კახური ქისისა და უგემრიელესი სოკოს ღვეზელის შეხამება

18 ოქტომბერი, 2018წ

გაზიარება

კახური ქისისა და უგემრიელესი სოკოს ღვეზელის შეხამება

კახური ქისისა და უგემრიელესი სოკოს ღვეზელის შეხამება

კულინარიაში ინგრედიენტები განსაკუთრებით მაშინ ფასობენ, როდესაც ისინი არიან ახალი, ჯანსაღი, ბუნებრივი და სეზონური. ამ პერიოდში კი ასეთი ინგრედიენტი ტყის ველური სოკოა. წარმოგიდგენთ სოკოსგან მომზადებული უგემრიელესი ღვეზელის მარტივად მოსამზადებელ რეცეპტს, რომელიც გამოუცდელ კულინარებსაც წესით ადვილად უნდა გამოუვიდეთ. სოკოს ღვეზელს არომატული, თეთრი ტანიანინი ღვინო მოუხდება და ამ შეხამებაზე ბოლოს დეტალურად ვუსაუბროთ.

ინგრედიენტები:

ცომი:

საფუარი - 50 გ;

თბილი წყალი - 100 გ;

ფქვილი - (თვალით);

ზეთი - 1 ჩ/კ;

წყალი - 1 ლ;

შიგთავსი:

სოკო - 1 კგ;

ბრინჯი - 200 გ;

ხახვი - 100 გ;

ზეთი - 200 გ.

მომზადების წესი:

საფუარს დავასხათ  ნელთბილი წყალი. როდესაც საფუარი გაიხსნება, შევურიოთ ცოტაოდენი ფქვილი და დავდგათ თბილ ადგილას. ცალკე ჭურჭელზე დავასხათ ზეთი, წყალი წინასწარ დაყენებული საფუარი და მოვზილოთ საშუალო სისქის ცომი. გავაჩეროთ თბილ ადგილას. როდესაც ცომი კარგად ამოვა, ჩავზილოთ.

მოხარშული სოკო წვრილად დავჭრათ. მოვშუშოთ ზეთში წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად. ავურიოთ შიგ მოხარშული ბრინჯი და მარილი.

ცომი გავაბრტყელოთ, ჩავდოთ შიგ სოკოს გულსართი, შემოვუკეცოთ გვერდები, გავაბრტყელოთ, და შევდოთ ღუმელში გამოსაცხობად.

                 

სიკოს ღვეზელს ყველაზე კარგად თეთრი მშრალი ქისი შეეხამება

ღვინის შეხამება:

კახური ტრადიციული მეთოდით, ჭაჭა-კლერტზე დაყოვნების წესით დაყენებული თთრი მშრალი ქისი სოკოსგან მომზადებულ კერებსაც ძალიან უხდება და ცომეულსაც. ეს კი ის შემთხვევაა, როდესაც ქისისგან კერძის იდეალური მეწყვილე შეიძლება მივიღოთ. ქისი ქართულ ღვინოებში გამორჩეულად მრავალფეროვანი და არომატულია, რომელიც კერძს თავს არასოდეს "დააჩაგვრინებს და პირიქით - აქეთ შეავსებს მას თავისი ხილის არომატებით. ჩვენი ღვინის ინტერნეტ-მაღაზიის ფართო არჩევანიდან, უგემრიელეს სოკოს ღვეზელთან შესახამებლად, მარან GVino-ს 2017 წლის მოსავლის ქისს, "ლექსოს მარნის" 2016 წლის მოსავლის ქვევრის ქისს და კომპანია "ლუკასის" 2015 წლის მოსავლის ქისს  გირჩევთ.

პოპულარული ღვინოები

19
თეთრი ღვინის ჭიქა (2 ცალი სასაჩუქრე ყუთში) 410 მლ.

თეთრი ღვინის ჭიქა (2 ცალი სასაჩუქრე ყუთში) 410 მლ.

41.95
საფერავი - Kiss My Valentine

საფერავი - Kiss My Valentine

31
კახური წარჩინებული

კახური წარჩინებული

წითელი მშრალი