ქურდებმა პარიზის ორვარსკვლავიანი რესტორნიდან 600 ათასი ევროს ღირებულების 200 ბოთლი ღვინო მოიპარეს

04 ივლისი, 2019წ

გაზიარება

ქურდებმა პარიზის ორვარსკვლავიანი რესტორნიდან 600 ათასი ევროს ღირებულების 200 ბოთლი ღვინო მოიპარეს

ქურდებმა პარიზის ორვარსკვლავიანი რესტორნიდან 600 ათასი ევროს ღირებულების 200 ბოთლი ღვინო მოიპარეს

როგორც ფრანგული გამოცემა "Le Figaro" იუწყება, ქურდებმა საფრანგეთში მდებარე ორვარსკვლავიანი რესტორანი "Maison"-ი გატეხეს და მისი სარდაფის თაროები ერთიანად დააცარიელეს.

მოიპარეს 200 ბოთლამდე ოდენობის ღვინო, რომლის ღირებულება 600 ათას ევრომდე აღწევს.

როგორც ეტყობა, ქურდები დიდი ხნის მანძილზე ემზადებოდნენ რესტორანში შესაღწევად და საგანგებოდ დაგეგმეს, თუ როგორ უნდა მოეყვანათ საკუთარი განზრახვა სისრულეში. საამისოდ მათ საკმაოდ დიდი მოცულობის ხვრელი გათხარეს, რათა პარიზში მდებარე რესტორანში შეეღწიათ, შემდეგ კი მოიპარეს რომანე-კონტის მამულში მოკრეფილი ყურძნისგან დაწურული უიშვიათესი ღვინო და ასევე ძვირადღირებული შამპანურის რამდენიმე ათეული ბოთლი.

რომანე-კონტის მამულის შესახებ ჩემი ბლოგის აქტიურ მკითხველებს უკვე გსმენიათ: ამ მცირე ზომის, სულ რაღაც 1,8 ჰექტარზე არსებულ ვენახში პინო ნუარის ჯიშის ვაზი ეკოლოგიურად უსაფრთხო და ტრადიციული მევენახეობისთვის დამახასიათებელი ტექნოლოგიების მეშვეობით ხარობს.

ტრადიციული და ფრანგული მეღვინეობის ყველა უძველესი წესის დაცვით მიმდინარეობს ასევე აღნიშნულ ვენახში მოწეული ყურძნისგან საუკეთესო ღვინოების წარმოება.

რომანე-კონტის ღვინის თითოეული ბოთლი ასტრონომიულ ფასებს აღწევს ღვინის ძალიან ცნობილ აუქციონებზე.

მაგრამ გარდა კოლექციონერებისა, ქურდებისთვისაც ეს ღვინო ასევე "წმინდა გრაალს" წარმოადგენს. მასზე ისეთივე თავდავიწყებით ნადირობენ, როგორც ბრილიანტების, ზურმუხტის, ოქროს იშვიათი ნაკეთობების თუ რარიტეტული საფოსტო მარკების კოლექციებზე.

ძვირადღირებული ღვინის ქურდობა საფრანგეთში დიდი ხნის წინათ დამკვიდრებული ჩვეულებაა და ლამის საქვეყნო ტრადიციის ხასიათიც კი შეიძინა ბოლო პერიოდში; 2017 წლის აგვისტოში ღვინის ქურდებმა ერთი კერძო კოლექციონერი ანალოგიურ ვითარებაში გაძარცვეს და თავისი ღვინის ძვირადღირებული კოლექციის გარეშე დატოვეს. მაშინაც მათ უზარმაზარი ხვრელი გათხარეს კედელში, ხოლო იმავე 2017 წლის ნოემბერში 69 ბოთლი 700 ათასი ევროს ღირებულების ვისკი იქნა გატაცებული პარიზის ერთ-ერთი პრესტიჟული მაღაზიიდან.

ღვინის ქურდობის შემთხვევა ორიოდე წლის წინ საფრანგეთის მეზობელ გერმანიაშიც დაფიქსირდა. 2017 წლის დეკემბერში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიძარცვა კუნძულ ზილტზე. 5000 ბოთლში გამტაცებლები სასოწარკვეთილები ეძებდნენ იშვიათ და ძვირადღირებულ ღვინოებს. საბოლოოდ, მათ რამდენიმე ათეული ბოთლის წაღება მოახერხეს, ხოლო ზარალი, რომელიც მაშინ გერმანულ ხუთვარსკვლავიან სასტუმროს მიადგა, 50 ათას ევროდ იქნა შეფასებული.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

129
10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო  (II)

10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო (II)

24.5
ღვინის ვაკუუმ ტუმბო ვაკუუმ საცობით. ყავისფერი (2 ც)

ღვინის ვაკუუმ ტუმბო ვაკუუმ საცობით. ყავისფერი (2 ც)

24.7
საფერავი კაბერნე

საფერავი კაბერნე