ვაზის კლასიფიკაცია მსოფლიოში და საქართველოში

01 ნოემბერი, 2018წ

გაზიარება

ვაზის კლასიფიკაცია მსოფლიოში და საქართველოში

ვაზის კლასიფიკაცია მსოფლიოში და საქართველოში

ევროპული ვაზის კულტურული ჯიშები სამ ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფად იყოფა:

1. დასავლეთ ევროპის.

2. აღმოსავლური.

3. შავი ზღვის აუზის.

დასავლეთ ევროპის ჯგუფის ჯიშებს მომცრო ზომის, კუმსი მტევნები აქვთ, ფორმით ცილინდრულა ან კონუსისებურია. მარცვალი წვრილია ან საშუალო, მოყვანილობით მრგვალი, შეფერილობა თეთრი ან შავი, ხორცი – წვნიანია, მიმართულება – წმინდა საღვინე. დასავლეთ ევროპის ჯიშების ჯგუფი, წარმოდგენილია ძირითადად ფრანგული და გერმანული წმინდა საღვინე ჯიშებით, რაც შეეხება ევროპის სამხრეთ ნაწილს (ესპანეთი, პორტუგალია, იტალია, საფრანგეთის სამხრეთი), აქ ჩანს აღმოსავლური ჯგუფის ინტროდუცირებული ვაზების გავლენა, განსაკუთრებით არაბების ბატონობის დროიდან მოყოლებული.

 

აღმოსავლური ჯგუფის ჯიშებს დიდი ზომის მტევნები აქვს. ზოგი მათგანი წონით 2 - 2,5 კგ. ზოგი კი (სოაკი) 6 კგ-ს აღწევს.2 მტევანი მოყვანილობით გაშლილია, ხშირად დატოტვილი. მარცვალი მსხვილია ან საშუალო, ოვალური, ხან მოგრძო, სიგრძით 4 სმ-მდე. თეთრი ან ვარდისფერი, პირში რახუნობს. მიმართულება – საჭმელი და უალკოჰოლო.

აღმოსავლური ჯიშების ჯგუფი ორ ქვჯგუფად იყოფა: შუბპროლეს ჩასპიცა და შუბპროლეს ანტასიატიცა. მათში პირველს საღვინე განხრა აქვს, გავრცელებულია ლეკეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში და ნაწილობრივ აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში; ხოლო მეორე ქვეჯგუფის ჯიშებს ისლამის გავლენით უალკოჰოლო

მიმართულება მიეცა. ეს ჯიშები გავრცელებულია შუა აზიის ქვეყნებში. ირანსა და ახლო აღმოსავლეთში. ისლამის გავრცელებამდე აქაც კავკასიური წარმოშობის საღვინე ჯიშები ყოფილა გავრცელებული. ზოგმა მათგანმა ჩვენამდე მოაღწია: ბიშტი, ობაკი, ბუაკი, ბახტიორი და სხვა.

 

 

შავი ზღვის აუზის ჯგუფის ჯიშებს მტევნისა და მარცვლის მოყვანილობით და საერთოდ მიმართულებით საშუალო ადგილი უკავია აღმოსავლეთსა და დასავლეთ ევროპულს შორის. განხრა უმეტესად _ საღვინე. თუმცა აღმოსავლეთ საქართველოს ზოგი ჯიში აღმოსავლურ ჯგუფს ეკუთვნის

შავი ზღვის აუზის ჯიშების ჯგუფს თავის მხრივ ორ ქვეჯგუფად ჰყოფენ: ა) შუბპროლეს ბოლცანიკადა ბ) შუბპროლეს გეორგიცა. პირველი ქვეჯგუფის ჯიშები გავრცელებულია რუმინეთში, ბულგარეთში, იუგოსლავიაში, საბერძნეთში, თურქეთსა და მოლდავეთის სსრ-ში.ხოლო მეორე ქვეჯგუფი კი დასავლეთ და ნაწილობრივ აღმოსავლეთ საქართველოშია. მიმართულება _ საღვინე, არის საჭმელიც, ამიტომ საქართველოს ვაზის ჯიშებს თავისი პროფილით შუა ადგილი უკავია დასავლეთ ევროპასა და აღმოსავლურს შორის.

               

აღმოსავლური ჯგუფის ჯიშებსა და შავი ზღვის აუზისა ან ევროპულ ჯიშებს შორის ჰიბრიდიზაციის დროს ყოველთვის ამ უკანასკნელთა თვისებები დომინანტობდნენ, რადგან ისინი უფრო ძველი წარმოშობისა არიან, ვიდრე აღმოსავლური ჯგუფის ჯიშები. შორეული აღმოსავლეთის ჯიშებს დიდი ყინვაგამძლეობა ახასიათებს. ეს თვისება მათი არსებობისათვის ბრძოლის პროცესში გამოიმუშავეს. ნაყოფის ხარისხით კი ისინი თავს ვერ იქებენ, გარდა უსურიის ვაზისა, რომელიც მიჩურინმა გამოიყენა ახალი ჯიშების გამოყვანის საქმეში.

პოპულარული ღვინოები

10.8
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი

8.68
ალაზნის ველი როზე

ალაზნის ველი როზე

16.5
შაბო შარდონე

შაბო შარდონე

თეთრი მშრალი