დორნფელდერი – ძალიან წარმატებული უახლესი ჯიში

07 მაისი, 2019წ

გაზიარება

დორნფელდერი – ძალიან წარმატებული უახლესი ჯიში

დორნფელდერი – ძალიან წარმატებული უახლესი ჯიში

დორნფელდერი შედარებით ახალი ჯიშია, 1955 წელს გამოყვანილი, მაგრამ დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია გერმანულ ჯიშებს შორის: გერმანიის ღვინის ინსტიტუტის მონაცემების თანახმად ის ფედერაციული რესპუბლიკის მთელი მევენახეობისთვის განკუთვნილი ფართობების 8 %-ს (რაც 8000 ჰექტარზე მეტია) იკავებს.

დორნფელდერი, მიუხედავად იმ ძალიან მცირე ხნისა, რაც ის არსებობს, უკვე უდავოდ არის წითელი კლასიკური ჯიში, რომელმაც სათანადო აღიარება ჰპოვა ღვინის გერმანელ მცოდნეებსა და მოყვარულებს შორის.

დორნფელდერი მიიღეს ჰელფენშტაინერის და ჰეროლდრებეს შეჯვარების შედეგად, რომელთაგან თითოეული თავის მხრივ, სხვა ჯიშებთან შეჯვარების შედეგად არის მიღებული. მაგ. ჰელფენშტაინერის ერთ-ერთ "მშობლად" ითვლება ადრეული ბურგუნდიული, ხოლო მეორე "მშობლად" – ლურჯი ტროლინგერი, ხოლო ჰეროლდრებეს მშობლებად – ლურჯი პორტუგალიური და ლემბერგერი.

დორნფელდერის "დაბადება" ვიურტემბერგში მოხდა, ვაინსბერგის ყურძნის და ხილის სწავლების და ცდების სახელმწიფო დაწესებულებაში. სწორედ ამ დაწესებულებაში გამოიყვანა მე-20 საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში აუგუსტ ჰეროლდმა ახალი ჯიში.

ჯიშმა თავისი სახელწოდება მიიღო ვაინსბერგის მეღვინეობის სკოლის დამაარსებლის, იმანუელ დორნფელდის საპატივსაცემოდ.

თავდაპირველად მოხდა ის, რაც ემართება ყველა ახალ ჯიშს, მათ შორის საუკეთესოების ჩათვლით: მევენახეები დაეჭვებით და დიდი სკეპტიციზმით უყურებდნენ დორნფელდერს და არ ჩქარობდნენ საკუთარ ზვრებში მის მოშენებას.

შემდგომში თანდათან დაიწყეს დორნფელდერის მოშენება, მაგრამ მხოლოდ იმ მიზნით, რომ მისი თითქმის შავი ფერი გამოეყენებინათ შედარებით უფრო ღია ფერის წითელი ღვინოების გასამუქებლად.

მაგრამ მოგვიანებით (ძირითადად მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან) თანდათან გამოჩნდნენ მეღვინეები, რომლებმაც დააფასეს დორნფელდერის გემოვნური თვისებები და დაიწყეს მისგან სუფთა ღვინოების ჩამოსხმა, სხვა ჯიშებთან გაურევლად.

მათი სიმამაცე და გაბედულება სათანადოდ დაფასდა: დღეს დორნფელდერი სულ უფრო მზარდი პოპულარობით სარგებლობს და ეს ტენდენცია არცთუ ისე ურიგოა.

დორნფელდერს, როგორც უკვე აღინიშნა, აქვს სიშავეში გარდამავალი წითელი ფერი და რბილი, იოლად ასატანი მჟავა. მისი არომატული ტონები შეიცავს ალუბლის, მაყვლის და ტყის კენკრის არომატებს.

დორნფელდერისგან იწარმოება მშრალი და ნახევრად მშრალი ღვინოები.

შედარებით უფრო იშვიათია შუშხუნა და ვარდისფერი ღვინოები.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

26
ჩინური

ჩინური

თეთრი მშრალი

19.51
საფერავის მუსკატი

საფერავის მუსკატი

წითელი ნახევრად ტკბილი

38.4
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი