სად მდებარეობდა ღვინის პირველი საწარმოები საქართველოში

27 დეკემბერი, 2018წ

გაზიარება

სად მდებარეობდა ღვინის პირველი საწარმოები საქართველოში

სად მდებარეობდა ღვინის პირველი საწარმოები საქართველოში

მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში რუსეთის ბაზარი ვერ ეგუებოდა კახური ტიპის ღვინოს. ჩვენი მეღვინეობის ევროპულ წესზე გადასვლა დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. იმ დროს მეფის რუსეთის იმპერიაში შიდა ბაზარზე მოსწონდათ ფრანგული იმპორტული ღვინოები. ეს იმპორტი 10 მილიონ დეკალიტრს უდრიდა. კახური ღვინის ბაზარი კი ძირითადად თბილისით იყო შემოფარგლული. XIX საუკუნეში მთავარ ამოცანად ითვლებოდა იმპორტული ღვინოებისაგან თავის დაღწევა.


 XIX საუკუნეში მწარმობელი კლიენტს სირაჯის მეშვეობით უკავშირდებოდა. აღმოსავლეთ საქართველოში სირაჯები, ხოლო დასავლეთ საქართველოში ჩალანდრები აყალბებდნენ ღვინოს. სირაჯები გაერთიანებული იყვნენ საამქროში, რომელთაც ხელმძღვანელობდა სირაჯმაში. ერთი სირაჯი მეორის უბანში არ იჭრებოდა. ამრიგად, გაერთიანებაში მოქცეული სირაჯები უპირისპირდებოდნენ შეუკავშირებელ მწარმოებლებს. საქმეს ვითომ უშველა მევენახეობა-მეღვინეობის კოოპერაციული ამხანაგობების ჩამოყალიბებამ: “კავშირი-კავშირი”, “საერო”, “კახეთი”, “იმერეთი”, “ხვანჩკარა და სხვა. ეს ამხანაგობები გაერთიანდნენ მსხვილ უწყებად “საქართველოს ღვინოს” სახელწოდებით.

პირველი წარმოება რუისპირში (კახეთი) ჩამოყალიბდა გერმანელ ლენცის მიერ. ეს იყო 1830 წელს. იგი ამზადებდა როგორც ნახევრადტკბილს, ისე ცქრიალა (შამპანურ) ღვინოს. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ქართული ღვინოები ევროპას პირველად ი. მარმა გააცნო. ეს იყო სოფელ იანეულში (გურია) დაყენებული ღვინო. გურიაში მას მარის ღვინოს ეძახდნენ. ქუთაისში 1884 წელს პრინც კონსტანტინე ოლდენბურგსკიმ გააფართოვა და გაადიდა ვინმე ფრანგ შოტესაგან. შესყიდული ღვინის სარდაფი შამპანური წარმოებისა და წლიური გამოშვება 2000 ბოთლიდან 60000 ბოთლამდე აიყვანა. მარახოზ ღვინომასალებს იგი იძენდა ცხინვალში მაჩაბლისგან. (2000 ვედროს) და ბაღდადის რაიონის ზედა სოფლებში (ზედა დიმი, ზეგანი, საკრაულა, კიკნაველეთი). აღნიშნულმა წარმოებამ 1917 წლამდე იარსება.

ანახოვმა ვარციხეში 1908 წელს ცქრიალა ღვინის წარმოებას ფართო მასშტაბი მისცა. ამტარუნარიანობა უდრიდა 250000 ბოთლს. ცქრიალა ღვინის გარდა იგი უშვებდა აგრეთვე კონიაკისა და სუფრის ღვინოს მარკეტ “აფხაზური”. 1900 წელს პარიზის გამოფენაზე ტიებოს მიერ წარდგენილ ალადასტურის ღვინომ “ვიქტორიას” მარკით ოქროს მედალი მიიღო.
 

1907 წელს საუფლისწულო უწყება შამპანურ ღვინომასალებს მუხრანიდან აბრ აუდიურსოში გზავნიდა. ვაჭევში მან სპეციალურად გააშენა 7 ჰა პინო, დიმში კი – 40 ჰა. ქუთაისის ბაზარზე გამოდიოდა ნახევრადტკბილი ღვინო "ხვანჩკარას" სახელწოდებით. მწარმოებელი იყო ყიფიანი, ხოლო ხონის ბაზარზე ზუბ-ოყურეშის ღვინო ცნობილი იყო მანდარიას ღვინის სახელწოდებით. მათ პირველად გამოავლინეს ხალხური ტექნოლოგია. ქართული ღვინოების პოპულარიზატორად ბაგრატიონ-მუხრანელი ითვლება. კახური ტიპის ღვინო გამოავლინა ზაქარია ჯორჯაძემ (სოელი. ენისელი და საბუე). ამ საქმეში დიდი ღვაწლი მიუძღვის ასევე ავერკინს, რომელმაც კახეთში 38 წელი დაჰყო, მას შეგროვილი ჰქონდა მდიდარი კოლექცია და მანვე პირველად აღწერა ამპელოგრაფიულად კახური ჯიშები. 

პოპულარული ღვინოები

9
მაესტრო ნახ/ტკბილი

მაესტრო ნახ/ტკბილი

ნახევრად ტკბილი

150
გეორგიკა საფერავი

გეორგიკა საფერავი

წითელი მშრალი ღვინო

23.4
რქაწითელი ქვევრის

რქაწითელი ქვევრის