ღვინის ღმერთები ანტიკურ ეპოქაში და საქართველო

15 მარტი, 2019წ

გაზიარება

ღვინის ღმერთები ანტიკურ ეპოქაში და საქართველო

ღვინის ღმერთები ანტიკურ ეპოქაში და საქართველო

ქრისტიანობამდე არსებული სამყარო უამრავ სხვა თავისებურებასთან ერთად იმითაც არის გამორჩეული, რომ მაშინდელ დროში მსოფლიოში არსებულ ზოგიერთ რელიგიას ღვინის საკუთარი ღმერთი ჰყავდა. ღვინის ეს ღმერთები ხშირად დაკავშირებულები იყვნენ განცხრომასთან, შვებასთან, სიცოცხლის სიხარულთან, სიყვარულსა და ნაყოფიერებასთან. უძველეს მითებში ამ ღმერთებს ხშირად აღწერდნენ ვაზის ფოთლებით და ყურძნის გვირგვინებით თავშემკულებს, რომელიმე სასოფლო-სამეურნეო (ძირითადად მევენახეობასთან დაკავშირებული) იარაღით ხელში, ღვინო კი მიჩნეული იყო ღვთაებრივ სითხედ, რომელიც ღმერთმა ადამიანებს უდიდესი წყალობის სახით უბოძა.

ამ მხრივ გამონაკლისი არც ანტიკური ეპოქის საქართველო გახლდათ. ჩვენს ქვეყანაში ღვინის ღმერთს აგუნას უწოდებდნენ. სწორედ აგუნა იყო მევენახეობა-მეღვინეობის წარმართული ქართული ღვთაება, რომლის საპატივცემულო რიტუალები საშემოდგომო და საახალწლო დღესასწაულებზე ეწყობოდა. ეს ღმერთი ქართულ ღვთაებათა შორის ძალიან საპატიო ადგილს იკავებდა, რაც ჩვენში ღვინის და ვაზის კულტურათა გამორჩეულ მნიშვნელობაზე მიუთითებს.

ძველ ბაბილონში ღვინის და ვაზის კულტურა დაკავშირებული იყო გილგამეშთან – ლეგენდარულ პიროვნებასთან, რომელიც მოგვიანებით ღმერთად შერაცხეს.

ძველ საბერძნეთში არათუ ვაზის და ღვინის კულტურა არსებობდა, არამედ ღვინო და ვაზი კულტურასთან იყო გაიგივებული ზოგადად. ანუ ძველი ბერძნები ამა თუ იმ ერის კულტურულობა-უკულტურობაზე იმის მიხედვით მსჯელობდნენ, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მას ვაზსა და ღვინოსთან.

ღვინო ძველ საბერძნეთში რელიგიური რიტუალების ჩასატარებლად გამოიყენებოდა, ხოლო ანტიკური ეპოქის ელადის ღვთაება დიონისე ნაყოფიერების და აღმაფრენის ღმერთი გახლდათ.

ბახუსი იყო ღვინის ღმერთი ძველ რომში. ბახუსი იგივე ადგილს იკავებდა რომაულ ღმერთთა შორის, რასაც დიონისე ძველ საბერძნეთში. მათი დანიშნულება და მნიშვნელობა ერთმანეთის იდენტური გახლდათ.

ბახუსი ასევე ძალიან ჰგავს ქართული პანთეონის ღვინის ღმერთს და შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ აგუნა, დიონისე და ბახუსი ერთი და იგივე ღვთაებაა სხვადასხვაგვარი სახელებით, რაც ძველქართული, ძველბერძნული და ძველრომაული კულტურების ძალიან მჭიდრო ურთიერთკავშირზე მიუთითებს. ამაში გასაოცარს ვერაფერს დავინახავთ, თუ გავიხსენებთ იმას, თუ რამდენად მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ძველად ჩვენს ქვეყანას ხმელთაშუაზღვისპირეთის უძველეს ცივილიზაციებთან. სწორედ ამ ურთიერთობის შემადუღაბებელი გახლდათ ღვინო და ვაზის კულტურა, რისი სამშობლოც არის საქართველო.

სწორედ ღვინო და ვაზი გვაკავშირებდა ჩვენ უძველესი ცივილიზაციის მატარებელ იმ სხვა ხალხებთან, რომლებმაც სამყაროს სიამოვნების მიღების კულტურა და პიროვნების თავისუფლების და დემოკრატიული წყობის ფასდაუდებელი იდეალები აჩუქეს.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

19
შამპანურის ჭიქა (2 ცალი სასაჩუქრე ყუთში)

შამპანურის ჭიქა (2 ცალი სასაჩუქრე ყუთში)

24.48
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

243.1
საფერავი რეზერვი 2010

საფერავი რეზერვი 2010