როგორ შევუხამოთ მწვანე კახური ლორითა და ყველით დაფარშულ ქათამს

26 ოქტომბერი, 2018წ

გაზიარება

როგორ შევუხამოთ მწვანე კახური ლორითა და ყველით დაფარშულ ქათამს

როგორ შევუხამოთ მწვანე კახური ლორითა და ყველით დაფარშულ ქათამს

სადღესასწაულო სუფრა ფრინველის ხორცის გარეშე წარმოუდგენელია. მით უმეტეს, თუ ის პიკანტურად და ორიგინალურად არის მომზადებული. ლორითა და ყველით ფაშირებული ქათამი კი ნამდვილად ისეთი კერძია, რომელიც ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს და სტუმრებს კერძის ავტორის გურმანულ შესაძლებლობებში დაარწმუნებს. ამ ეტად ორიგინალურ და გემრიელ კერძთან ღვინის შეხამება ამჯერადაც ჩვენ უნდა მოგვანდოთ.

ინგრედიენტები:

ქათამი - 1 ცალი;

ლორი - 100 გ;

გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის - 100 გ;

კვერცხი - 2 ცალი;

ნაღები - 3-4 ს/კ;

პური ბატონი - 4 ნაჭერი;

ბულგარული წიწაკა - 1 ცალი;

ოხრახუში - 4 ღერი;

რძე - 1/2 ჭიქა;

მაიონეზი;

მარილი და პილპილი.

მომზადების წესი:

გარეცხეთ ქათამი, ფრთხილად გააცალეთ კანი ისე, რომ კანი დარჩეს მთლიანი ფეხებისა და ფრთების ბოლოებით. გააცალკევეთ ხორცი ძვლებისგან და გაატარეთ ხორცისსაკეპ მანქანაში. დაალბეთ ბატონის პური რძეში და გააჩერეთ, რომ გაფუვდეს. დაჭერით ლორი წვრილ ჩხირებად, წიწაკა – კუბიკებად. გახეხეთ ყველი მსხვილ სახეხზე. წვრილად დაჭერით ოხრახუში.

შეურიეთ ქათმის ფარშეს ლორი, ყველი, ბულგარული წიწაკა, მწვანილი, გაწურული ბატონი. დაუმატეთ კვერცხი, ნაღები, მარილი და პილპილი და კარგად აურიეთ. დაამარილეთ და მოაყარეთ პილპილი ქათმის კანს შიგნიდან, ჩადეთ შიდა მხრიდან ქათმის ფარში. გაკერეთ ნემსითა და ძაფით ან ჩაარჭვეთ კბილის ჩხირები კანზე.

ქათამს გარედან წაუსვით მაიონეზი, მოაყარეთ პილპილი და მარილი. შეუკარით ფეხები და ხელები. გადაიტანეთ უკვე დაფარშული ქათამი ღუმელის ცხიმწასმულ ტაფაზე. შედგით 160-180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 1.5 საათით. პერიოდულად მოასხით ქათამს ზემოდან თავისივე გაშვებული წვენი. იმისათვის, რომ ლამაზად დაიბრაწოს კანი, მომზადებამდე 5-10 წუთით ადრე აუწიეთ გაზს.

მიიტანეთ სუფრასთან დაჭრილი. გემრიელია, როგორც ცხელი, ასევე ცივი.

ამ კერძს ყველაზე კარგად უჭაჭოდ დაყენებული მწვანე კახური შეეხამება

ღვინის შეხამება:

ლორითა და ყველით დაფარშულ ქათამს ვფიქრობთ მწვანე კახურის ჯიშის ყურძნისგან დაყენებული ღვინო ძალიან კარგად უნდა შეეხამოს. ამ შემთხვევაში არაა აუცილებელი ღვინო მაინცდამაინც ქართული (კახური) მეთოდით, ჭაჭაზე ექვსთვიანი დაყოვნების წესით იყოს დაყენებული. უფრო საინტერესო იქნება თუკი ევროპულ წესზე, უჭაჭოდ დაყენებულ მწვანეს შევუხამებთ და შედარებით მსუბუქ ღვინოს არ მივცემთ საშუალებს კერძის გემოები და არომატი გადაფაროს. ღვინო სასურველია სუფრაზე ზომიერად შეგრილებული სახით გავიტანოთ. რაც შეეხება საკუთრივ შესაწყვილებელი ღვინის ნიმუშებს, წარმოდგენილ კერძს ვფიქრობთ ყველაზე კარგად კომპანია "აგ ალკოს" 2015 წლის მოსავლის მანავის მწვანე, "სუფრა ვაინსის" ასევე 2015 წლის მოსავლის მწვანე და "გიოს მარანის" 2016 წლის მოსავლის ახმეტის მწვანე შეეხამება.

ტექსტში გამოყენებულია რეცეპტი პორტალიდან: gemrielia.ge.

პოპულარული ღვინოები

11.5
წინანდალი

წინანდალი

თეთრი მშრალი

39.9
ოჯალეში ქვევრი

ოჯალეში ქვევრი

წითელი მშრალი

37.95
მანავის მწვანე

მანავის მწვანე

11.3
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი