საუკეთესო 5 ღვინო სპეციალურად ვალენტინობისთვის - Allwine.ge გირჩევთ

14 თებერვალი, 2017წ

გაზიარება

საუკეთესო 5 ღვინო სპეციალურად ვალენტინობისთვის - Allwine.ge გირჩევთ

საუკეთესო 5 ღვინო სპეციალურად ვალენტინობისთვის - Allwine.ge გირჩევთ

ვალენტინობის დღეს საყვარელი ადამიანისათვის ხარისხიან ღვინოზე კარგი საჩუქარი ნაკლებად მოიძებნება. თუმცა, არც ისე ადვილია შევარჩიოთ ისეთი ღვინო, რომლითაც საჩუქრის ადრესატი კმაყოფილი დარჩება. რაც მთავარია, ამ ღვინომ კიდევ უფრო მეტად უნდა გაალამაზოს სიყვარულის დღე.

სწორედ ამიტომ, სპეციალურად ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით, გთავაზობთ, ჩვენს მიერ შერჩეულ 5 გამორჩეულ ღვინოს, რომელთა შეძენაც ჩვენი პორტალის ინტერნეტ-მაღაზიაში შეგიძლიათ.

1. კომპანია დორემის მიერ წარმოებული ნატურალური ქვევრის საფერავი განსაკუთრებით იმ ადამიანებს მოეწონებათ, რომლებიც ღვინოშიც და ცხოვრებაშიც არომატებსა და მრავალფეროვნებას ეძებენ. ეს ღვინო საუკეთესოდ შეეხამება ღორის მწვადსა და ნაკვერჩხალზე მომზადებულ სტეიკს. ამ ღვინის შეძენა 35.75 ლარადაა შესაძლებელი.

2. ახლადშექმნილი ღვინის კომპანიის, Friends Wine-ს მიერ წარმოებული 2015 წლის მოსავლის მშრალი „ახმეტის მწვანე“ მამაკაცებისათვის მშვენიერი საჩუქარია. ეს ღვინო განსაკუთრებით იმ მამაკაცებს მოეწონებათ, რომლებსაც „ერთ ჭიქაზე გაჩერება“ არ უყვართ. ღვინის ფასი ჩვენს ინტერნეტ-მაღაზიაში  21.40 ლარია.

3. თუკი ღვინოში მოზრდილი თანხის გადახდას არ დაერიდებით, საყვარელი ადამიანისათვის კომპანია „უსახელაურის ვენახების“ მიერ წარმოებული 2015 წლის მოსავლის ნახევრად ტკბილი ლეჩხუმური უსახელაური უდავოდ გამორჩეული და საუკეთესო საჩუქარი იქნება. შეგახსენებთ, რომ უსახელაური ყველაზე ძვირფას ქართულ ღვინოდ ითვლება და ღვინის ამ ნიმუშის შეძენა 87.85 ლარადაა შესაძლებელი.

4. კიდევ ერთ ქვევრის საფერავს გირჩევდით. ამჯერად, კახეთში მდებარე მცირე მარნის, „პეტრიაანთ მარნის“ ღვინოს წარმოგიდგენთ. ამ ღვინომ დეგუსტაციებზე არაერთი ღვინის ექსპერტის მოწონება დაიმსახურა და ვალენტინობისათვისაც ბუნებრივია მშვენიერი საჩუქარი იქნება. ქვევრის საფერავი შეგიძლიათ 36.70 ლარად შეიძინოთ.

5. 22.20 ლარად შეგიძლიათ ასევე ძალიან კარგი საჩუქარი გააკეთოთ და „ქინძმარაულის მარნის“, მუხაში დაძველებული საფერავი აარჩიოთ. ეს ღვინო 2009 წლის მოსავლისაა და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაძველებული ღვინოა ქართულ ღვინის ბაზარზე.

როგორც ნახეთ, რჩევების კუთხით აქცენტი ძირითადად წითელ ღვინოზე გავაკეთეთ, რადგან წელიწადის ამ დროს მთელს მსოფლიოში სწორედ წითელი ღვინოა აქტუალური და პოპულარული. ჩვენ ასევე გირჩევთ, რომ ხარისხიანი ღვინო საყვარელ ადამიანებთან ერთად დააგემოვნეთ და ეს ღვინის პოზიტიურ აღქმას კიდევ უფრო გაგიძლიერებთ.

პოპულარული ღვინოები

41.9
რქაწითელი ქვევრის

რქაწითელი ქვევრის

თეთრი მშრალი

83.95
საფერავი სასაჩუქრე ყუთით

საფერავი სასაჩუქრე ყუთით

62.95
ხვანჭკარა

ხვანჭკარა

წითელი ნახევრად ტკბილი

14.4
წინანდალი

წინანდალი

თეთრი მშრალი