იტყოდნენ, სულიერიდან მხოლოდ ვენახი დაგვეღუპაო... - ლეგენდა, რომელსაც ქართველები ღვინოზე ჰყვებიან

24 იანვარი, 2017წ

გაზიარება

იტყოდნენ, სულიერიდან მხოლოდ ვენახი დაგვეღუპაო... - ლეგენდა, რომელსაც ქართველები ღვინოზე ჰყვებიან

იტყოდნენ, სულიერიდან მხოლოდ ვენახი დაგვეღუპაო... - ლეგენდა, რომელსაც ქართველები ღვინოზე ჰყვებიან

 საქართველო ლეგენდების ქვეყანაა.  ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საინტერესო ქართული ლეგენდის მიხედვით, ღვინის შექმნას ქართველები მამა ღმერთს უკავშირებენ: ღმერთი დედამიწაზე დაეძებდა ისეთ ადგილს, სადაც ვაზი უნდა გაეშენებინა. მრავალი ადგილი შეარჩია, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ისეთ ადგილზე გააკეთა, სადაც დამარხული იყო ბულბულის, ლომისა და ღორის ძვლები, ასეთი ადგილი საქართველო აღმოჩნდა.

როდესაც ღმერთმა ამ მიწაზე ვაზი დარგო, შემდეგ მოსავალი მოიწია, დაწურა და ღვინო გააკეთა.  ღვინოს იმ სამი სულდგმულის თვისებები გამოჰყვა, რომელთა ძვლებზეც ვაზმა იხარა -   როდესაც ადამიანი ცოტა ღვინოს სვამს, მისი საუბარი ხშირად ბულბულის გალობასავით მოსასმენია, როდასაც ზომაზე ცოტა მეტს სვამს, ლომს ემსგავსება და ყოველგვარი წინააღმდეგობის დაძლევის ილუზია ექმნება, უკიდურესად გადათრობის შემთხვევაში კი ადამიანი ემსგავსება ღორს, თუ რატომ, ამის მიხვედრა ძნელი არ უნდა იყოს.

ცნობილი ქართველი მწერალი, აკა მორჩილაძე, თავის წიგნში,  "ვენერას სიზმარი" წერს: “მე ასე მჯერა, რომ ღვინო რომ არ იყოს, საქართველო არ იქნებოდა, თუ კი საქართველო რამეს უჭირავს, ერთ-ერთი ამათთაგანი არის ღვინო. იცინი - სვამ, ტირი - სვამ, სვამ დილიდან და ნაშუაღამევს, ღვინო აერთიანებს და აცალკავებს, ღვინო მალავს დარდებს და აღვიძებს მსახიობობის სურვილს ღვინო შვებას გვრის ამტან კაცს და ეხმარება მას მოქნილ აზრთა დალაგებაში. საქართველოში ყველაზე დიდი საოცრება არის ქვევრდიან ამოვარდნილი სურნელი. ამაზე კარგი, ამაზე ნამდვილი, ამაზე ბებრი და უბერებელი ჩვენს ქვეყანაში არაფერია. ღვინო უკვადვია და მასზე ვერავინ ამბობს უარს, ღვინო კალიფორნიაშიც ბლომად იწურება მაგრამ, იქ იმას არ ნიშნავს, რასაც აქ ჩვენთან საქართველოში, ღვინო მარადიულია და მასში მთელი ქვეყნის პოვნა შეიძლება.“

საუკუნეების მანძილზე ქართველი კაცი ვენახს სულიერად თვლიდა, თუ ქართველი კაცის ოჯახს თავს რაიმე უბედურება დაატყდებოდა იტყოდა, სულიერიდან მხოლოდ ვენახი დაგვეღუპაო. ეს შეხედულება დღემდე არსებობს.

პოპულარული ღვინოები

9.95
ალაზნის ველი

ალაზნის ველი

წითელი ნახევრად ტკბილი

9.5
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი

36.95
ტვიში

ტვიში

თეთრი ნახევრად ტკბილი