სიტყვა "ღვინის" წარმომავლობაზე მთელ მსოფლიოში დავობენ

12 ოქტომბერი, 2018წ

გაზიარება

სიტყვა "ღვინის" წარმომავლობაზე მთელ მსოფლიოში დავობენ

სიტყვა "ღვინის" წარმომავლობაზე მთელ მსოფლიოში დავობენ

სიტყვა "ღვინის" წარმომავლობაზე დღეს მთელს მსოფლიოში დავობენ. თუმცა, ბოლო დროს ხაზგასმით საუბრობენ ამ სიტყვის ქართულობის ალბათობაზეც. თუმცა, ამ სიტვის მისი ბიბლიური მნიშვნელობა მაინც ძალიან საინტერესოა. ზოგჯერ ვხედავთ ბიბლიაში ღვინის დაგმობას, თუნდაც სოლომონის იგავებში, თუმცა ასევე ვხედავთ, რომ უფალი სიამოვნებით მიირთმევს ღვინოს ქორწილში. როგორ გავიგოთ ეს ყველაფერი? მაშ რას ნიშნავს ეს სიტყვა?

ებრაულად - "იაინ", ბერძნულად "ოინოს" და ლათინურად "ვინუმ"... ქართულად - "ღვინო". ებრაულ ენციკლოპედიაში ვკითხულობთ: "ახალი ღვინო(იაინ), რომელსაც არ აქვს ალკოჰოლი იწოდება როგორც 'იაინ-მიგათ'. ხოლო ძველი ღვინო, ალკოჰოლური - "იაინ იაშან". უფრო თანამედროვე "ენციკლოპედია ჰებრაიკა"-შიც იგივეს ვკითხულობთ, რომ "იაინ" შეიძლება ეწოდოს უალკოჰოლო ღვინოსაც, ანუ ყურძნის წვენს...

არავინ დავობს, რომ ყველაზე ხშირად ბიბლიაში სიტყვა "იაინ" იხმარება, როგორც ალკოჰოლური ღვინო. გავიხსენოთ ნოეს ეპიზოდი, ან თუნდაც ის, რომ ნაზარიტები არ სვამდნენ ღვინოს. საუბარია ალკოჰოლურ სასმელზე. მაგრამ თუ სიტყვა "იაინ" ნიშნავს მხოლოდ ალკოჰოლურ ღვინოს, მაშინ რატომ არ თარგმნეს სეპტუაგინტაში ეგ სიტყვა "ოიონოს"-ად? ბერძნული სიტყვა, რომელიც ღვინოს ნიშნავს არის "ოიონოს".

მაგალითად იობის 32:19-ში ვკითხულობთ: ხოლო მუცელი ჩემი, ვითარცა თხიერი ტკბილითა სავსე შეკრული, და ვითარცა საბერველი მჭედლისაჲ რაჲ განსთქდებინ". ახალი ქართულით თარგმანში წერია "ღვინო", რაც აშკარად არაა დაყრდნობილი სეპტუაგინტაზე... ებრაულში "იაინ" წერია, რომელიც ვითომ ალკოჰოლურ ღვინოს ნიშნავს, მაგრამ ძველქართული თარგმნილია სეპტუაგინტიდან სადაც მთარგმნელებმა "გლეუკოს" ჩაწერეს, რათა უალკოჰოლო წვენზე გაემახვილებინათ ყურადღება...

            

ყველაზე კარგი მაგალითია იერემიას 2:12: " დედებს შებღავიან: სად არის პური და ღვინო? და იკრუნჩხებიან დაჭრილებივით ქალაქის ქუჩებში და სულს ღაფავენ დედის კალთებში. კონტექსტი ასეთია - შიმშილობაა ისრაელში და ბავშვებს შიათ. თქვენი აზრით ალკოჰოლურ სასმელს ითხოვენ ბავშვები?  კიდევ ერთი, სოლომონ ბრძენი სასტიკად აკრიტიკებს ღვინოს თავის იგავებში, მაგრამ "ქებათ-ქება სოლომონისა"-ში წერია: "რაოდენ საამოა შენი ალერსი, სძალო, დაო ჩემო! რაოდენ ტკბილია შენი ალერსი, ღვინის უმჯობესი!".

ასევე აღსანიშნავია, რომ თუნდაც ლევიტელთა 10 თავში ასეთი მოწოდებაა: "ღჳნოჲ და თაფლუჭი არა ჰსუათ შენ და ძეთა შენთ" - თაფლუჭი ნიშნავს ალკოჰოლურ სასმელს და განა რამდენი ნაირსახეობის ჰქონდათ ებრაელებს? მაქსიმუმ არაყი და ღვინო და ლუდი... რატომ არის ასე გამოყოფილი? სხვათაშორის ებრაული სიტყვა "ტიროშ", რომელიც წვენს ნიშნავს, 33-ჯერ ითარგმნება სეპტუაგინტაში როგორც "ოიონოს". ამიტომ "ოიონოს" შეიძლება ნიშნავდეს წვენსაც და არა მხოლოდ ღვინოს.

                                          

ისტორიული სურათი კი ცოტა სხვა აზრს იძლევა. "ღვინო" არ ერქვა ისეთ ღვინოს რაც დღეს ვიცით. იმ პერიოდში წყალი არ იყო სუფთა და ამიტომ ღვინოს ურევდნენ ხოლმე. ამიტომ ბიბლიაში სადაც ღვინის სმაზეა საუბარი, აუცილებლად წყალნარევზეა საუბარი. მისაღები იყო ასე - წყლის დოზა 20-ჯერ მეტი უნდა ყოფილიყო ღვინის დოზაზე, თუმცა ზოგჯერ 3/1-ზეც ჩამოდიოდნენ. ბარბაროსული იყო ვინმეს 1/1-ზე ან ცარიელი ღვინო რომ დაელია. ებრაელებიც ასე სვამდნენ, ამიტომ ღვინოში არ იგულისხმება ძლიერი ალკოჰოლური მათრობელა სასმელი...

ქრისტიანი აპოლოგეტებიც სულ იმაზე ამახვილებდენ ყურადღებას, რომ ღვინო უნდა დაილიოს წყალში გაზავებულად, მითუმეტეს ევქარისტიის დროს. ხოლო ისტორიულად ისიც ცხადია, რომ "ვინუმ" (ღვინო) არ ერქვა მარტო ალკოჰოლურ ღვინოს, არამედ ტკბილ წვენებსაც. ღვინოს მაშინ წვენის იდეით სვამდნენ და არა დასათრობად.

პოპულარული ღვინოები

25.95
ტვიში

ტვიში

თეთრი ნახევრად ტკბილი

19
იბერიული მწვანე

იბერიული მწვანე

თეთრი მშრალი