ელეგანტური ბაროლოს შთამბეჭდავი არომატები და ინტენსიური ფერი

09 ივლისი, 2019წ

გაზიარება

ელეგანტური ბაროლოს შთამბეჭდავი არომატები და ინტენსიური ფერი

ელეგანტური ბაროლოს შთამბეჭდავი არომატები და ინტენსიური ფერი

პიემონტი იტალიის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს. ესაზღვრება შვეიცარიას, საფრანგეთს, ლიგურიას, ლომბარდიას, ემილია რომანას და ვალე-დ'აოსტას.

პიემონტის მეღვინეობა-მევენახეობა ტოსკანისას ტოლს არ უდებს. ეს არის საუკეთესო რეგიონი აღნიშნულ დარგში.

მეღვინეობის უძველეს ხელოვნებას რაც შეეხება, ამით იტალიის ბევრი რეგიონია განთქმული, მაგრამ პიემონტი მათ შორის მაინც ცალსახად გამორჩეულია. აქ ჯერ კიდევ რომაელებამდე ცხოვრობდნენ ლიგირიულ-კელტური წარმომავლობის ტაურინები, რომლებიც საუკეთესო მეღვინეებად და მევენახეებად იყვნენ ცნობილები ანტიკურ სამყაროში.

თანამედროვე ეპოქას რაც შეეხება, პიემონტზე უდიდესი ზეგავლენა ფრანგმა მეღვინეებმა და ენოლოგებმა მოახდინეს, ისეთებმა, როგორებიც ლუის უდარტი არიან, რის გამოც პიემონტი "იტალიურ ბურგუნდიად" მოიხსენიება.

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პიემონტს შენენი, პინო ნუარი ან სოვინიონ ბლანი სჭირდება, რათა საკუთარი ღვინოები აწარმოოს. აქ ძირძველი იტალიური ჯიშები მოდის, ისეთები, როგორებიცაა მაგ. ბარბერა ან ნებიოლო.

ნებიოლოსგან პიემონტში ბაროლო და ბარბარესკო იწარმოება – რეგიონის მეღვინეობის ეს ორი მწვერვალი.

პიემონტში ხარისხი უმაღლესი საზრუნავია. აღნიშნული რეგიონის გორაკებიან აღმოსავლეთში, ქალაქ ალბას გარშემო მდებარეობს ვენახები, სადაც გასაოცრად ხანგრძლივი დაძველების პოტენციალის მქონე ბაროლო და ბარბარესკო იწარმოება, ღვინოები გასაოცარი ინტენსივობის სურნელით, გამაოგნებელი ფერით და სტრუქტურით.

ბაროლო არამარტო პიემონტის, არამედ იტალიის ყველაზე ცნობილ ღვინოთაგან ერთ-ერთია. ის სრული ასი პროცენტით ნებიოლოს ჯიშის ყურძნისგან იწარმოება.

მისი სახელწოდება "ნებიოლო" უკავშირდება ნისლს, რომელსაც იტალიურად "Nebia" ეწოდება.

ნისლი ჯიშის სახელწოდებაში უკავშირდება არა გვიანი შემოდგომის ნისლებს, არამედ ყურძნის მარცვალზე, სიმწიფის დადგომასთან ერთად გაჩენილ მოთეთრო-მოლურჯო ფერის მტვერს.

ბაროლო დუღილის დიდი ხანგრძლივობით გამოირჩევა, რაც 30 დღეს შეადგენს. სწორედ ამით აიხსნება მისი ინტენსიური სურნელი და ფერი.

აღნიშნული ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდს მიეკუთვნება დუღილის დაწყებამდე მტევნის ღეროს გამოცალკევება მარცვლებისგან, რაც ხანგრძლივ დაძველებას უწყობს ხელს. კარგ ბაროლოს დიდი ხანი სჭირდება დაძველებისთვის. DOCG-სტატუტის მიხედვით ეს დრო 38 თვეს შეადგენს, საიდანაც მინიმუმ 18 თვე ღვინომ ხის კასრში უნდა გაატაროს.

რიზერვასთვის კი ეს პერიოდი 62 თვესაც კი შეადგენს!

ვისაც ბაროლოს უკეთ შეცნობა სურს, უნდა იყიდოს მინიმუმ 2 ბოთლი, საიდანაც ერთს დაუყოვნებლივ დალევს, ხოლო მეორეს – 3 წლის შემდეგ.

მართლაც ძალიან შთამბეჭდავ განსხვავებას აღმოაჩენს.

ბაროლოს ფორთოხლის, იის, ვარდის, პილპილის და ბლის არომატები აქვს, სასიამოვნო ტანინები, ელეგანტურობა და საგრძნობი სტრუქტურა. კარგად მიდის შემწვარ ხორცთან, თუმცა მისი ცალკე დაგემოვნებაც არ არის ურიგო.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

10.8
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი

26
მუკუზანი

მუკუზანი

წითელი მშრალი

10.95
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი