ტერმინები, რომლებიც პორტუგალიური მეღვინეობის შესახებ უნდა ვიცოდეთ

24 დეკემბერი, 2018წ

გაზიარება

ტერმინები, რომლებიც პორტუგალიური მეღვინეობის შესახებ უნდა ვიცოდეთ

ტერმინები, რომლებიც პორტუგალიური მეღვინეობის შესახებ უნდა ვიცოდეთ

პორტუგალია ევროპული მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი და საინტერესო მხარეა, სადაც საუკუნეების მანძილზე ამზადებდნენ სხვადასხვა სახის სრულიად განსხვავებულ და მრავალმხრივ ღვინოებს. თუმცა, პორტუგალიამ მსოფლიო მეღვინეობას თავი ყველაზე მეტად მაინც ლეგენდარული შემაგრებული ღვინით, პორტვეინით გააცნო, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით არა მეღვინეებმა, არამედ მოგზაურებმა მოიგონეს, სასმელი უფრო ძლიერი რომ ყოფილიყო, მეზღვაურებს ყოფნოდათ და შორი საზღვაო მოგზაურობების დროს, გემზე დალაგებულ კასრებში ნაკლები ადგილი დაეკავებინა.

ევროპელმა ღვინის მოყვარულებმა კარგად იციან ღვინოსთან და მეღვინეობასთან დაკავშირებული რამდენიმე პორტუგალიური ტერმინი. ეს ტერმინები დღეს მრავალ ქვეყანაში გამოიყენება და ალბათ საინტერესო იქნება ქართველი ღვინის მოყვარულებისთვისაც.

პორტვეინი (Port) - შემაგრებული ტკბილი ღვინო პორტუგალიის დუოროს რეგიონიდან. პორტვეინის სახეობებია: ბოთლებში გვიან ჩამოსხმული, ლალისფერი, დაძველებული. პორტვეინი ტკბილი სასმელია და ჩვეულებრივ მიირთმევა სადილის შემდეგ, როგორც სადესერტო ღვინო. პორტვეინის ყველა სახეობა მზადდება პორტვეინის სახლების მიერ. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, პორტვეინის სახლების უმრავლესობას ბრიტანელები ფლობენ.

მოსავლის პორტვეინი (Vintage Port) - პორტუგალიური ძალიან კარგი ახალგაზრდა პორტვეინი, რომელიც ახალგაზრდავე ისხმება ბოთლებში, რის შემდეგაც მარანში ხანგრძლივ შენახვას საჭიროებს (8-დან 40 წლამდე). ამ ხნის მანძილზე მას სჭირდება  გადაღება.

კავა (Cava) - შამპანურის ტექნოლოგიით დამზადებული პორტუგალიური და ესპანური შუშხუნა ღვინო, რომელიც იმავე ბოთლებში იყიდება, რომლებშიც გაიარა მეორადი დადუღების პროცესი. ესპანურად ეს ტერმინი ნიშნავს აგრეთვე მარანს, სადაც ძველდება ღვინოები.

მადეირა (Madeira) - მდიდარი, თეთრი, შემაგრებული შერის მსგავსი ღვინო, რომელიც თავდაპირველად  იწარმოებოდა პორტუგალიის იმავე სახელწოდების კუნძულზე, დასავლეთ აფრიკის სანაპიროსთან. მადეირას ყველაზე მნიშვნელოვანი სახეობებია: სერიალი, რეინვოთერი (“წვიმის წყალი”), ბოალი (ან ბუალი) და მალმსეი. ეს უკანასკნელი შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც აღმაგრზნებელი საშუალება.

მადერიზაცია (Maderization) - პროცესი, რომელის დროსაც თეთრი ღვინოები სუსტდება და მუქდება ზედმეტი დაძველების, ან ცუდი შენახვის გამო. ტერმინი ნასესხებია ღვინის სახელწოდებიდან “მადეირა”, რადგან ეს ღვინო მუქი ფერისაა.

ბოთლის დაავადება (Bottle Sickness) - უჩნდება ღვინოს მისი ბოთლებში ჩამოსხმისას ან გადაზიდვისას და გამოიხატება ღვინის დასუსტებაში ან ორჟანგის გემოში, რომელიც გოგირდის დაბალი შემცველობითაა გამოწვეული. თუ ღვინო კარგად არის შენახული, ეს გემო დაახლოებით ორ-სამ კვირაში გაქრება.

მუხა (Oak) - ყველაზე პოპულარული ხე პორტუგალიური კასრების დასამზადებლად. კასრში დაძველების შედეგად ღვინო იწოვს მუხიდან ტანინებს და იძენს განსაკუთრებულ გემოს.

გარაფეირა (Garrafeira) - პორტუგალიურად ღვინის მარანს ნიშნავს. ღვინის ეტიკეტზე ეს ტერმინი ნიშნავს ღვინოს პორტუგალიიდან, რომელიც სულ მცირე ორი წლის განმავლობაში ძველდებოდა ხის ჭურჭელში, ერთი წელი კი – ბოთლში, და გამოიყენება საუკეთესო ხარისხის პორტუგალიური ღვინოების აღსანიშნავად.

მარცვლის მოცლა - ყურძენს მარცვლებს აცლიან დაკრეფამდე. ეს პროცედურა მთლიანობაში ამცირებს  მოცულობას, მაგრამ იძლევა საკმაოდ ხავერდოვან და ნაზ ღვინოს. ამ ხერხს ყვავილობის დროსაც მიმართავენ ხოლმე, ოღონდ, მხოლოდ თეთრი ყურძნისათვის

პოპულარული ღვინოები

21.6
ჭაჭა რქაწითელი

ჭაჭა რქაწითელი

9.2
წინანდალი

წინანდალი

თეთრი მშრალი