დონალდ ტრამპმა გაფრთხილება მიიღო

26 აგვისტო, 2019წ

გაზიარება

დონალდ ტრამპმა გაფრთხილება მიიღო

დონალდ ტრამპმა გაფრთხილება მიიღო

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა დონალდ ტრამპი გააფრთხილა, რომ იმ ამერიკულ ფირმებს, რომლებსაც ევროკავშირის ქვეყნებიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ღვინო გააქვთ, ევროკავშირი გამკაცრებულ საბაჟო ტარიფებს გადაახდევინებს. ამაზე მან “დიდი შვიდეულის” ქვეყნების შეხვედრის დროს ისაუბრა.

“თუ ამერიკის შეერთებული შტატები ფრანგულ ღვინოზე საბაჟო ტარიფებს გაზრდის, ამაზე ევროკავშირს ადეკვატური რეაქცია ექნება”, – განაცხადა დონალდ ტუსკმა ბიარიცში, “დიდი შვიდეულის” შეხვედრის დაწყების წინ. “არავის არ სურს ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონფრონტაცია, მაგრამ ევროკავშირი მზად არის ამერიკასთან სავაჭრო დავის სცენარისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი ინიციატივით არ ხდება”, – დასძინა მან.

ტუსკის გამძაფრებული ტონი უკავშირდება ტრამპის სიტყვებს ფრანგული ღვინის იმპორტიორებისთვის სადამსჯელო ტარიფების შემოღების შესახებ, რაც გამოიწვია მაკრონის განცხადებამ ისეთი ამერიკული ინტერნეტგიგანტებისთვის, როგორებიცაა "გუგლი" და "ფეისბუკი" საფრანგეთის სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების შეტანის ვალდებულების დაწესებასთან დაკავშირებით.

“დიდი შვიდეულის” სამიტამდე დაძაბულობამ საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პიკს მიაღწია, თუმცა ცოტა ხნის წინ, ყველასთვის გასაოცრად სამიტის ფარგლებში მაკრონი და ტრამპი ერთმანეთს შეხვდნენ და ისადილეს. “კაცმა რომ თქვას, ჩვენ ბევრი გვაქვს საერთო”, განაცხადა ტრამპმა ამ სადილის შემდეგ, რაც მოჰყვა მაკრონის სიტყვებს იმასთან დაკავშირებით, რომ დაძაბულობა არცერთი ქვეყნისთვის არ იქნებოდა ხელსაყრელი.

ამრიგად, ტრამპს გაფრთხილება მიღებული აქვს. მას ტონალდ ტუსკმა გასაგებად აუხსნა, რომ ევროკავშირი არ აპირებს, მარტო მიატოვოს საფრანგეთი ამერიკასთან დაძაბულობის ზრდის პირობებში. ევროკავშირი ახლაც ისევე ერთიანი იყო საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისას, როგორც მაგალითად მაშინ, როცა ტრამპმა განაცხადა, რომ არ აპირებდა სავიზო რეჟიმის გაუქმებას ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნისთვის.

დაძაბულობა საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, თუმცა ურთიერთობათა დათბობისკენ მიმავალი ტენდენციები, რაც “დიდი შვიდეულის” სამიტის პირობებში გამოვლინდა, არსებითად უდავოდ დონალდ ტუსკის მკვეთრ ტონს და მის მიერ საფრანგეთისადმი გამოცხადებულ სოლიდარობას უკავშირდება.

საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის “ღვინის დავა” ძალიან ნათლად უჩვენებს იმას, თუ რა ფასდაუდებელი უპირატესობა აქვს ევროკავშირს და რამდენად უწყობს ხელს მისი წევრობა სახელმწიფოს, დაიცვას საკუთარი სასიცოცხლო ინტერესები. 

საფრანგეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთმანეთთან ძალიან დიდი ხნის მეგობრობა და პარტნიორობა აკავშირებთ (საფრანგეთის მხრიდან გაწეული ძალიან აქტიური დახმარება რომ არა, ამერიკა დიდი ალბათობით ვერც გაიმარჯვებდა დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ დამოუკიდებლობისთვის დაწყებულ ომში). ამიტომ უაღრესად დამაფიქრებელია, უცებ როგორ შეიძლება ასეთ მეგობრებსა და პარტნიორებს შორის გაჩნდეს დაძაბულობა, როცა ისინი ერთიანი ბაზრის წევრები არ არიან. სწორედ ამიტომ გვჭირდება ჩვენ ევროკავშირი. ევროკავშირის მეშვეობით საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს ჩვენ ყველაზე უკეთ დავიცავთ საგარეო ასპარეზზე.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

4
თელური კახური #8

თელური კახური #8

თეთრი მშრალი

12.5
წინანდალი

წინანდალი

თეთრი მშრალი

125
საფერავი ქვევრისა & კასრისა

საფერავი ქვევრისა & კასრისა

წითელი მშრალი