დაიხურება თუ არა რუსული ბაზრის კარი ქართული ღვინისთვის?

05 ნოემბერი, 2018წ

გაზიარება

დაიხურება თუ არა რუსული ბაზრის კარი ქართული ღვინისთვის?

დაიხურება თუ არა რუსული ბაზრის კარი ქართული ღვინისთვის?

ისტორია მეორდება -  რუსეთში ქართულ ღვინოს ისევ იწუნებენ და კვლავ ჩნდება საფრთხე, რომ ქართულ ღვინოზე რუსეთში ახალი ემბარგო დაწესდეს.12 წლიანი პაუზის შემდეგ რუსეთის სანიტარულ სამსახურს ქართული ღვინის მიმართ კითხვები გაუჩნდა

როგორც იცით, "როსპოტრებნადზორის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად წლის პირველ ნახევარში რუსეთში საქართველოდან აუცილებელი მოთხოვნების შეუსაბამო პროდუქციის შეტანის მცდელობა აღიკვეთა. ზედამხედველობის ფედერალური სამსახური, მომხმარებელთა უფლებების და მათი კეთილდღეობის დაცვის მიზნით, საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში შესული ალკოჰოლური ნაწარმოების ხარისხს ამოწმებს.

2018 წლის პირველ ნახევარში გამოვლინდა ალკოჰოლური ნაწარმის პარტია, რომელიც რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობას და ტექნიკურ რეგლამენტს არ შეესაბამებოდა. აღნიშნული პროდუქციის პარტია, რომლის საერთო მოცულობა 16 ათას ლიტრს წარმოადგენდა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ დაუშვეს. ამოღებული პროდუქციის ხარისხის ანალიზი, წარმოების ტექნოლოგიის დარღვევაზე მიუთითებს, როგორც მწარმოებლების, ასევე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან.

2006 წლამდე ქართული ღვინის მთავარ საექსპორტო ბაზარს რუსეთი წარმოადგენდა, თუმცა შემდეგ პოლიტიკური მიზეზების გამო და სანიტარული ნორმების შეუსაბამობის საბაბით რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტი აკრძალა. ვითარება 2013 წელს შეიცვალა. 2018 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით სულ ექსპორტირებულია 38.2 მილიონი ბოთლი ღვინო, საიდანაც 62.8% -24 მილიონი ბოთლი რუსეთშია გატანილი.

ამ დროს კი, საქართველოში რაკი ღვინოზე მოთხოვნა გაიზრდა, ახალი ვენახების გაშენებაზე უკვე ბევრი გლეხი თუ ღვინის კომპანია საუბრობდა. ძველი ვენახების დიდი ნაწილი ამორტიზებულია და საჭირო რაოდენობისა და ხარისხის მოსავალს ვეღარ იძლევა. ამიტომ, თუკი რუსეთის ბაზარი გაფართოვდება და ამას ბანკებიდან იაფი კრედიტების მიღების შესაძლებლობაც დაემატება, ისინი ახალ ვენახებს აუცილებლად გააშენებენ. გლეხების თქმით, გასაღების ბაზრის არსებობის შემთხვევაში, ასეთი რისკის გაწევა ნამდვილად ღირს.

მევლუდ კახაბრიშვილი, გორის რაიონის სოფელ შავშების მკვიდრი:

,,ადრე ჩვენი სოფელი მოსავლიანობითა და ხილით იყო განთქმული. მერე, როცა კოლმეურნეობა დაიშალა, სარწყავი წყლის მილები მოიპარეს და ჯართში ჩააბარეს, დავრჩით სარწყავის გარეშე და გადაგვიხმა მთელი ბაღები. ცოტა ხნის წინ დაგვპირდნენ, ახალ სარწყავს გაგიკეთებთო, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა. მერე გვითხრეს,  ქართლში ახალი საწარმოები იხსნება, თქვენ მარტო ყურძენი მოიყვანეთ და ჩვენ ყველაფერს ჩავიბარებთო. ეს ტყუილი ბევრმა დაიჯერა და დიდი წვალებით მაინც გააშენეს ახალი ვენახები. ზოგიერთმა სარწყავი წყალი მდინარიდან სულ მანქანებით ზიდა, ბაღები და ვენახები რომ გადაერჩინა. მერე რა მოხდა?! ყურძენი მაინც არავინ ჩაიბარა და დავრჩით ეგრე უპატრონოდ. რუსეთის ბაზრის გახსნა ყველა ქართლელს უნდოდა. ადრე განა ყველა გლეხს გაჰქონდა რუსეთში ვაშლი თუ ღვინო? მოდიოდნენ დიდი ტრაილერით ხან ოსები, ხან თბილისელი ბიჭები და ისინი ყიდულობდნენ გლეხებისგან და იმათ გაჰქონდათ. ისინიც ფულს შოულობდნენ და ჩვენებურებიც კმაყოფილები იყვნენ“.

ჯერ კიდევ 2013 წელს, როდესაც რუსული ბაზარი ქართული ღვინისთვის გაიხსნა, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა: „რუსეთში უყვარდათ და უყვართ ქართული ხილი და ღვინო, ანუ ნამდვილი ქართული ხილი და  ღვინო. საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის დაკავებული ბაზრების გახსნით“.

ჩვენთან საუბარში ქართველი გლეხები ამბობენ, რომ მათთვის მთავარია, რუსეთთან მოლაპარაკებები კარგად, ანუ ბაზრის არდახურვით დასრულდეს და ყურძნის ან ღვინის გაყიდვა შეძლონ.

პოპულარული ღვინოები

14.9
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

22.5
ალაზნის ველი წითელი

ალაზნის ველი წითელი

წითელი ნახევრად ტკბილი

11.95
მწვანე

მწვანე

თეთრი მშრალი