ესპანური შერკინება ღვინით და მისი ისტორია

01 ივლისი, 2019წ

გაზიარება

ესპანური შერკინება ღვინით და მისი ისტორია

ესპანური შერკინება ღვინით და მისი ისტორია

ჰაროს "ბრძოლა" ღვინის თანხლებით ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიესტაა. ბევრს მიაჩნია, რომ მეღვინეობა-მევენახეობით სახელგამთქმული რიოხას რეგიონის ამ ფიესტას მეზობელი სოფლების – ჰაროს და მირანდა დე ებროს მეტოქეობიდან მოსდგამს დასაბამი.

ეს ცოტა არ იყოს უჩვეულო შერკინება ყოველთვის კაპელაში შესრულებული წირვით იწყება.

ადგილობრივები ამ შერკინებას Batalla del vino-ს უწოდებენ 1949 წლიდან.

წირვის დასრულებისას ადამიანთა ორ ჯგუფს შორის "ბრძოლა" იმართება, რომლის მიმდინარეობის პროცესში მონაწილეები ერთმანეთს ლიტრობით ღვინოს ასხამენ.

ამ "ბრძოლის" დასრულების შემდეგ კი ყველა მონაწილე იკრიბება პლასა დე ლა პასზე – მშვიდობის მოედანზე.

ლა რიოხას რეგიონი განთქმულია არამარტო მეღვინეობა-მევენახეობის საუკუნოვანი ტრადიციებით, არამედ აქ თქვენ ნახავთ მე-16, მე-17 და მე-18 საუკუნის საუცხოო ისტორიულ სასახლეებს და ნაგებობებსაც.

აქ არის ბენდანას სასახლე პლატერესკულ სტილში, ჰაროს გრაფების სასახლე რენესანსის და ბაროკოს სტილში და ასევე საკუთრივ რიოხას ბაროკოს სტილის არქიტექტურული ნიმუშები.

აქ არის უძველესი რატუშა, სან-ფელიცეს კაპელა, ბასილიკა დე ნუესტრა სენიორა დე ლა ვეგა და წმინდა თომას სახელობის ეკლესია.

გარდა ამისა ჰაროში რამდენიმე მუზეუმია. მათ შორის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ელ ტერეონი და რაღა თქმა უნდა, მუზეო ვივანკო, რომელიც რიოხას ღვინის ისტორიაზე შთამბეჭდავ მასალებს ფლობს.

ყოველი წლის 29 ივნისს ჰარო წითელი ღვინით იღებება. ეს დღე ემთხვევა წმინდა პეტრეს ხსენების დღეს, რა დროსაც გიგანტური ფიესტა იმართება, სადაც ღვინო დღესასწაულის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია.

სწორედ იქ, იმ ადგილას, სადაც შერკინება ღვინით იმართება, მე-6 საუკუნეში გარდაიცვალა სახელგანთქმული მწირი ფელიცეს დი ბილიბიო.

შერკინებაში მონაწილეობას თუ აპირებთ, ზოგიერთი პრაქტიკული რჩევა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. პირველ ყოვლისა კი უნდა იცოდეთ, რომ წითელი ღვინო ტანსაცმელს დაგილაქავებთ. ამიტომ ძველი ტანსაცმელი ჩაიცვით.

ჰაროს ღვინის შერკინების მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიესხას წითელი ღვინო და ტანსაცმელი დაულაქავდეს.

ეს ძირითადად საოჯახო გასართობია, რა დროსაც უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ერთად პატარებიც მხიარულობენ.

მათთვის ჰაროში ცალკე ეწყობა ღვინით შერკინება ბავშვებისთვის.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

20.95
რქაწითელი გაუფილტრავი

რქაწითელი გაუფილტრავი

თეთრი მშრალი

7
მანავი

მანავი

თეთრი მშრალი

20.5
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი