ღვინის ექსპორტის კუთხით საქართველო მოწინავე ქვეყნებს შორის აღმოჩნდა

05 თებერვალი, 2019წ

გაზიარება

ღვინის ექსპორტის კუთხით საქართველო მოწინავე ქვეყნებს შორის აღმოჩნდა

ღვინის ექსპორტის კუთხით საქართველო მოწინავე ქვეყნებს შორის აღმოჩნდა

მიუხედავად ვენახების და სავენახე ფართობების თვალშისაცემი სიმცირისა, საქართველო ექსპორტზე გატანილი ღვინის მოცულობის მიხედვით მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ხდება. ეს კარგია თუ ცუდი - ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა რეალობა ისაა, რომ ღვინის ყველაზე მსხვილ ექსპორტიორთა განახლებულ რეიტინგში საქართველომ მე-19 ადგილი დაიკავა, რაც აქამდე წარმოუდგენელი მაჩვენებელი იქნებოდა. ეს რეიტინგი "ღვინის ეკონომისტთა ამერიკულმა ასოციაციამ" (American Association of Wine Economists, AAWE) შეადგინა.

როგორც აღნიშნული ასოციაციის, ასევე საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით საქართველომ 2017 წელს ექსპორტზე მსოფლიოს 53 ქვეყანაში გაიტანა 76,7 მლნ ბოთლი (0,75 ლიტრი) ღვინო. 2018 წლის შედეგებით, ექსპორტი 13%-ით გაიზარდა და 86,2 მლნ ბოთლი შეადგინა. გასულ წელს ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 203 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 20%-ით მეტია.

გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ იგივე AAWE-ს მონაცემებით, საქართველოს ღვინის ექპორტმა 2017 წელს 171 მლნ დოლარი მოუტანა. აღნიშნულ რეიტინგში რა გასაკვირია, რომ პირველ ადგილზეა საფრანგეთი. მას ღვინის ექსპორტმა 10,2 მლრდ დოლარი მოუტანა. მეორე ადგილზე მყოფმა იტალიამ 6,7 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა, ხოლო მესამე ადგილზეა ესპანეთი – 3,2 მილიარდზე მეტი. სწორედ ამიტომაცაა უცნაური და დაუჯერებელი, რომ მცირე სავენახე ფართობების მქონე საქართველო ასეთ ქვეყნებს შორის აღმოჩნდა.

რაც შეეხება კვლევის ჩამტარებელი ორგანიზაცია - "ღვინის ეკონომისტთა ამერიკულმა ასოციაციას" – ეს გახლავთ არაკომერციული საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც საკმოდ ხშირად ატარებს ხოლმე ეკონომიკურ კვლევებს და ძალიანაა დიანტერესებული მსოფლიო მეღვინეობის სხვადასხვა სეგმენტით. ორგანიზაცია ასევე მუდმივად ცდილობს მეღვინეობის სფეროში ანალიზს და ხელს უწყობს ამ სფეროში იდეების გაცვლას, რაც ღვინის კულტურის განვითარებისათვის უდაოდ მნიშვნელოვანია.

ლევან სეფისკვერაძე

პოპულარული ღვინოები

10.8
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი

16.5
ახაშენი

ახაშენი

წითელი ნახევრად ტკბილი

39.9
ოჯალეში ქვევრი

ოჯალეში ქვევრი

წითელი მშრალი

9
მაესტრო ნახევრად ტკბილი

მაესტრო ნახევრად ტკბილი