იტალიის წამყვანი უნივერსიტეტის წარმომადგენლები ქართულ მევენახეობა-მეღვინეობას ეცნობიან

19 ოქტომბერი, 2018წ

გაზიარება

იტალიის წამყვანი უნივერსიტეტის წარმომადგენლები ქართულ მევენახეობა-მეღვინეობას ეცნობიან

იტალიის წამყვანი უნივერსიტეტის წარმომადგენლები ქართულ მევენახეობა-მეღვინეობას ეცნობიან

ქალაქი ფოჯა, რომელიც იტალიის რეგიონ აპულიაში, ფოჯას პროვინციაში მდებარეობს, მევენახეობა-მეღვინეობით ჯერ კიდევ რომის იმპერიის დროიდან გამოირჩევა. დღეს ამ მხარეში ძირითადად წითელ მშრალ ღვინოს აწამოებენ უძველესი იტალიური ვაზის ჯიშისგან - სანჯოოვეზესგან. ცნობილია ფოჯას უნივერსიტეტიც, სადაც მევენახეობა-მეღვინების მიმართულება ყოველთვის მნიშვნელოვან საგანმანათლებლო სეგმენტს წარმოადგენდა. 

როგორც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან გვაცნობეს, გუშინ, ფოჯას უნივერისტეტის წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზას ესტუმრნენ, ბაზაზე გაშენებული ვაზის კოლექცია და ხეხილის ბაღები დაათვალიერეს და ქართული იშვიათი ჯიშის ყურძნისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს. 

                    

ფოჯას უნივერსიტეტის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციის „მრეწველობის დარგების დინამიკა და თანამედროვე ტენდეციები საქართველოსა და ევროკავშირში: საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში“ ფარგლებში განხორციელდა. კონფერენციის მიზანია ახალი ტექნოლოგიების გაცნობა, იტალიასთან თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება. 

ვიზიტის ფარგლებში, იტალიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ აგრარული დარგის სპეციალისტებთან და სტუდენტებთან.