ბაბუის დანატოვარი ცოლიკოურის მადლი

24 იანვარი, 2019წ

გაზიარება

ბაბუის დანატოვარი ცოლიკოურის მადლი

ბაბუის დანატოვარი ცოლიკოურის მადლი

ბოლო დროს სულ უფრო მეტი ქალი ინტერესდება მეღვინეობით, აშენებს ვენახს, უვლის და აყენებს ღვინოს. მირანდა ჩხეტიანი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშიდან არის. სკოლის დამთავრების შემდეგ სოფელში დარჩა და წინაპრების სახლში დღემდე მარტო ცხოვრობს, უვლის ეზო-კარს, საკუთარი ხელით დარგულ ცოლიკოურსა და ასევე ბაბუის დანატოვარ ვენახს. 

- სოფელში სანერგე მეურნეობა გაკეთდა და იქ დავიწყე მუშაობა, საიდანაც ანაზღაურების სახით 500 ძირი ვაზი წამოვიღე. ვიფიქრე, ფული დამეხარჯება-მეთქი და ჩემს მიწაზე თვითონ გავაშენე ვენახი. მერე 200ძირიც მივამატე და ახლა 700 ძირი მსხმოიარე ვაზი მაქვს. სანერგე "იუესაიდის" დაფინანსებით გაკეთდა. პროფესორები, მეღვინე-მევენახეები, სომელიეები ტრენინგებს გვიტარებდნენ, ასე რომ, სასწავლო კურსი გავლილი მაქვს. ბაბუა რაიონის დამსახურებული აგრონომი მყავდა და მისი ლიტერატურაც მაქვს შემორჩენილი, რომელსაც ვეცნობი. 

 

- მოკლედ, გადაწყვიტე მეღვინე-მევენახეობისთვის ხელი სერიოზულად მოგეკიდა.

- დიახ, და ღვინო ბოთლებშიც ჩამოვასხი. გაზაფხულზე ქვევრების გახსნასაც ვგეგმავ და მათ დამატებასაც. 

 

- სულ ცოლიკოური გაქვს გაშენებული?

- ტვიშში ამ ჯიშის გასახარებლად კარგი პირობებია. ბაბუაჩემის დანატოვარი ძველი ვაზიც ცოლიკოურია. 

ჩემი მეურნეობის ძირითადი მიმართულება ნატურალური და ბიომეურნეობის განვითარებაა. შხამქიმიკატები არ შემაქვს, მხოლოდ ნატურალური სასუქი. ასე მოწეული მოსავალი შეიძლება ცოტა იყოს, მაგრამ მირჩევნია, ბიოპროდუქტი მქონდეს. დავკრეფ, დავწურავ და როგორიც დადგება, დადგება. მიუხედავად იმისა, რომ ტვიშის ღვინოები ბუნებრივად ნახევრად ტკბილია, ახლა რაც მაქვს, მშრალი ღვინოა. წლეულს ეს კლიმატის ცვალებადობამ გამოიწვია - სწრაფად დადუღდა და მშრალი დარჩა.


რომ ვწურავ, ქვევრში ვაყენებ, ევროპული სტილით, ჭაჭაზე არა, თუმცა ახლა ვფიქრობ, სამომავლოდ ნაწილი ჭაჭაზეც დავაყენო და შევადარო - რომელი აჯობებს. 

 

- ახალგაზრდა ქალბატონი მარტო აუდიხარ საქმეს, თუ საოჯახო მეურნეობა გაქვთ და ოჯახის წევრები გეხმარებიან?

- გასხვლაში არავის ვრევ, მარტო ვუმკლავდები. მწვანე ოპერაციებს რომ ვეძახით, იმასაც მე ვატარებ. ჩემი ოჯახის წევრებიც - მშობლები და ძმა, მაშინ მეხმარებიან, როცა რაღაც მოსასწრებია, მაგალითად, ვაზის გამოფურჩვნა, ყვავილიდან ახალი ამონაყარების მოცილება. 

ბაბუის დანატოვარი ცოლიკოურის მადლი

 

განაგრძეთ კითხვა

პოპულარული ღვინოები

34.95
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი

18
ნაფარეული

ნაფარეული

წითელი მშრალი

14.95
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი