როგორი იყო ,,ქართული ღვინის ფესტივალი 2018 " და უნდა ველოდოთ თუ არა ფესტივალს მომავალ წელსაც

15 ოქტომბერი, 2018წ

გაზიარება

როგორი იყო ,,ქართული ღვინის ფესტივალი 2018 " და უნდა ველოდოთ თუ არა ფესტივალს მომავალ წელსაც

როგორი იყო ,,ქართული ღვინის ფესტივალი 2018 " და უნდა ველოდოთ თუ არა ფესტივალს მომავალ წელსაც

„ქართული ღვინის ფესტივალი” წელს ასეთი ანშლაგით გემშვიდობებათ, ფესტივალი მომავალ წელსაც აუცილებლად გაიმართება და იქნება კიდევ უფრო მასშტაბური, - ამის შესახებ ფესტივალის დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ანანო თავხელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, წლევანდელი ფესტივალი, შარშანდელთან შედარებით 3-ჯერ უფრო გაუმჯობესებული იყო.

„მოვიდა ძალიან ბევრი სტუმარი და ყველა კმაყოფილია. ღვინის კომპანიებმა თავიანთი მარაგები სამჯერ გადაავსეს. ქართველ ფოლკლორულ ჯგუფებს ენაცვლებოდნენ უცხოური მუსიკალური ჯგუფები. შოუ მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. გასული წლის გამოცდილებით, მოლოდინი გვქონდა, რომ ჩვენი კონცერტი ტურისტებს ააცეკვებდა, მაგრამ წელს ამ ყველაფერმა მოლოდინს გადააჭარბა იმიტომ, რომ აქ მოსული ყველა სტუმარი ცეკვავდა, მღეროდა, ერთობოდა. ყველაფერი რისთვისაც ქართველი სტუმრები აქ ჩამოდიან, დღეს ერთ სივრცეში იყო თავმოყრილი,“ - განაცხადა ანანო თავხელიძემ.

ანი ამირანაშვილი, Allwine.ge-ს პროექტების მენეჯერი:

,,Allwine .ge არის ქართული ღვინის მედიაპორტალი და ღვინის მაღაზია,რომელიც აქტიურად ეწევა მცირე მარნებისა და კომპანიების პოპულარიზაციას. წელს უკვე მეორედ ვმასპინძლობთ ქართული ღვინის ფესტივალს და გვახარებს,რომ შარშანდელთან შედარებით წელს მცირე კომპანიები გაცილებით დიდი რაოდენობით არიან წარმოდგენილები.  ფესტივალზე გვქონდა Allwine.ge-ს სტენდი სადაც წარმოდგენილი იყო  13 საუკეთესო ქართული ღვინო,სადაც მომხმარებლებს შეეძლოთ, მოსულიყვნენ, დაეგემოვნებინათ და შეეძინათ  მცირე მარნების მიერ წარმოებული ღვინო."

„ქართული ღვინის ფესტივალი 2018“ 11:30 საათზე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა და საღამოს 19:00 საათამდე გაგრძელდა. ფესტივალი ანსამბლ „მეტეხის" მიერ შესრულებული სიმღერებითა და ცეცხლის შოუთი დასრულდა.

ქართული ღვინის ფესტივალი 2018“-ის პარტნიორები იყვნენ: მოძრაობის თეატრი, ფოლკლორის ეროვნული ცენტრი, ART Shok Company.

ფესტივალის მედია მხარდამჭერები იყვნენ: პალიტრანიუსი, რადიო პალიტრა, ambebi.ge,events.ambebi.ge, ipn.ge, kvirispalitra, georgianjournal.ge, allnews.ge, reitingi.ge.

პოპულარული ღვინოები

0.01
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

30.8
მწვანე

მწვანე

თეთრი მშრალი

17
მანავი კასრის

მანავი კასრის

თეთრი მშრალი