარისხის ღვინო აშკარად შესამჩნევი ხარვეზებით.

50-59 ქულა: ცუდი ღვინო.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

13
მუკუზანი

მუკუზანი

წითელი მშრალი

10.8
ქართული ლეგენდა საფერავი

ქართული ლეგენდა საფერავი

18.95
ბადაგონი ბრუტი

ბადაგონი ბრუტი

31.49
რქაწითელი ქვევრის

რქაწითელი ქვევრის

თეთრი მშრალი