ვაზის "ფილოსოფოსი" ჯიში და მისი იშვიათი თავისებურებები

21 ივნისი, 2019წ

გაზიარება

ვაზის "ფილოსოფოსი" ჯიში და მისი იშვიათი თავისებურებები

ვაზის "ფილოსოფოსი" ჯიში და მისი იშვიათი თავისებურებები

ვაზის თეთრყურძნიანი ჯიში, რომელსაც ორტეგას უწოდებენ, მიულერ-თურგაუს და ზიგერრებეს შეჯვარების შედეგად მიიღეს არცთუ ისე შორეულ წარსულში.

ეს მოხდა 1948 წელს, მევენახეობის და მეხილეობის ბავარიულ ადგილობრივ დაწესებულებაში, ქალაქ ვიურცბურგთან ახლოს (თუმცა ამ ჯიშის კლასიფიცირება და ვაზის დამოუკიდებელ ჯიშად აღიარება მხოლოდ 1972 წელს მოხდა).

ვაზის ჯიშის სახელწოდება ეძღვნება ხოსე ორტეგა ი გასეტის ხსოვნას. ორტეგა სწორედ ამ ცნობილი ესპანელი ფილოსოფოსის სახელს ატარებს.

ორტეგა გერმანიაში 500 ჰექტარზე მოჰყავთ, რაც გერმანული სავენახე ფართობების 0,6 %-ს შეესაბამება. ყველაზე გავრცელებული ეს ჯიში არის რაინჰესენში, პფალცში, ფრანკენში და მდინარე მოზელზე. ყველაზე დიდი ფართობის ვენახები სწორედ აქ უჭირავს ორტეგას.

გარდა გერმანიისა ორტეგა მცირე მოცულობით ინგლისშიც მოჰყავთ.

ამ ჯიშის ყურძენი შედარებით ადრე შემოდის, მაგრამ ლერწი სუსტი აქვს და ქარებსაც ცუდად უძლებს. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში ამ ჯიშის ვაზისგან გაშენებული ფართობები სულ უფრო მცირდება.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ორტეგამ მოსავლიანობა უხვი იცის. გარდა ამისა, მტევანიც ძალიან დიდი აქვს და იმის გამო, რომ შედარებით ადრეულ პერიოდში შემოდის, გამოიყენება სასუფრე ყურძნად და ისეთი ღვინოების საწარმოებლადაც, რომლებიც მალე შეიძლება დაილიოს.

გარდა მშრალი ღვინისა, ორტეგა გამოიყენება არისტოკრატიული ტკბილი ღვინოების წარმოებაშიც. ამ ღვინოების მაღალი ხარისხი გამორჩეულია და ისინი სადესერტო ღვინოებად გამოიყენება.

ორტეგას ჯიშის ყურძნისგან ნაწარმოები ღვინო გამოირჩევა ხილის დახვეწილი არომატებით, რომელთა შორის ატმის არომატი ჭარბობს.

ორტეგას ღვინო სხეულიანია, ნაკლები მჟავიანობით. ამ ჯიშისთვის ტიპურია ოდნავი სიმწკლარტე, რომელიც ძალიან სასიამოვნოდ რჩება სასაზე და რაც, როგორც წესი, შედარებით გვიანეულ მოსავალს ახასიათებს.

ორტეგას ღვინო მაშინ უნდა დალიოთ, როცა მშვიდი განტვირთვა გსურთ საკუთარ სამეგობრო წრეში, ნამცხვრების, ტკბილი სასუსნავის და ახალი ხილის თანხლებით.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ორტეგა ძალიან კარგად მიდის ასევე მდნარ და ჭყინტ ყველთანაც.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

18.95
მუკუზანი

მუკუზანი

წითელი მშრალი

16.95
საფერავი ალექსანდროული

საფერავი ალექსანდროული

წითელი მშრალი

41.95
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი