როგორი სავენახე ნიადაგებია კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში

02 ნოემბერი, 2018წ

გაზიარება

როგორი სავენახე ნიადაგებია კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში

როგორი სავენახე ნიადაგებია კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში

საქართველოში წარმოებული ყურძნისა და ღვინის დაახლოებით 70% კახეთზე მოდის. კახეთის მხარეში სამრეწველო ვენახების ქვეშ გავრცელებულია ყავისფერ, მდელოს ყავისფერ, რუხი-ყავისფერ წაბლა, ეს მოიცავს საგარეჯოს ადმინისტრაციულ რაიონს და გარდაბნის რაიონის ზოგიერთ ტერიტორიას. ამ ზონას აღმოსავლეთით ესაზღვრება ცივ-გომბორის მთა, რომელიც ყოფს მას შიდა კახეთისაგან. ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით აკრავს ქართლის მთები, ხოლო დანარჩენი მხრიდან-სამხრეთ აღმოსავლეთით და სამხრეთ დასავლეთით გაშლილია.

გარე კახეთის ტერიტორია გამოირჩევა, როგორც დაბლობით, ისე ბორცვებით და მისი უმეტესი ნაწილი ივრის ხეობას წარმოადგენს. აქ კლიმატი საგრძნობლად განსხვავდება შიდა კახეთის კლიმატისაგან და მეტი კონტინენტალობით, ჰაერის ტემპერატურის ცვალებადობით ხასიათდება. ნალექების წლიური რაოდენობა 600-640 მმ შეადგენს, ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა კი 66%-ს; წლიური საშუალო სადღეღამისო ტემპერატურა 11,40C.

ყავისფერი ნიადაგები სამრეწველო მევენახეობის განვითარებისათვის წარმოადგენს კლასიკურ ნიადაგურ ტიპს. ამ ნიადაგებზე გაშენებული ვენახებიდან მიიღება ისეთი აღიარებული ღვინოები, როგორიცაა: წინანდალი, ვაზისუბანი, მუკუზანი, ახაშენი, გურჯაანი, მანავი და სხვა. ყავისფერი ნიადაგები ხასიათდება: მარცვლოვან-კოშტოვანი სტრუქტურით, ჩონჩხიანობით, კარგი ფიზიკური, თბური, წყლიერი და ბიოლოგიური თვისებებით; კარბონატების მაღალი შემცველობით 93%-მდე, ნეიტრალური და ტუტუ PH-7,0-8,0) რეაქციით; თიხნარი და მსუბუქი თიხა მექანიკური შედგენილობით, დიდი შთანთქმის ტევადობით; ჰუმუსის – 3-7%; საერთო აზოტის – 0,05-0,4% საერთო ფოსოფრის – 0,04- 0,3%; საერთო კალიუმის 0,8%, შესათვისებელი რკინისა და მანგანუმის მცირე შემცველობით. ეს უკანასკნელი ვაზის ქლოროზით დაავადების ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს.

მდელოს ყავისფერი ნიადაგები  გავრცელებულია მდინარე ალაზანის მარჯვენა მხარეს, სოფელ მატანის მიდამოებიდან წნორლაგოდეხის გზატკეცილებამდე. ამ ნიადაგებს ახასიათებს: გენეზისურ ჰორიზონტებად სუსტი დიფერენცირება; რუხი და ღია რუხი შეფერვა; აკუმულაციური ჰორიზონტების სისქე 20-40 სმ ფარგლებში მერყეობს; მძიმე თიხნარი და თიხა მექანიკური შედგენილობა, მსხვილ მარცვლოვანი სტრუქტურა, ალაგ-ალაგ ხირხატიანობა, ზედაპირიდანვე კარბონატების შემცველობა, დამაკმაყოფილებელი ქიმიური, ფიზიკური, წყლიერი და ბიოლოგიური თვისებები, ნეიტრალური და ტუტე არეს რეაქცია, ჰუმუსის შემცველობა 3-4%.

 რუხი ყავისფერი (წაბლა) ნიადაგები-გავრცელებულია  დედოფლისწყაროს, გურჯაანის,     სიღნაღის უკანა მხარის და ნაწილობრივ საგარეჯოს  მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ჰუმუსით და საკვები ელემენ-ტებით მდიდარი შავმიწა ნიადაგები უზრუნველყოფს ვაზის ძლიერ ზრდა განვითარებას და მაღალ მოსავლიანობას, მაგრამ ამ ნიადაგებიდან მიღებული ღვინოები შედარებით დაბალი ღირსებით ხასიათდებიან. ამ ტიპის ნიადაგებიდან ვენახებისათვის უფრო პერსპექტიულია მდელოს შავმიწისებრი ნიადაგები, რომელთაც ახასიათებთ ჰუმუსიანი ფენის დიდი სისქე (ნახევარ მეტრზე მეტი). შავმიწა ნიადაგების მახასიათებლებია: ჰუმუსის შემცველობა 4-5%; საერთო ფოსფორი 0,12-0,18%, საკმაოდ უზრუნველყოფილია კალიუმის შესათვისებელი ფორმით. ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები – გავრცელებულია ახმეტის სოფელ მატანის, ყვარელთან კუდიგორის მიდამოებში. მისი მოზრდილი მასივები გვხვდება აგრეთვე დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე შირაქის და ზილიჩის მიდამოებში. ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგების ჰუმუსიანი ფენა ეროზიული პროცესების შედეგად დახრილ ფერდობებზე 10-15 სმ-ს არ აღემატება. დაბლობში კი მისი სისქე ფართო ფარგლებში 1,0 მეტრამდე მერყეობს. ჰუმუსიანი ფენის ქვემოთაა კალციუმის კარბონატებით მდიდარი მოთეთრო ფერის, ფხვიერი ფენა, რომელიც ნიადაგის ღრმად დამუშავების დროს ზედაპირიდან ამობრუნდება და აუარესებს ნიადაგის თვისებებს. ასევე ნიადაგებზე ხშირია ქლოროზით ვაზის დაავადებების შემთხვევები.

ალუვიური ნიადაგები გვხვდება მდინარეების ალაზნის, ივრის და მათი შენაკადების გასწვრივ. კახეთის ალუვიური ნიადაგების დიდი ნაწილი კარბონატულია. ალუვიური უკარბონატო ნიადაგები გვხვდება მხოლოდ ალაზნის მარცხენა სანაპიროზე. ალუვიური ნიადაგები ხასიათდებიან: საშულაო თიხნარი, უმეტესად უხირხატო შედგენილობით; ზედა ფენაში ჰუმუსის 1,8-2,8%-იანი შემცველობით; აზოტისა – 0,11-0,28%-იანი, კარბონატულ სახეობებში კალციუმის კარბონატების რაოდენობა 9-30% ფარგლებშია. ფიზიკურ-ქიმიურ და ბიოლოგიური თვისებები დამაკმაყოფილებელია.