მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების საიდუმლო

22 მარტი, 2019წ

გაზიარება

მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების საიდუმლო

მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების საიდუმლო

რატომ გააჩნია ზოგიერთი ჯიშის ყურძნის წვენს უნარი, გადაიქცეს ჯადოსნურ სითხედ, ხოლო ზოგი ჯიშის ყურძნისგან მიღებული სითხე აუტანელია დასალევად?

მკვლევარებმა სცადეს ამ შეკითხვაზე სათანადო პასუხი გაეცათ ღვინის დნმ-ის შესწავლის გზით.

ცოტა ხნის წინ სწორედ ამ მიზნით შეიკრიბნენ ფრანგი ენოლოგები და მიკრობიოლოგები, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ ლაბორატორიაში, რათა ღვინის გენური სტრუქტურა შეესწავლათ და მეცნიერული თვალსაზრისით მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელი პასუხებისთვის მიეგნოთ. 


დიდი ხანია, რაც ცნობილია, რომ მსოფლიოში ღვინის დაახლ. 1000-მდე არომატი არსებობს. რძემჟავას ბაქტერიები, მზის სხივები, ტანინები, ტერუარი – ეს ყველაფერი ზემოქმედებს ღვინოზე. ეს ჩვენ უკვე ვიცით, მაგრამ არსებითი პრობლემა იმაში მდგომარობს, რომ დნმ-ის დონეზე ჯერ კიდევ არ ვართ გარკვეულები ღვინის დაძველების მექანიზმებში. ამიტომ მეღვინეების დიდი ნაწილი ცრურწმენებით არის შეპყრობილი და სავსემთვარეობისას წურავს ყურძენს. ზოგი – ცდილობს, პასუხები მათთვის აქტუალურ კითხვებზე უძველეს ხელნაწერებში იპოვოს, თუმცა ეს ყველაფერი ძირითადად უსაფუძვლო ვარაუდებია. 

განსაკუთრებით დიდი იდუმალებით არის მოსილი ის, რაზეც ფრანგმა გენურმა ინჟინერმა, აქსელ მარშალმა გაამახვილა ყურადღება:

რატომაა, რომ ზოგიერთი ღვინო სიტკბოს უშუალოდ დადუღების პროცესში იძენს, მიუხედავად იმისა, რომ შაქარს არ შეიცავს? 

აქსელ მარშალი ვარაუდობს, რომ ამაში "დამნაშავეა" ერთი მოლეკულა.

მაგრამ რომელი მოლეკულა? 

ამაშია მთელი საიდუმლოი.

ამასობაში კი მეცნიერების მიერ ნივთიერებათა 6400-მდე შენაერთი იქნა აღმოჩენილი ფრანგულ მერლოში.  

აქედან 3500 შენაერთი მათთვის სრულიად უცნობი აღმოჩნდა. 

მაგრამ დღეისათვის ვიცით, რომ ძვირფას ღვინოებში არის დიდი ოდენობით ფენილეთილალკოჰოლი და y-დეკალაქტონი. სწორედ ეს ნივთიერებები ანიჭებენ ღვინოს ვარდის და ბლის არომატს, მაგრამ რატომ? რა მექანიზმებით?

ეს არავინ იცის. 

თუმცა, მეცნიერებმა უკვე ზუსტად დაადგინეს, რომ ტემპერატურული რეჟიმის მკვეთრი ცვლილება ყოველთვის გამანადგურებლად მოქმედებს ღვინოზე. ეს უახლესი აპარატებით განხორციელებულმა ყველა კვლევამ გვიჩვენა.

დასასრულისკენ უნდა ითქვას, რომ ღვინის სტრუქტურის დნმ-ის დონეზე შესწავლა წარმოუდგენლად შრომატევადი საქმეა და მეცნიერებს კიდევ მრავალი წლის მანძილზე მოუწევთ თავაუღებლივ მუშაობა, რათა დამაჯერებელი პასუხები გასცენ იმ შეკითხვების თუნდაც მცირე ნაწილზე, რაც დღემდე ბურუსით არის მოსილი.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

35
ჭაჭა მუხის კასრის

ჭაჭა მუხის კასრის

8.95
წინანდალი

წინანდალი

თეთრი მშრალი

21
კახური წარჩინებული

კახური წარჩინებული

თეთრი მშრალი

9.6
წინანდალი

წინანდალი

თეთრი მშრალი