მცენარე ვაზი უფრო ძველია, ვიდრე თვით კაცობრიობა

26 ნოემბერი, 2018წ

გაზიარება

მცენარე ვაზი უფრო ძველია, ვიდრე თვით კაცობრიობა

მცენარე ვაზი უფრო ძველია, ვიდრე თვით კაცობრიობა

ვაზის ისტორია უძველეს ხანიდან მიმდინარეობს. პალეონტოლოგიური მონაცემებით ეს მცენარე ადამიანს წინა გეოლოგიურ პერიოდებიდან (ცარცის, მესამეული) მემკვიდრეობით გადაეცა, ამდენად, იგი რამდენიმე ათასეული წლით უფრო ძელია, ვიდრე თვით კაცობრიობა. ამის დასტურს ქვემო ქართში აღმოჩენილი კულტურული ვაზის წიპწები და ვაზის ფოთლებისა და ხუნწკლების ქვაზე ანაბეჭდი იძლევა, რომელიც აღმოჩენილი მდინარე არაქსის ხეობაში.
 

ვაზისკულტივაციის მიზეზი ღვინო იყო და არა ყურძენი. ეს მოსაზრება დასტურდება იმით, რომ გარკეული ვაზის ნაყოფი შედარებით ცუდი საჭმელია, მისგან დაყენებული ღვინო კი საკმაოდ კარგი ხარისხისაა, განსაკუთრებით სამხრეთში. ამითვე უნდა ავხსნათ საღვინე ყურძნის ჯიშების უძველესობა. რაც შეეხება საჭმელ ყურძენს, იგი მერმინდელი წარმოშობისაა, თარიღდება ისლამის დროიდან. საღვინე ყურძნის ჯიშების სელექცია წარსულში წარმოებდა არა გარეგნული ნიშნებით, არამედ ღვინის ხარისხის მიხედვით. საერთოდ, ჯიშთა მიგრაცია აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ხდებოდა

როგორც იცით , საქართველო ითვლება მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ერთ-ერთ უძველს კერად, ამას მოწმობს ენოლოგიური ხასიათის მოთხრობები, არქეოლოგიური გათხრები, ლინგვისტიკური ანალიზი, ტოპონიმიკური მონაცემები, ქართული ვაზის ჯიშთა სიმრავლე, სინონიმიკა, რიტუალი ფოლკლორი, ამიერკავკასიისა და წინა აზიის ხალხთა ანტიკურობა, უცხო და ქართველ მკვლევართა გამოთქმები და ეკოლოგიური გარემო, რომელშიაც ვაზი ხარობს.

აღსანიშნავია მითი არგონავტებზე. ეს მითი გვაგებინებს, რომ შორეულ წარსულში (III ს. ჩ. წ. აღრიცხვამდე) დასავლეთ საქართველოში ხეები დაბურული იყო ვაზით და ცქრიალა ღვინო სჩქეფდა. არქეოლოგიური გათხრების დროს თრიალეთის სამარხებში ნახულ იქნა ბრინჯაოს ხანის სასხლავი დანები, ღვინის სასმისები (კათხები) და ამფორები. როგორც ისტორია მოგვითხრობს, წინა აზიის ტომებმა_ჩვენმა მონათესავე ბასკებმა გარკვეული კულტურა შეიტანეს პირინეის(იბერიის) ნახევარკუნძულზე, პელაზგებმა_საბერძნეთში და ეტრუსკებმა-რომში. ამჟამად ეს ენები მკვდარი ენებია.

ლინგვისტიკური ანალიზი საშუალებას გვაძლევს გადავშალოთ 4000-5000 წლის ისტორიის ფურცელი, სახელდობრ სიტყვა “ყურძნის” დიალექტურ ფორმად “ყურძენი” ითვლება, ჩვენი შორეული წინაპრის_ურარტუს ენით “ულდენი” ვენახს ნიშნავდა  საყურძნე ძველ ქართულში ვაზის ბაღის მნიშვნელობით იხმარებოდა . ამდენად, ამ სიტყვის ეტიმოლოგია ვაზის კულტურის უძველესობის მაუწყებელია. ვაზის უძველესობას ჩვენს ქვეყანაში ზოგი ყურძნის ჯიშის სახელწოდებაც მოწმობს. მაგალითად, მეგრულ ოჯალეშის სინონიმად ითვლება “სვანური”ანუ “შონური”. ამ სინონიმის ეტიმოლოგიის შესწავლამ დაგვარწმუნა, რომ შორეულ წარსულში სვანებს ეჭირათ როგორც აფხაზეთის, ისე ეგრისის მთისპირა ზონა და ლეჩხუმის ნაწილიც, სადაც მაღლარები იყო გავრცელებული.  სვანების იქ ყოფნის ნიშნად ოჯალეშს შერჩა სახელწოდება “სვანური”, ანუ “შონური”.
 

რომაელი მწერალი პლინიუს II ჩ. წ. აღრიცხვის I საუკუნეში წერდა: ”კავკასიონის ქედიდან სვანების მიწა-წყალზე ჩამოდის მდინარე ხობი”. აქედან დასკვნა: ”სვანურს” 20-21 საუკუნის ისტორია ჰქონებია. ვაზის უძველესობას საქართველოში სხვა ჯიშების სახელწოდებაც მოწმობს. მაგალითად, ძველშავის თავდაპირველი სახელწოდება ძელშავი იყო. ეს იმ დროის ტერმინია, როცა ძელი მოუჭრელ ხეს ნიშნავდა, ახლა კი იგი
მოჭრილის მაუწყებელია. ამრიგად, ძელშავი ხე შავს ნიშნავდა (ძელქვა_ხექვა). მას მუშა ვაზს მიხაკის ფერიაქვს. შემდეგ, როცა ძელმა დაკარგა მოუჭრელი ხის მნიშვნელობა, სიტყვა ძელშავი ძველშავად იქცა.

პოპულარული ღვინოები

11.5
რეზერვი ნახევრადტკბილი

რეზერვი ნახევრადტკბილი

15.6
კაბერნე სოვინიონი როზე

კაბერნე სოვინიონი როზე