02 თებერვალი, 2017წ
გაზიარებათეთრ მსუბუქ ღვინოებს (მაგალითად: წინანდალი, იმერული წესით დაყენებული კრახუნა, ციცქა, ცოლიკოური, ქართლის ჩინური და სხვა...) ნაზი და რბილი გემო აქვს. ასეთი ღვინოები უხდება უმ და მოთუშულ ბოსტნეულს, ზღვის პროდუქტებსა და თევზს ან მსუბუქ კერძებს, მცირე ოდენობის სანელებლებით.
მსუბუქი აპეტაიზერები, მათ შორის ხილი, ასევე არაჩვეულებრივად მოუხდება მსუბუქ თეთრ სასმელს.
შედარებით უფრო მძიმე თეთრ და ვარდისფერ ღვინოს აქვს მკვეთრად გამოხატული გემო და არომატი. სწორედ ამიტომ ეს ღვინოები უკეთესად შეესაბამება მოშუშულ, ან შემწვარ თევზს.
აგრეთვე თეთრი მსუბუქი ღვინო შეგიძლიათ მისაყოლებლის გარეშეც მიირთვათ.