რა არის სინამდვილეში საკე და რატომ უნდა დააგემოვნოს ის ყველამ ცხოვრებაში ერთხელ მაინც

28 ოქტომბერი, 2019წ

გაზიარება

რა არის სინამდვილეში საკე და რატომ უნდა დააგემოვნოს ის ყველამ ცხოვრებაში ერთხელ მაინც

რა არის სინამდვილეში საკე და რატომ უნდა დააგემოვნოს ის ყველამ ცხოვრებაში ერთხელ მაინც

იაპონიაში 1300-მდე დიდი და მცირე საწარმოა, სადაც საკეს ამზადებენ. ამ ძალიან პოპულარულ იაპონურ სასმელს საკუთარი სომელიეებიც კი ჰყავს. ისინი ისევე ერკვევიან საკეს სიავკარგეში, როგორც ჩვეულებრივი ქართველი სომელიეები – ქართული ღვინის დადებით და უარყოფით თვისებებში.

საკე იხარშება ლუდივით და ისმება ღვინოსავით. ის სრული ასი პროცენტით ბრინჯისგან მზადდება და ბევრი ფიქრობს, რომ ეს არაყია, ძალიან მაღალგრადუსიანი და თვალებიდან ცეცხლის დამკვესებელი, მაგრამ რეალურად ეს ასე არ გახლავთ. სინამდვილეში საკე 15-დან 19 გრადუსამდე ალკოჰოლს შეიცავს და ამრიგად თრობის ეფექტით ღვინოს უფრო წააგავს, ვიდრე არაყს.

ტრადიციული იაპონური სამზარეულოს წარმოდგენა საკეს გარეშე შეუძლებელია, რადგან საკე ათასწლოვანი იაპონური სასმელია.

გადმოცემა ამბობს, რომ წინათ თითოეულ იაპონურ სოფელში საკეს თითო დამამზადებელი მაინც არსებობდა.

საკეს ყველანაირი ბრინჯისგან არ ამზადებენ. მისთვის სპეციალური ბრინჯი გამოიყენება, დიდი, თეთრი გულით, რომელიც ძალიან წმინდად უნდა დაიფქვას. საკესთვის ვარგისი ბრინჯი იაპონიაში ორჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ჩვეულებრივი ბრინჯი. სწორედ ამიტომ მიეკუთვნება საკე მსოფლიოს უძვირეს სასმელთა რიგს.

ევროპაში ერთი ბოთლი კარგი საკეს ფასი 50-დან 150 ევრომდეა. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად არის მომზადებული საკე ხელით.

იაპონიაში საკეს დამამზადებლები საუკუნიდან საუკუნემდე გადასცემდნენ საკუთარ ცოდნას მომავალ თაობებს. საკეს ბევრი ტრადიციული საწარმო რამდენიმე საუკუნეს ითვლის, თუმცა ახალ თაობებს ნაკლებად სურთ საკეს ბიზნესში თავის დამკვიდრება და ამიტომ ამომავალი მზის ქვეყანაში საკეს სულ უფრო ნაკლები საწარმო რჩება.

საკეს სვამენ როგორც ცივად, ასევე გაცხელებულ მდგომარეობაში. ცხელი საკე მაღალგრადუსიანია, ხოლო მსუბუქი, დაბალგრადუსიანი საკე ჩაციებული უნდა მივირთვათ.

საკე ძალიან კარგად ეხამება ყველს. ასევე თევზიან კერძებს და შემწვარ წითელ ხორცსაც.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

4
თელური ევროპული

თელური ევროპული

თეთრი მშრალი

32
კახური წარჩინებული

კახური წარჩინებული

წითელი მშრალი