ოქტომბერში თბილისში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართება

14 სექტემბერი, 2019წ

გაზიარება

ოქტომბერში თბილისში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართება

ოქტომბერში თბილისში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართება

მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს თბილისში “ქართული ღვინის ფესტივალი 2019” გაიმართება.

აღნიშნული ღონისძიება ჩვენი ვებგვერდის, allwine.ge-სა და “მეიდან ჯგუფის” ორგანიზებით იმართება.

ფესტივალს 2017 წელს ჩაეყარა საფუძველი და წელს ის მესამედ ჩატარდება.

ფესტივალზე თქვენ გელოდებათ: ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა, უნიკალური სახეობის ყველი, საუკეთესო ჩურჩხელა და ჩირი, ქართული ფოლკლორი, თეატრალური წარმოდგენები, გრანდიოზული ფოიერვერკი, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და მხიარულება თქვენთვის, თქვენი ოჯახისა და მეგობრებისთვის!

ღონისძიებას, რომელიც 12:00-დან 19 საათამდე გაგრძელდება, დაეწრებიან ქართველი ღვინის მწარმოებლები, მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესის წარმომადგენლები.

დასწრება უფასოა. ღონისძიება შარდენზე, სიონის ქუჩაზე გაიმართება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ აღნიშნულ ნომერზე: 558 598 598. 

allwine.ge ქართული ღვინოების ონლაინმაღაზია და მედიაპორტალია. ჩვენი პრიორიტეტი საუკეთესო ქართული ღვინოების და ქართული ღვინის ტრადიციების პოპულარიზაციაა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენთან შეხვდებით ძირითადად ისეთ ღვინოებს, რომლებსაც დიდ სუპერმარკეტებსა და სავაჭრო ცენტრებში ვერ ნახავთ, რადგან ისინი შედარებით მცირე მარნების მიერ იწარმოება. თითოეული ღვინო საგულდაგულოდ არის შერჩეული და მხოლოდ ამის შემდეგ თავსდება ჩვენს ონლაინმაღაზიაში. გარდა ამისა, ჩვენი ღვინოების დაგემოვნება უფასოდ არის შესაძლებელი თბილისში, კანდელაკის ნომერ 7-ში და ჭავჭავაძის ნომერ 7-ში, ასევე ბათუმში, მემედ აბაშიძის ნომერ 52-ში. სამივე აღნიშნულ მისამართზე “ბიბლუსი გალერეა” მდებარეობს. გარდა ამისა, allwine.ge-ს ღვინოებს შეხვდებით ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და თელავში, ერეკლე მეორის და ბახტრიონის ქუჩების კვეთაზე.

თბილისის მასშტაბით ღვინის მიტანა საიტზე შეკვეთიდან 60 წუთში ხდება, ხოლო მისამართზე ღვინის მიტანის ფასი 3 ლარია. შეკვეთა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე ტელეფონით, თანხის გადახდით ადგილზე ღვინის მიტანისას.

“მეიდან ჯგუფი” უძრავი ქონების მართვის და განვითარების კომპანიაა, რომელიც 2000 წელს დაფუძნდა. კომპანიის მიზანია, განხორციელდეს ინვესტიციები თბილისის ძველ უბნებში, რათა შენარჩუნებულ იქნას ამ უბნების აქტუალობა და არ დაიკარგოს მათი ისტორიული მნიშვნელობა და ტრადიციული, ეროვნული იერსახე და ელფერი.

დავით ჩუთლაშვილი