ბრიტანელი პროფესიონალები ქართული ღვინის უნიკალურობას აღიარებენ

30 სექტემბერი, 2019წ

გაზიარება

ბრიტანელი პროფესიონალები ქართული ღვინის უნიკალურობას აღიარებენ

ბრიტანელი პროფესიონალები ქართული ღვინის უნიკალურობას აღიარებენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Swirl Wine Group-ის ორგანიზებით, საქართველოს მეღვინეობის სფეროში მოღვაწე დიდი ბრიტანელების ჯგუფი ესტუმრა, რომელიც თერთმეტი წევრისგან შედგება და რომელშიც სომელიეები, ღვინის იმპორტიორები და ჟურნალისტები შედიან. ისინი ტურს მართავენ კახეთსა და ქართლში. მათ აღნიშნული ტურის ფარგლებში უკვე მოინახულეს ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანიები და დააგემოვნეს ქართული ღვინოები, რომელთაგან ნაწილი ქვევრისაა, ხოლო ნაწილი – ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული.

გარდა ზემოთქმულისა, Swirl Wine Group-ის ორგანიზებით თბილისში გაიმართა დეგუსტაცია, სადაც ღვინის 27 ქართულ საწარმოს მიეცა შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქცია დიდი ბრიტანელი პროფესიონალებისთვის წარედგინა.

გარდა ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლებისა, ბრიტანელ პროფესიონალებს კახეთში შეხვდა ასევე საკუთრივ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლაც. შეხვედრა შედგა ღვინის ერთ-ერთ საწარმოში, სადაც მეხუზლამ ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ღვინის დიდი ბრიტანული ბაზარი და რომ ისეთი ნაბიჯები, როგორიცაა მაგალითად ღვინის სფეროში მოღვაწე ჟურნალისტების და სომელიეების ჩამოყვანა საქართველოში, ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციის საქმეს ემსახურება.

„დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. წელიწადის ამ საუკეთესო დროს, რთველის პერიოდში, მათი საქართველოში ვიზიტის მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ქართული ღვინის კულტურას და უნიკალურ ქართულ ღვინოებს, რომელზეც მოთხოვნა სხვა საერთაშორისო ბაზრებთან ერთად, დიდ ბრიტანეთშიც მზარდია“, – განაცხადა ლევან მეხუზლამ.

ბრიტანელმა პროფესიონალებმს უაღრესად დადებითად შეაფასეს ქართული ღვინოები. ისინი ხაზს უსვამენ ქართული ღვინოების უნიკალურობას. მათი განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ქვევრში ღვინის დაყენებამ, როგორც ღვინის დამზადების უძველესმა მეთოდმა. მათ ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ საქართველოში ვაზის ჯიშების მხრივ გასაოცარი მრავალფეროვნებაა, რაც სრულად შეესატყვისება საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს სტატუსს. მათ ძალიან მოეწონათ ღვინის დამზადების ქართული ტრადიციები და დიდი ინტერესით გაეცნენ მათ.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

9.9
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი

24.95
რქაწითელი წარაფი

რქაწითელი წარაფი

თეთრი მშრალი

41.95
საფერავი რეზერვი

საფერავი რეზერვი

წითელი მშრალი

19
რქაწითელი "ქვევრის"

რქაწითელი "ქვევრის"

თეთრი მშრალი