რას ნიშნავს "ვიტის ვინეფერა" და როგორ გავრცელდა "ღვინის ცივილიზაცია"

04 თებერვალი, 2019წ

გაზიარება

რას ნიშნავს "ვიტის ვინეფერა" და როგორ გავრცელდა "ღვინის ცივილიზაცია"

რას ნიშნავს "ვიტის ვინეფერა" და როგორ გავრცელდა "ღვინის ცივილიზაცია"

როგორც იცით, ყველაზე პირველი დადასტურება ღვინის არსებობისა მიღებული იქნა საქართველოში. მკვლევრებმა აღმოაჩინეს ღვინის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, მოხატული ყურძნის მტევნების გამოსახულებით, დამზადებული ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6 ათასი წლის წინათ. ბოტანიკოსებმა მცირე აზიაში და ევროპაში არსებულ ვაზს დაარქვეს სახელი "ვიტის ვინიფერა" – ვაზი, რომელიც იძლევა ნაყოფს ღვინის წარმოებისათვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის მსოფლიოში კულტივირებული ჯიშების უდიდესი რაოდენობა (4 ათასამდე) მიღებული იქნა ვიტის ვინიფერასგან. არსებობს ვაზის კიდევ ერთი სახეობა – ვიტის ვინიფერა –, რომელიც 300 დასახელების ყურძნის ჯიშს აერთიანებს.

Image result for ვიტის ვინიფერა

მეცნიერულმა კვლევამ დაადგინა, რომ ზემოთაღნიშნული ორი სახეობის ჯიშების შეჯვარების შედეგად შემდგომში ევროპაში, აზიაში და ჩრდილო ამერიკაში გამოყვანილი იქნა ჰიბრიდები, რომლებიც ვინიფერას შესანიშნავი გემოვნებითი თვისებებით და ლაბრუსას სიცივის გამძლებით და დაავადებების მიმართ სიმტკიცით გამოირჩევიან. დღეისთვის საუკეთესო ღვინოები მიიღება ძირითადად ვინიფერას სახეობის ვაზის ჯიშებიდან.

 

ახალ წელთაღრიცხვამდე 1600 წლიდან ვაზის ინტენსიური გაშენება დაიწყეს ხმელთაშუაზღვის აუზის მიმდებაზე ტერიტორიაზე. აღნიშნულზე მეტყველებს ნახატიანი სასმისების აღმოჩენა ყოფილი მიკენისა და სპარტის მიდამოებში. ამასთან ძველ საბერძნეთში ღვინის `დასარბილებლად” დუღილის დროს უმატებდნენ ზღვის წყალს. ღვინო თანდათან ხდება ძირითადი მოხმარების სასმელი განსაკუთრებით დღესასწაულების დროს. ბერძენმა დამპყრობლებმა ვაზი და ღვინო შეიტანეს სირიაში, ეგვიპტეში, სიცილიაზე. ისინი ღვინის ღმერთში
(დიონისი) ხედავდნენ არა მხოლოდ მასწავლებელს, რომელიც ასწავლის ღვინის მომზადების ხელოვნებას, არამედ ადამიანის გაბრუებისა და შეშლილობის მდგომარეობამდე მიყვანის მრისხანე საშუალებასაც. 

ძველი ბურძნული ცივილიზაციის ჩასვენების შემდეგ ღვინის კულტი ნელ-ნელა გავრცელდა რომის იმპერიაში. იგი გახდა საზოგადოებრივი მაღალი სტატუსის, ვალუტის, სამკურნალო საშუალების სიმბოლო. ვერგილიუსი წერს, რომ ყურძნის ჯიშების რაოდენობა ზღვის ნაპირზე ქვიშის რაოდენობის ტოლი იყო.

ჩვენი წელთაღრიცხვის დაწყებიდან მეღვინეობა გიგანტური ნაბიჯებით იპყრობს ახალ ტერიტორიებს. შუა საუკუნეებში მეღვინეობას ძირითადად მონასტრებში მისდევდნენ. ცნობილია, ორმა არსებულმა მონასტრებმა (კლუნი და სიტი) ბურგუნდია გადააქციეს მეღვინეობის ცენტრად. ანალოგიური შეიძლება ითქვას ანტინორის და ფრესკობალდის ოჯახურ მეღვინეობაზე იტალიაში. 

პოპულარული ღვინოები

17.59
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი

9.9
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი

41.95
საფერავი რეზერვი

საფერავი რეზერვი

წითელი მშრალი

46.4
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი