როგორ შევუხამოთ გერმანული შნიცელი კახურ საფერავს

10 იანვარი, 2019წ

გაზიარება

როგორ შევუხამოთ გერმანული შნიცელი კახურ საფერავს

როგორ შევუხამოთ გერმანული შნიცელი კახურ საფერავს

შნიცელი უძველესი გერმანული კერძია, რომელიც მთელს მსოფლიოში გახდა პოპულარული და ჩრდილოეთის ქვეყნების კულინარიის ერთ-ერთ შედევრად ითვლება. წარმოგიდგენთ გერმანული შნიცელის კლასიკურ რეცეპტს, რომელიც ღორის ხორცისგან მზადდება და ქართულ კერძებზე მიჩვეულ გურმანებს წესით ძალიან უნდა მოეწონოთ. შნიცელთან ხარისხოვანი ღვინის შეხამება არამხოლოდ სასურველი, ერთგვარად აუცილებელიც კია.

ინგრედიენტები:

ღორის ხორცი - 300 გ;
ფქვილი;
კვერცხი - 1;
საფანელი;
ლიმონი;
მარილი და პილპილი.

მომზადების წესები:

ხორცი დაჭერით 1 სმ სისქის ნაჭრებად. წაუსვით მარილი და პილპილი, გადააფარეთ კულინარიული ცელოფანი და დაბეგვეთ. ხორცის ნაჭერი უნდა გაბრტყელდეს და სიგანეში გავიდეს. 

ამოავლეთ ჯერ ფქვილში, შემდეგ ათქვეფილ კვერცხში, ბოლოს საფანელში. შეწვით ბლომად ცხელ ზეთში, ტაფაზე ან ფრიტიურში.  გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად. 

სუფრასთან მიიტანეთ ლიმონის ნაჭერთან ერთად, რომელსაც მირთმევის წინ მოასხურებთ - ძალიან უხდება.

გერმანულ შნიცელს კახური საფერავი შეეხამება

ღვინის შეხამება:

კლასიკურ გერმანულ შნიცელს ქართული ღვინოებიდან განსაკუთრებით კარგად კახური საფერავი შეეხამება. საფერავი ჩვენი წითელი მშრალი ღვინოებიდან უდავოდ გამირჩეული და განსაკუთრებით პოპულარულია. საფერავს ძალიან არ უხდება ჩაციება და სასურველი იქნება, თუკი შნიცელთან შეხამების დროსაც გაითვალისწინებთ ამას და ღვინოს არ ჩააციებთ. ზოგადად, კენკროვანი ხილის არომატებით სავსე საფერავი ღორის ხორცისგან მომზადებული კერძების საუკეთესო მეწყვილეა და გამონაკლისი არც გერმანული შნიცელი უნდა იყოს.ALLWINE.GE-ს ღვინის ინტერნეტ-მაღაზიიდან, უგემრიელეს შნიცელთან შესახამებლად კომპანია "კახური"-ს 2005 წლის მოსავლის "საფერავი რეზერვი"-ს , "კორინთელის მარნის" 2017 წლის მოსავლის ხაშმის საფერავს და "GVino"-ს ასევე 2017 წლის მოსავლის საფერავს გირჩევთ.

ტექსტში გამოყენებულია რეცეპტი პორტალიდან: gemrielia.ge.

პოპულარული ღვინოები

16.5
შაბო შარდონე

შაბო შარდონე

თეთრი მშრალი

8.4
ალაზნის ველი

ალაზნის ველი

თეთრი ნახევრად ტკბილი