უმაღლესი ხარისხის არომატების მეფე: რისლინგი

29 მარტი, 2019წ

გაზიარება

უმაღლესი ხარისხის არომატების მეფე: რისლინგი

უმაღლესი ხარისხის არომატების მეფე: რისლინგი

ძნელად მოიძებნება მსოფლიოში ჯიში, რისლინგს რომ უწევდეს მეტოქეობას.

ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო დახვეწილი კულტურული ჯიშია. მას ყველა აფასებს, მრავალის წლის გამოცდილების და უდიდესი ალღოს მქონე სომელიეებიდან დაწყებული, ღვინის არცთუ ისე კარგად მცნობი მოყვარულებით დამთავრებული.

თავის მქუხარე სახელს ეს ჯიში უმადლის საკუთარ უნიკალურ, ცოცხალ, მრავალფეროვან და განუმეორებელ არომატებს.

რისლინგი საოცარი სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევა: მის ღვინოს ხომ 5-დან 10- წლამდე სჭირდება, სანამ თავის საუკეთესო გემოვნურ თვისებებს შეიძენდეს!

ყველაზე საუკეთესო და პრემიუმ კლასის ღვინოები ამ ჯიშისგან გერმანიაში დგება, კერძოდ კი, ბადენ-ვიურტემბერგში. აქ ღვინოს აქვს ძალიან სპეციფიკური თვისებები და მთელი გერმანიის მევენახეობის 20 % ამ ჯიშზე მოდის.

ბადენ-ვიურტემბერგის ჩრდილოეთით რისლინგის ვაზი შენდება გორაკების დამრეც ფერდობებზე, რათა ამგვარად ყურძენმა რაც შეიძლება მეტი სითბო მიიღოს გვიანი შემოდგომით.

თუმცა, განსაკუთრებით ოპტიმალური რისლინგისთვის ბადენ-ვიურტემბერგის სამხრეთია, სადაც რბილი კლიმატი შესანიშნავად მოქმედებს ღვინის ხასიათზე. მაგრამ მოზელიც საუკეთესო რისლინგს წარმოშობს.

ამერიკელი, ავსტრალიელი და ჩილელი მევენახეებიც ინტენსიურად აშენებენ ამ ჯიშს ბოლო პერიოდის მანძილზე, თუმცა, გერმანიას დღემდე მყარად უკავია რისლინგის ღვინოების მსოფლიო წარმოების 45 %-ზე მეტი.

საქართველოში ეს ჯიში ჯერ კიდევ სუსტად არის გავრცელებული, თუმცა ქართული რისლინგის ყურძნისგან დაყენებული და ბოთლებში ჩამოსხმული ღვინო გაყიდვაში აქა-იქ უკვე გვხვდება.

რისლინგს ძირითადად აქვს ვაშლის არომატი და ძალიან ცოცხალი მჟავიანობა. ამ ჯიშისთვის დამახასიათებელია არომატების და გემოს განსაკუთრებული მრავალფეროვნება, რაც ყოველთვის კონკრეტულად იმ მიწაზეა დამოკიდებული, სადაც ვაზი მოდის. მაგალითად, პფალცში მოდის მშრალი რისლინგი. უფრო სამხრეთით კი ღვინოს მოტკბო გემო აქვს.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რისლინგი დროთა განმავლობაში სულ უფრო უკეთეს გემოვნურ თვისებებს იძენს. თუმცა, არც ახლად დაყენებულია ცუდი.

ახლად დაყენებულ რისლინგს ციტრუსების სურნელი და გემო აქვს, ხოლო ძველს – უფრო სრული და დახვეწილი გემო და არომატები.

რისლინგი 5 წლის დაძველების შემდეგ ატმის და გარგარის არომატებსაც იძენს.

რისლინგის ფერთა პალიტრაც ძალიან მრავალფეროვანია, გამჭვირვალე ყვითელი ფერიდან დაწყებული მუქი ოქროსფრით და მწვანე ფერით დამთავრებული.

დავით ჩუთლაშვილი