“ქართული ღვინის ფესტივალი 2019” მცირე მარნებს უნიკალურ შანსს სთავაზობს

25 სექტემბერი, 2019წ

გაზიარება

“ქართული ღვინის ფესტივალი 2019” მცირე მარნებს უნიკალურ შანსს სთავაზობს

“ქართული ღვინის ფესტივალი 2019” მცირე მარნებს უნიკალურ შანსს სთავაზობს

“ქართული ღვინის ფესტივალი 2019” 12 ოქტომბერს გაიმართება, მანამდე კი სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ღონისძიებას allwine.ge და “მეიდან ჯგუფი” აწყობენ. ეს არის ღვინის ყველაზე პრესტიჟული ფესტივალი საქართველოში, რომელიც ფესტივალების იდეას შოუ პროგრამების თანხლებით ახორციელებს, რაც აპრობირებული მეთოდია მეღვინეობის ტრადიციით გამორჩეულ ევროპის ქვეყნებში. 

 

 განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ წლიდან წლამდე აღნიშნულ ფესტივალში სულ უფრო მეტი მცირე მარანი იღებს მონაწილეობას.

საქართველოში მეღვინეობის დარგის სრულფასოვანი განვითარება მცირე და საშუალო მარნების ბედზეა დამოკიდებული. ასეთ საწარმოებს შეუძლიათ, ქართული მეღვინეობის ხერხემლად გადაიქცნენ, თუმცა, საამისოდ საჭიროა, რომ მათ მიერ მაღალხარისხოვანი ღვინის წარმოების პარალელურად, მათი ცნობადობა გაიზარდოს, ხოლო ღვინის ფესტივალი შესანიშნავი გზაა საამისოდ. ევროპის ქვეყნებში სწორედ ღვინის ფესტივალებზე იდება საინტერესო კონტრაქტების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და სწორედ ღვინის ფესტივალების მეშვეობით ახორციელებენ იქაური მწარმოებლები საკუთარი პროდუქციის გაყიდვას. ამიტომ შესანიშნავია, რომ “ქართული ღვინის ფესტივალი 2019” ღვინის სულ უფრო მეტი მწარმოებლისთვის ხდება პოპულარული, რომლებსაც მცირე მოცულობის მარნები გააჩნიათ.

 

შარშან ფესტივალმა სრული ანშლაგით ჩაიარა. წელს კიდევ უფრო მეტი შოუს ელემენტი იქნება გამოყენებული და სტუმრებს ძალიან საინტერესო პროგრამა ელით. “ქართული ღვინის ფესტივალი 2019” იმდენად მაღალი დონის ღონისძიებად გადაიქცა, რომ შარშან მას, როგორც ტურისტულ ღირსშესანიშნაობას, ძალიან წარმატებით ჰყიდდნენ ბელორუსიული, რუსული და უკრაინული ტურისტული სააგენტოები.

 

შარშან ფესტივალში მონაწილეობა ქართული ღვინის 50-მდე მწარმოებელმა მიიღო. მათი უმეტესობა მცირე მარნის ტიპის მეურნეობებში გამორჩეული და უნიკალური ხარისხის მქონე ღვინოებს ამზადებს. ისინი ძალიან დიდი რუდუნებით უფრთხილდებიან ხარისხს და დიდი ყურადღებით ეკიდებიან საკუთარი მარნის ცნობადობის ამაღლების საკითხს. “ქართული ღვინის ფესტივალი 2019” მათ ამის სრულ შესაძლებლობას უქმნის.

 

ბევრ ქვეყანაში მსგავსი მასშტაბების და პოპულარობის მქონე ფესტივალებს სახელმწიფო ატარებს. ჩვენთან ამას ჩვენი ვებგვერდი, allwine.ge და “მეიდან ჯგუფი” ახორციელებენ, რადგან ჩვენ გვაქვს მიზანი, რომ აღნიშნული ფესტივალი ღვინის საუკეთესო დღესასწაულად და საუკეთესო ფესტივალად გადაიქცეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც საინტერესო ღვინოების მწარმოებლების მაქსიმალური ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნება, რადგან ღვინის თითოეული მწარმოებელი, თითოეული მცირე მარანი თავის წილ უნიკალობას და გამორჩეულობას სძენს ფესტივალს.

 

 

ფესტივალის მიზანი უნიკალური და გამორჩეული თვისებების მქონე ქართული ღვინოების მაქსიმალური პოპულარიზაციაა. ამიტომ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მცირე მარნის მფლობელი ბრძანდებით და მიგაჩნიათ, რომ თქვენი ღვინო იმსახურებს საყოველთაო ყურადღებას და აღიარებას, მიჰყევით ბმულს ქართული ღვინის ფესტივალი 2019, დარეგისტრირდით დღესვე და მონაწილეობა მიიღეთ ღვინის ნამდვილ ზეიმში, რაც თქვენთვის ძალიან დიდი წარმატების მომტანი შეიძლება გახდეს.

 

პოპულარული ღვინოები

19.9
ცქრიალა ღვინო ბრუტი

ცქრიალა ღვინო ბრუტი

12.09
ქისი

ქისი

თეთრი ნახევრად ტკბილი

35.75
რქაწითელი (ქვევრის გაუფილტრავი)

რქაწითელი (ქვევრის გაუფილტრავი)

თეთრი მშრალი

27.4
კორპსაძრობი ორსახსრიანი

კორპსაძრობი ორსახსრიანი