კიანტის სამასწლოვანი ისტორია, ტოსკანა და მედიჩების სახელგანთქმული დინასტია

06 აგვისტო, 2019წ

გაზიარება

კიანტის სამასწლოვანი ისტორია, ტოსკანა და მედიჩების სახელგანთქმული დინასტია

კიანტის სამასწლოვანი ისტორია, ტოსკანა და მედიჩების სახელგანთქმული დინასტია

იტალიის ისტორიის მეტნაკლებად მცოდნე ყველა ადამიანს, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც ფლორენცია და რენესანსი აინტერესებს, აუცილებლად ექნება გაგონილი მედიჩების შესახებ. ეს იყო გასაოცარი გავლენის მქონე იტალიური გვარი, რომელმაც წარმოშვა ჰერცოგები და პაპები, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს იტალიურ ხელოვნებასა და ვაჭრობაზე.

თუმცა, ღვინის ბევრ მოყვარულს ალბათ არც კი სმენია, რომ მედიჩებმა მეღვინეობაზეც დატოვეს შთამბეჭდავი კვალი, რადგან სწორედ ამ გვარის წარმომადგენელი, კოზიმო მესამე დე მედიჩი იყო ის პიროვნება, ვინც კიანტის მსოფლიო სახელს და დიდებას ჩაუყარა საფუძველი.

კიანტი არის ღვინის დაცული ადგილწარმოშობის დასახელება, რომელიც 1716 წელს ტოსკანის დიდმა ჰერცოგმა, კოზიმო მესამემ სპეციალური დეკრეტით განსაზღვრა. დეკრეტი მოიცავდა 4 მხარეს ტოსკანაში, რომლებსაც დღემდე DOC და DOCG კატეგორია აქვს მინიჭებული. ეს მხარეებია კარმინიანო, პომინო, ვალ დ’არნო და საკუთრივ კიანტი.

მაგრამ ამ ოთხ დაცულ ადგილწარმოშობის დასახელებათაგან ყველაზე ძირითადი არის კიანტი, რომელიც სამი ქალაქის, ფლორენციის, არეცოსა და სიენას შორის მდებარეობს და ცხრა ქვედა ზონად იყოფა. ამ ქვედა ზონებიდან გამორჩეულებია “კოლი ფორენტინი”, “კოლი სენესი” და “კიანტი კლასიკო”. მათ ბოლო დროს კიდევ ორი ქვედა ზონა დაემატა – “ვალ დ’არნო დი სოპრა” და “კარმინიანო”.

კოზიმო მესამე დე მედიჩის მიერ 1716 წელს გამოცემული დეკრეტი, რომლის ძალით ოთხი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების მხარე შეიქმნა: კარმინიანო, პომინო, ვალ დ’არნო და კიანტი

იტალიელები ქვედა ზონებად დაცული ადგილწარმოშობის დასახელების დაყოფის მოთხოვნილებას მხარის მრავალფეროვანი ტოპოგრაფიით ხსნიან. შეიძლება ეს ასეცაა, მაგრამ მათთვის, ვინც იტალიური მევენახეობა-მეღვინეობის ნიუანსებს კარგად არ იცნობს, მსგავსი დაყოფა ხშირად არათუ დამხმარე, არამედ დამაბნეველიც კია.

აღსანიშნავია, რომ კიანტიში სანჯოვეზეს ჯიშის ყურძნის ღვინო მინიმუმ 70 %-ის მოცულობით მაინც უნდა იყოს წარმოდგენილი.

ეგ კი არადა, ზოგ ადგილებში 85 %-იც კი არის მოთხოვნა.

კიანტიში სანჯოვეზეს გარდა გამოიყენება მერლოს, კაბერნე ფრანკის და კაბერნე სოვინიონის ღვინოები, თუმცა მათი მოცულობა კიანტის არცერთ ღვინოში არ უნდა აჭარბებდეს 30 %-ს.

ღვინის მოყვარულისთვის სხვადასხვა ქვედა ზონებში წარმოებული კიანტის გარჩევა, მართალია, რთულია, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით კიანტი კლასიკოზე: მას ეტიკეტზე შავი მამალი ახატია და მისი ამოცნობა ძალიან იოლია.

იტალიაში ღვინის 400 მწარმოებელზე ნაკლებს აქვს ამ სიმბოლოს ბოთლზე დატანის უფლება.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

33.6
მუკუზანი პრემიუმი

მუკუზანი პრემიუმი

წითელი მშრალი

30.8
მწვანე

მწვანე

თეთრი მშრალი