ღვინის ეტიკეტი, რომელიც მსოფლიოს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებს

16 ივლისი, 2019წ

გაზიარება

ღვინის ეტიკეტი, რომელიც მსოფლიოს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებს

ღვინის ეტიკეტი, რომელიც მსოფლიოს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებს

კამპანიამ, რომელიც უცხოელ ტურისტებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებს და რომელიც სოციალურ ქსელებში ჰეშთეგის #spendyoursummeringeorgia ქვეშ მიმდინარეობს, თანდათან განსაკუთრებული პოპულარობა შეიძინა და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის და რუსეთის ანტიქართული პოლიტიკის მიმართ პროტესტის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.

ბოლო დროს აღნიშნული კამპანიის სულისკვეთებას გამოეხმაურა "მეღვინეობა ხარება", რომელმაც საკუთარი ღვინისთვის საქართველოში ტურიზმის ხელშემწყობი ეტიკეტი დაამზადა.

მსგავსი ეტიკეტით დამშვენებულ ღვინის ბოთლებს კომპანია იმ 20 სხვადასხვა ქვეყანაში წარადგენს, სადაც ღვინის ექსპორტს ახორციელებს.

"მეღვინეობა ხარებას" 1500 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთებზე ვაზის ქართული და ევროპული ჯიშები აქვს გაშენებული და ღვინოს ქართული ტრადიციების და თანამედროვე ტექნოლოგიების შეხამებით აწარმოებს. კომპანია დიდად დაინტერესებულია საქართველოს მეგობარი ქვეყნების ბაზრებზე დამკვიდრებით და აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით.

კამპანიამ "დაისვენე საქართველოში" სტარტი მას შემდეგ აიღო, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა აუკრძალა, რასაც ქართველების დიდმა ნაწილმა საპროტესტო სლოგანით უპასუხა. 

დღეს სლოგანს "დაისვენე საქართველოში" ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ბევრი ადამიანი ტურისტების მოსაზიდად იყენებს.

რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს მიმართულებით ფრენები მას შემდეგ აკრძალა, რაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატების ჩამოსვლა ჩვენს ქვეყანაში სკანდალით დასრულდა; დუმის დეპუტატთაგან ერთ-ერთი, სერგეი გავრილოვი, რომელიც ასამბლეის პრეზიდენტი გახლდათ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა და იქიდან მიმართა ასამბლეის ქართველ და უცხოელ წარმომადგენლებს, რაც აქტიურად გააშუქეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა და რასაც დაუყოვნებლივ მრავალათასიანი საპროტესტო აქციები და პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

მმართველმა პარტიამ სასწრაფოდ განაცხადა, რომ გავრილოვის გამოჩენა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე შეუთანხმებელი იყო, რასაც განკარგულება მოჰყვა რუსული დელეგაციის მიერ საქართველოს დატოვების თაობაზე, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან საპროტესტო მუხტი ამ ღონისძიებებმა ვერ ჩაახშო. საბოლოოდ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და გამოცხადდა მმართველი გუნდის გადაწყვეტილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარების თაობაზე.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

46.5
საფერავი  ქვევრი (2012)

საფერავი ქვევრი (2012)

წითელი მშრალი

12
დუგლაძე ნახევრად ტკბილი წითელი

დუგლაძე ნახევრად ტკბილი წითელი

წითელი ნახევრად ტკბილი

19.95
მუკუზანი

მუკუზანი

წითელი მშრალი

25.53
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი