როგორ უნდა დავლიოთ ღვინო, რომ მისი გემო და არომატი სრულყოფილად შევიგრძნოთ - დაგემოვნების საიდუმლო

26 იანვარი, 2017წ

გაზიარება

როგორ უნდა დავლიოთ ღვინო, რომ მისი გემო და არომატი სრულყოფილად შევიგრძნოთ - დაგემოვნების საიდუმლო

როგორ უნდა დავლიოთ ღვინო, რომ მისი გემო და არომატი სრულყოფილად შევიგრძნოთ - დაგემოვნების საიდუმლო

ღვინის გასინჯვა, პირველ ყოვლისა, ღვინის სურნელის გაცნობით უნდა დავიწყოთ. ღვინის სურნელს შეუძლია მოგვაწოდოს ღირებული ინფორმაცია ყურძნის ჯიშის, ღვინის წლოვანების, მისი სტილის და თვით წარმოშობის რეგიონის შესახებაც კი.

ღვინის ყნოსვითი აღქმა ძალიან ადვილია და ნებისმიერს შეგიძლიათ. ბოკალს ოდნავ შეანჯღრევთ, მიიტანთ ცხვირთან და ჩაისუნთქავთ. არომატის სიძლიერე თქვენს მიერ მიღებული შთაბეჭდილების პირდაპირპროპორციულია. ღვინოში უამრავი სურნელის შეცნობაა შესაძლებელი ტროპიკული ხილის სურნელით  დაწყებული, ტყავისა  და სიგარის სუნით  დამთავრებული. ზოგისთვის უფრო ადვილია სურნელის აღქმა, თუმცა ხშირი პრაქტიკა დახვეწს ყნოსვითი აღქმის უნარს. 

სანამ ღვინოს დალევდეთ, სასურველია იცოდეთ, რომ ღვინის დაგემოვნებისთვის საჭიროა, პირში ღვინის დაყოვნებულ ერთ ყლუპს ჰაერიც მიაყოლოთ. ამ გზით ღვინის არომატაული კომპონენტები ჰაერის ნაკადით წარიტაცება და მათი შეგრძნებაც მძაფრდება. ადამიანს შეუძლია  4 სხვადასხვა გემოს აღქმა: მჟავიანობის - ენის გვერდითა კიდეებზე, სიტკბოს - ენის წვერზე, მარილიანობის - ენის გვერდებსა და ენის წინა ნაწილში, და სიმწარის ენის უკანა ნაწილში.

რაც შეეხება ზედმეტ ალკოჰოლს და სხვა აქროლად კომპონენტებს, მათი შეგრძნება მძაფრია ყელის უკანა ნაწილში. პროფესიონალური დეგუსტაციის დროს,  მას შემდეგ, რაც შესვამთ ან გადმოღვრით ღვინოს, შესაძლებელია იმის განსჯა, თუ რამდენად არის დაბალანსირებული ზემოთ აღნიშნული კომპონენტები ერთმანეთთან. ხარისხიან  ღვინოში მისი ყველა საგემოვნო და სურნელოვანი მახასათებლები ერთმანეთთან ჰარმონიულადაა შერწყმული.  რაც უფრო ხანგრძლივად გრჩებათ ღვინის ამგვარი გემო, მით უკეთესი ხარისხისაა იგი.

პოპულარული ღვინოები

18
მუკუზანი

მუკუზანი

წითელი მშრალი

119
რქაწითელი ქვევრისა & კასრისა

რქაწითელი ქვევრისა & კასრისა

თეთრი მშრალი

19.95
მუკუზანი

მუკუზანი

წითელი მშრალი