ჯიში, რომლის ყურძნისგანაც უმაღლესი კლასის ღვინოები მზადდება

06 სექტემბერი, 2019წ

გაზიარება

ჯიში, რომლის ყურძნისგანაც უმაღლესი კლასის ღვინოები მზადდება

ჯიში, რომლის ყურძნისგანაც უმაღლესი კლასის ღვინოები მზადდება

ალბანა იტალიური ვაზის თეთრყურძნიანი ჯიშია. ის ძალიან ძველია და ემილია-რომანაში ხარობს. მისგან იწარმოება ანალოგიური სახელწოდების მქონე სახელგანთქმული იტალიური ღვინო ალბანა დი რომანა, რომელმაც იტალიაში ყველაზე პირველმა მიიღო DOCG სტატუსი, რაც ხარისხის უმაღლესი მაჩვენებელია. ალბანა სპუმანტეც ალბანას ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ცქრიალა ღვინოა.

ალბანას მეორენაირად გრეკო დი ანკონა ეწოდება, თუმცა სულაც არ ენათესავება გრეკო ბიანკოს. 2008 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში ალბანას ნათესაური კავშირი დადგინდა გარგანეგასთან, თუმცა რადგან გარგანეგას ნათესაური კავშირები ბოლომდე დაზუსტებული არ არის, უფრო კონკრეტულად არაფრის თქმა არ არის შესაძლებელი.

ისტორიულ წყაროებში ალბანა ჯერ კიდევ მე-13 საუკუნიდან არის მოხსენიებული. ემილია-რომანაში ეს ჯიში სულ 4500 ჰექტარ ფართობს ფარავს. ღვინის ზოგიერთი მოყვარულისთვის მისი ღვინის ხარისხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან ნებადართულია მცირე ფართობზე შედარებით დიდი მოსავლის მიღება, რაც დაბლა სწევს ღვინის ხარისხს.

ასევე სავარაუდოა, რომ ალბანა ენათესავება რიმინეზეს, რომელიც კორსიკაზეა გავრცელებული.

მისი კონუსური ფორმის მტევანი დიდია, განტოტვილი, გრძელი და ხშირი მარცვლების მქონე. მისი მრგვალი მარცვლები საშუალო სიდიდისაა და ოქროსფერი შეფერილობის.

ის ძალიან გვიან შემოდის, შასლას შემოსვლიდან 30 დღის შემდეგ. ოიდიუმის და ყურძნის ნაცრისფერი სიდამპლის მიმართ არ არის რეზისტენტული. სამაგიეროდ, ნაცარი ვერაფერს აკლებს. რადგან იმუნური სისტემა მაინცდამაინც ძლიერი ვერ აქვს და ხშირად განიცდის სხვადასხვა დაავადებებს, ამიტომ იმის პროგნოზირება არც ისე ადვილია, თუ როგორი მოსავალი ექნება ალბანას ჯიშის ვაზს. ყოველ კონკრეტულ წელს მისი მოსავლიანობა მკვეთრად განსხვავდება წინა წლის მოსავლიანობისგან.

ძალიან დადებითი თვისება, რაც ალბანას აქვს, ესაა მისი თვითგანაყოფიერების უნარი, რითაც მევენახისთვის ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილება ხდება, რადგან უნაყოფო, მამრობითი სქესის ვაზების გაშენების საჭიროება თავიდან არის აცილებული.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

28.82
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

14
ქისი

ქისი

თეთრი მშრალი

24.5
ღვინის ვაკუუმ ტუმბო ვაკუუმ საცობით. ყავისფერი (2 ც)

ღვინის ვაკუუმ ტუმბო ვაკუუმ საცობით. ყავისფერი (2 ც)