ძველებური გოზინაყი ჩირით რაჭულ "ხვანჭკარასთან" ერთად

27 დეკემბერი, 2018წ

გაზიარება

ძველებური გოზინაყი ჩირით რაჭულ "ხვანჭკარასთან" ერთად

ძველებური გოზინაყი ჩირით რაჭულ "ხვანჭკარასთან" ერთად

წინათ გოზინაყს ამ სახითაც ამზადებდნენ. იყენებდნენ სხვადასხვა ჩირს: გარგრის, ლეღვის, შეგვიძლია ქიშმიშიც დავამატოთ. ნიგვზის ნაცვლად ამ რეცეპტში თხილი და ნუში გამოიყენება. მნიშვნელოვანია თაფლის ხარისხი, ის უნდა იყოს ნატურალური და თხევადი. რაც შეეხება ღვინოს - უგემრიელეს გიზინაყს წითელი ნახევრადტკბილი ღვინო შეეხამება.
 
ინგრედიენტები:

თაფლი - 300 გ;
ნუში და თხილი - 100 გ;
ლეღვის ჩირი - 200 გ.

მომზადების წესი:

ჩირეული არ უნდა დავალბოთ, თორემ პროპორციები დაირღვევა. ლეღვის ან გარგრის ჩირი ძალიან მშრალი არ უნდა იყოს, შევარჩიოთ რბილი და შედარებით "წვნიანი".

ჩირი და თხილეული საშუალო ზომაზე დავჭრათ. თაფლი ჩავასხათ ქვაბში ან ტაფაში და მივიყვანოთ ადუღებამდე, შემდეგ ცეცხლს დავუწიოთ და ცოტა ხანს ვადუღოთ, თაფლმა მოცულობაში უნდა დაიკლოს. ჩავყაროთ ნუში, თხილი, ჩირი და 5 წუთი დაბალ ცეცხლზე დავტოვოთ, თან ვურიოთ.

შემდეგ როგორც ჩვეულებრივ გოზინაყს, ისე  გადავიტანთ ბრტყელ თეფშზე ან დაფაზე, გავასწორებთ, შევაგრილებთ და დავჭრით.

ჩირიან გოზინაყს რაჭული "ხვანჭკარა" შეეხამება

ღვინის შეხამება:

ჩირიანი გოზინაყი ცხადია საახალწლო დესერტია და ამგვარი ტიპის ტკბილეულთან ლეგენდარული ნახევრადტკბილი რაჭული ღვინო "ხვანჭკარა" საუკეთესო წყვილს შექმნის. ორი ძველი რაჭული ვაზის ჯიშის - ალექსანდროულისა  და მუჯურეთულის შეკუპაჟებით მიღებული ეს ცნობილი ღვინო ასევე ძალიან კარგი იქნება სხვა საახალწლო ტკბილეულთანაც. მაგალითად თათარასთან, ჩურჩხელასთან ან შაქარმოყრილ მოხარშულ გოგრასთან. ნახევრადტკბილი ღვინის ბოთლში წარმოება ჩვენში სულ რაღაც 150 წელია რაც დაიწყო, თუმცა დღეს საკმაოდ პოპულარულია და მას განსაკუთრებით ქალბატონები აფასებენ.
ჩვენი ღვინის მრავალფეროვანი ინტერნეტ-მაღაზიიდან, ჩირიან გოზინაყთან შესახმებლად ტყეშელაშვილების ღვინის მარანის" 2018 წლის მოსავლის "ხვანჭკარას, "შატო ნეკრესის" 2016 წლის მოსავლის "ხვანჭკარას" და კომპანია "ხარებას" ასევე 2016 წლის მოსავლის "ხვანჭკარას" გირჩევთ.

ტექსტში გამოყენებულია რეცეპტი პორტალიდან: gemrielia.ge.

პოპულარული ღვინოები

9.85
ალაზნის ველი წითელი

ალაზნის ველი წითელი

წითელი საშუალოდ ტკბილი

18.3
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი