მითი თუ რეალობა? 7 ფაქტი ღვინის შესახებ

25 ივნისი, 2019წ

გაზიარება

მითი თუ რეალობა? 7 ფაქტი ღვინის შესახებ

მითი თუ რეალობა? 7 ფაქტი ღვინის შესახებ

არსებობს რამდენიმე მითი ღვინის შესახებ, რასაც ადამიანი არამარტო შეცდომაში შეჰყავს, არამედ ხანდახან თვით ღვინის ყველაზე თავგამოდებულ მოყვარულსაც კი ყოველგვარ სურვილს უკარგავს, განიცადოს ღვინოსთან და ღვინის ჭეშმარიტებებთან ახლო ზიარება.

ამ სტატიაში მსგავსი მითების შესახებ გვექნება საუბარი. მაშ ასე, დავიწყოთ:

1. წითელ ღვინოს შენახვისთვის თეთრისგან განსხვავებული დრო სჭირდება

წინათ უფრო იყო მოთხოვნადი წითელი ღვინო, რომელიც დროთა განმავლობაში ტანინების მაღალი შემცველობის გამო კარგად ინახებოდა. დღეს უფრო მეტად ადამიანები ყველაფრის სწრაფ მოხმარებაზე არიან გადასულები, მათ შორის კი არც ღვინოა გამონაკლისი.

დღეს წითელი ღვინო ტანინების მაღალი შემცველობით და დაძველების კარგი პერსპექტივით ძირითადად მხოლოდ კოლექციონერებისთვის არის საინტერესო. თუმცა, როცა ღვინოს დიდხანს ვინახავთ (მნიშვნელობა არ აქვს, როგორც თეთრს, ასევე წითელს) ამით მის არომატებს მხოლოდ ვამდიდრებთ.

ასე რომ, ძველი ღვინო კარგია როგორც თეთრი, ასევე – წითელი, ხოლო დაძველების პოტენციალი თეთრ ღვინოსაც გააჩნია. საკითხავია, რომელს. ზოგი თეთრი ღვინო კარგად ინახება, ზოგი კი არა. ისევე, როგორც წითელი.

2. მზე ყველაზე უკეთ ეხმარება მტევანს ზრდასა და ჩამოყალიბებაში

ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო "ჯიუტი" მითია. მხოლოდ მზე არ ეხმარება ყურძენს ზრდასა და დამწიფებაში, არამედ მზის და წვიმის ოპტიმალური კომბინაცია. თუმცა, მშრალი შემოდგომა ერთმნიშვნელოვნად საუკეთესოდ ზრუნავს ყურძნის ხარისხზე, რაც ღვინოს მხოლოდ ადგება.

3. თევზი მხოლოდ თეთრ ღვინოსთან არის კარგი

ძალიან არასწორი, არადა, როგორი გავრცელებული მითია!

სინამდვილეში მხოლოდ მტკნარი წყლის თევზი მიდის კარგად თეთრ ღვინოსთან, რადგან მას შედარებით რბილი გემო აქვს.

რაც შეეხება ზღვის და ოკეანის თევზეულს, შემწვარი სახით აღნიშნული პროდუქტი წითელ ღვინოსთან უშესანიშნავესად მიდის. თავად სცადეთ, თუ არ გჯერათ.

4. წითელ ღვინოს ოთახის ტემპერატურა უნდა გააჩნდეს

ეს მითი საფუძველშივე არასწორია. ზოგადად, წითელი ღვინისათვის ოპტიმალური ტემპერატურა კი არის 16-18 გრადუსის ფარგლებში, მაგრამ წითელ ღვინოსაც გააჩნია. როცა წითელი ღვინო მსუბუქია, მისი დაგემოვნება უფრო დაბალ ტემპერატურებზეც არის შესაძლებელი.

5. წითელი ღვინო ყველთან კარგად მიდის

ესეც მითია. გააჩნია წითელი ღვინის და ყველის სახეობებს. ყველა ყველი ყველა წითელ ღვინოსთან ნამდვილად ვერ მიდის. მაგალითად, მდნარი ყველი, მასში დიდი რაოდენობით არსებული ცხიმიანობის გამო ხელს უშლის წითელ ღვინოს, რათა მან საკუთარი გემოვნური თვისებები მთელი სისრულით წარმოგვიდგინოს.

6. წითელ ღვინოს ძირი აუცილებლად უნდა გამოეცვალოს

არასწორია. ღვინის ასაკზეა დამოკიდებული, დადებით ზეგავლენას მოახდენს თუ არა ძირის გამოცვლა მასზე. ახალ ღვინოებს უდავოდ ადგება ძირის გამოცვლა, როცა ძველ ღვინოს შეიძლება ამან მთელი გემო გაუქროს კიდეც.

7. მედალი ყოველთვის მაღალ ხარისხს ნიშნავს

ესეც შეცდომაა. შეიძლება, წელიწადი კარგი იყოს და ღვინომ კონკურსებზე უამრავი მედალი მოიპოვოს, მაგრამ ხარისხით ჩამოუვარდებოდეს მედლის გარეშე დარჩენილ ღვინოებს.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

15.3
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი

13
ბოთლის ტუჩი CRYSTAL (ფერადი)

ბოთლის ტუჩი CRYSTAL (ფერადი)

12.95
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი

11.95
ალაზნის ველი

ალაზნის ველი

წითელი ნახევრად ტკბილი