რესტორნის სტუმრებმა 260-ფუნტიანი ღვინო შეუკვეთეს, მაგრამ მხოლოდ მოგვიანებით გაიგეს, თუ რა დალიეს

27 მაისი, 2019წ

გაზიარება

რესტორნის სტუმრებმა 260-ფუნტიანი ღვინო შეუკვეთეს, მაგრამ მხოლოდ მოგვიანებით გაიგეს, თუ რა დალიეს

რესტორნის სტუმრებმა 260-ფუნტიანი ღვინო შეუკვეთეს, მაგრამ მხოლოდ მოგვიანებით გაიგეს, თუ რა დალიეს

ეს ამბავი მანჩესტერში მოხდა. რამდენიმე ადამიანი რესტორანში სავახშმოდ და სამასლაათოდ შევიდა. მათ 260-ფუნტიანი ღვინო შეუკვეთეს, მაგრამ ოფიციანტი გოგონა შეკვეთილის ნაცვლად მათ სრულიად სხვა ღვინით გაუმასპინძლდა.

კაცმა რომ თქვას, ჩვეულებრივ არავის გაუხარდება, სუფრაზე შეკვეთილი 260-ფუნტიანი ღვინო რომ არ მიუტანონ. თუმცა, სტეიკის და ზღვის პროდუქტების რესტორნის, "Hawksmoor Manchester"-ის სტუმრები შეწუხებულები ნაკლებად დარჩნენ. საქმე იმაშია, რომ ოფიციანტმა სუფრაზე მათ შეკვეთილი "Chateau Pichon Longueville Comtesse de Lalande 1990"-ის ნაცვლად, რომელიც 260 ფუნტი ღირდა, 4500 ფუნტის ღირებულების "Chateau le Pin Pomerol 2001"-ის შინდისფერყელიანი ბოთლი მიუტანა.

შეცდომა რესტორნის მეპატრონემ მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ აღმოაჩინა, რის შემდეგაც "ტვიტერზე" მან შემდეგი შინაარსის მქონე განცხადება გამოაქვეყნა:

"იმ კლიენტების საყურადღებოდ, ვისაც შეცდომით "Chaeteau le Pin Pomerol 2001"-ის ბოთლი მივუტანეთ, რომელიც 4500 ფუნტი ღირდა. იმედი გვაქვს, შესანიშნავი საღამო გქონდათ."

ალბათ, გაინტერესებთ, თუ რა ბედი ეწია ოფიციანტ გოგონას, რომელმაც ამხელა შეცდომა დაუშვა.

უფროსს ის სამსახურიდან არ დაუთხოვია, პირიქით, გაამხნევა კიდეც შემდეგ სიტყვებით: "მსგავს შეცდომებს ყველა უშვებს და ჩვენ შენ მაინც გაფასებთ".

"ტვიტერის" მომხმარებლების თხოვნით, სტეიკის და ზღვის პროდუქტების რესტორნის მეპატრონემ თავის პოსტს მოგვიანებით ღვინის ორივე ბოთლის ფოტო დაურთო, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ შეკვეთილი და სუფრაზე მის ნაცვლად შეცდომით მიტანილი ბოთლები დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან: 260-ფუნტიან ღვინოს ოქროსფერი ეტიკეტი აქვს და ოქროსფერივე ყელი, ხოლო 4500-ფუნტიანი ღვინო შინდისფერყელიანია და ეტიკეტზეც წარწერა შინდისფერი აქვს.

თუმცა, ამხელა ზარალის მიუხედავად კარგად არის გასაგები, თუ რატომ ლაპარაკობდა რესტორნის მეპატრონე ასე არხეინად და რატომ იყო ასეთი გულმოწყალე ოფიციანტი გოგონას მიმართ: მისი "ტვიტი" მომხმარებლებმა 66 400-ჯერ მოიწონეს და 10 500-ჯერ გააზიარეს (26 მაისის მონაცემები), ეს კი ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ერთი ბოთლი, თუნდაც 4500 ფუნტის ღირებულების ღვინო, რადგან ეს ძალიან სერიოზული რეკლამა და უფასო პიარია რეატორნის ბიზნესისთვის.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

109
უსახელოური

უსახელოური

წითელი ნახევრად ტკბილი

23.95
რქაწითელი კახური

რქაწითელი კახური

თეთრი მშრალი