ამარონე – განსაკუთრებული ღვინო იტალიიდან

23 მაისი, 2019წ

გაზიარება

ამარონე – განსაკუთრებული ღვინო იტალიიდან

ამარონე – განსაკუთრებული ღვინო იტალიიდან

ამარონე დელა ვალპოლიჩელა მართლაც განსაკუთრებული ღვინოა, მისი მომზადების ტექნოლოგია კი ძალიან უნიკალურია და თავისთავადი, რაც ღვინის მოყვარულებს შორის მთელ მსოფლიოში აღფრთოვანებას იწვევს.

თუმცა, მედალს ყოველთვის აქვს ორი მხარე და ამიტომ ამარონეს ხსენება ხშირად გაუგებრობას და არასწორ ინფორმაციებსაც უკავშირდება.

იმისათვის, რათა დეტალურად შეიტყოთ ყველაფერი აღნიშნული ღვინის შესახებ, ეს ბლოგი წაიკითხეთ.

ამარონეს წარმოშობის ადგილი ვალპოლიჩელაა, რომელიც იტალიის ჩრდილოეთში მდებარეობს. ეს რეგიონი ძირითადად მეღვინეობის 5 მცირე კუთხედ არის დაყოფილი და ერთ-ერთი მათგანიდან არის სწორედ ამარონე დელა ვალპოლიჩელა. მას 1968 წლიდან DOCG-სტატუსი აქვს (Denominazione di Origine Controllata e Garantita).

ამგვარად მზადდება ამარონე დელა ვალპოლიჩელა: ღვინის მინიმუმ 45 % უნდა შეიცავდეს კორვინას ჯიშის ყურძნის წვენს, თუმცა მისი მოცულობა მთლიან სითხეში 95 %-ს არ უნდა აჭარბებდეს.

ყურძნის მეორე ჯიში, რომლის წვენსაც ამარონე დელა ვალპოლიჩელა უნდა შეიცავდეს, რონდინელაა. მისი ოდენობა არ უნდა იყოს 5 %-ზე ნაკლები და 30 %-ზე მეტი.

კორვინას და რონდინელას გარდა ამარონე დელა ვალპოლიჩელა ხანდახან კორვინონესაც შეიცავს, თუმცა ეს ჯიში არ არის სავალდებულო აღნიშნული ღვინის დასაყენებლად და გარდა ამისა, მისი შემცველობა ღვინოში 50 %-ზე მეტი არც უნდა იყოს.

ამარონეს სახელწოდება მომდინარეობს იტალიური "amaro"-დან, რაც მწარეს ნიშნავს.

მაგრამ ყველაზე გასაოცარი და უნიკალური ის მეთოდია, რაც ყურძნის მარცვლების გამოშრობას უკავშირდება და რასაც აპასიმენტო ეწოდება. ამ დროს ყურძენი კარგად განიავებულ საცავში 3-4 თვის მანძილზე შრება ჩალისგან დაწნულ სპეციალურ ჭილობებზე.

გამოშრობის პროცესში ყურძნის მარცვალი თავისი მასის ნახევარს კარგავს.

ყურძნის მასის ამ გაქრობას აპასიმენტო ჰქვია. ამ დროს სითხე მარცვლიდან ქრება, ხოლო შაქარი და ექსტრაქტი – რჩება.

ყურძნის გამოშრობის პროცესი უაღრესად შრომატევადია, რადგან ლპობის თავიდან ასაცილებლად სათითაო მტევანს უნდა გადაბრუნება, თანაც ძალიან ხშირად. გარდა ამისა, გამოშრობის შემდეგ ძალიან მცირდება ყურძნის მასა და შემცირებული მასისგან ცოტა ღვინო გამოდის.

სწორედ ამიტომ არის აღნიშნული ღვინის ფასი ძალიან მაღალი.

დასასრულისკენ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამარონე ხშირად ძალიან ძლიერი ღვინოა, ალკოჰოლის 15 %-ზე მაღალი შემცველობით. ხოლო რადგან ალკოჰოლი დადუღების პროცესს ხელს უშლის, ეს ღვინო ასევე ხშირად გამოდის ძალიან ტკბილიც.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

21.5
ქვევრის რქაწითელი

ქვევრის რქაწითელი

თეთრი მშრალი

70
ილერკო

ილერკო

წითელი მშრალი

34.95
საფერავი ქვევრი

საფერავი ქვევრი

წითელი მშრალი

73
ხარება

ხარება

წითელი მშრალი