ქართული რთველის სათავეებთან

11 ოქტომბერი, 2018წ

გაზიარება

ქართული რთველის სათავეებთან

ქართული რთველის სათავეებთან

სულ მალე დასავლეთ საქართველოში (გურია სამეგრელო-აჭარაში) რთველი დასრულდება. მევენახეობაში ყველაზე დიდ დღესასწაულად რთველი ითვლება. საგულისხმოა, რომ საქართველოში რთველისა და ღვინის დაყენების თვეები "სთვლისა" და "ღვინობისთვის" სახელწოდებებს ატარებენ. დიდი ვენახების ანუ ზვრების მეთვალყურეს ეწოდებო და მეზვრე, ყურძნის მკრეფელსმესთვლე, ღვინის დაყენებაზე პასუხისმგებელსმემარნე, ღვინის სახმარად გამცემსმეღვინე, სუფრაზე მიმტანსმერიქიფე და ჩამომსხმელსმწდე.

როგორც ცნობილია, ვენახი ერთბაშად მწიფდება, ამიტომ ყურძნის დაკრეფა შემჭიდროებულ ვადებში უნდა მოხდეს, რისთვისაც შრომის ორგანიზაციის ექსტრემალური პირობებია საჭირო. ფეოდალთა ვენახებში ყურძნის კრეფა ჩვეულებრივ გლეხებს ევალებოდათ, ზვრის მეპატრონის ვალდებულება კი რთველის შემდეგ მათი გამასპინძლება იყო. მე-17 საუკუნის საბუთიდან ჩანს, რომ ქვემო ქართლის ერთ-ერთი სამეფო ზვრის მესთვლეთა რაოდენობა ას კაცს შეადგენდა. რაც შეეხება თავად გლეხთა ზვრებს, აქ უძველესი დროიდან მიღებული იყო კოლექტიური შრომის ორგანიზაციის ფორმები – "ნადი" და "ოჩხარი", რომლებიც შესანიშნავად იყო ორგანიზებული და სამეურნეო საქმიანობის შესრულების პარალელურად საერთო-სახალხო დღესასწაულად იქცეოდა ხოლმე.

წარმატებული რთველი ოჯახის კეთილდღეობისა და ბარაქიანობის განმსაზღვრელად ითვლებოდა, ამიტომ ოჯახი იმ დღისათვის საგანგებოდ ემზადებოდა. სუფთავდებოდა, შეკეთდებოდა ან ხელახლა იწნებო და გოდორ-კალათები, ირეცხებოდა ქვევრები; ოჯახი სუფრის გასაშლელადაც ემზადებოდა, რა თაპატივისცემით გაესტუმრებინა მესთვლენი.

ყურძნის მოკრეფის დროს ძირითადად გამოიყენებო დაწნული ჭურჭელი, რომლის კეთების ტრადიცია უძველესი დროიდან იღებს სათავეს და დღესაც სიცოცხლისუნარიანია. საქართველოს სხვადასხვა ტიპის საგლეხო ბაზრობებზე ხშირად შეხვდებით წნულ ჭურჭელს, რომლებიც ამა თუ იმ კუთხისათვის დამახასიათებელი თვითმყოფადობით გამოირჩევა. წვნის ტექნიკა ადამიანმა, მათ შორის ჩვენმა წინაპარმაც, პრეისტორიულ ეპოქაში აითვისა, შესაძლოა – უფრო ადრე, ვიდრე მეთუნეობა. ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით, პრაქტიკულმა გამოცდილებამ აიძულა მეურნე, ცეცხლთან ახლო მყოფი წნული ჭურჭელი რომ არდამწვარიყო, თიხით შეელესა, რამაც იგი მეთუნეობის გამოგონების გზაზე დააყენა.

ქართველი ლექსიკოგრაფი, საბა ორბელიანი, წნული ჭურჭლის ორ სახეობას გამოყოფს – სფირადსა და შარაგულს, რომელთაგან პირველში იგულისხმება ბალახეული მცენარეულობისაგან უსაყრდენოდ მოქსოვილი ჭურჭელი, ხოლო მეორეში – წნელისა და ტკეჩისაგან მოწნული, საყრდენიანი. წნული ჭურჭლის ზოგიერთი ნიმუში იმდენად დახვეწილია, რომ მას ნაქსოვის ფაქტურა აქვს მინიჭებული და ტექნიკური პროცესიც ქსოვა დაასახელდებული. საწნელ და საქსოვ მასალად საუ კეთესოდ იყო მიჩნეული ტირიფის ნაირსახეობანი, თხილი, თხმელა, უზანი, შვინდი, არყი, ცირცელი, შოთხვი და სხვა.

რთველის დროს მკრეფავები ხმარობდნენ პატარა კალათებს, რომლითაც იოლად გადაადგილდებოდნენ შარებში. კალათებიდან ყურძენს ვენახის თავში ჩამწკრივებულ გოდრებში ყრიდნენ ან ურემზე გამართულ მოწნულ ჯინებში, რომელშიც 7-10 გოდორი ყურძენი ეტეოდა (მოწნული ჭურჭელი მტევანს არ ლახავს და კარგად ინახავს დაწურვამდე, რადგან მასში ჰაერი მუდამ მოძრაობს).

უაღრესად საინტერესოა წნული ჭურჭლის ერთობ დახვეწილი ნიმუში – გიდელი, რომელიც გამოიყენებოდა ხეზე ასული ვაზის დასაკრეფად. გიდელს აქვს კონუსური ძირი, რომლის მეშვეო ბითაც იგი ადვილად იკვლევს გზას ფოთლებსა და შტოებში და ეშვება მიწაზე, სადაც მას საწნახელში გადაცლიან.

ყურძენს ჭრიან სპეციალური დანებითა და მაკრატლებით, ზოგიერთი ჯიში კი თავისი მყიფე მუხლის გამო იოლად იკრიფება ხელითაც. არსებობს უძველესი დროიდან დღემდე შემორჩენილი შეხედულება, რომ ზოგიერთი ჯიშის ყურძენზე “დანა არ მიიტანება“. მაგალითად, საფერავი საზიარებელი ყურძენია, მისგან დაწურული ღვინო ქრისტიანულ ლიტურგიაში გამოიყენებოდა, ამიტომ იგი საკრალურად იყო მიჩნეული და მისი დანით შეხება იკრძალებოდა.

რთველის დამთავრების დროს ვენახში ლამაზსა და ჯანსაღ ქალს გადააგორებდნენ ბარაქიანი და ჯანმრთელი წლის დაბევების მიზნით. ამ სასაცილო პროცესს ენაცვლებოდა დიდი საზეიმო სუფრა, თანმხლები შრომის სიმღერებით (საქართველოში დღემდე ვენახთან დაკავშირებული მრავალი შრომის სიმღერაა შემორჩენილი).

პოპულარული ღვინოები

26.13
საიდუმლო კოლექცია

საიდუმლო კოლექცია

39.8
ბოთლის ვაკუუმ საცობი და ტუმბო CONCERTO (5 ერთეული)

ბოთლის ვაკუუმ საცობი და ტუმბო CONCERTO (5 ერთეული)

48.95
ხაშმის საფერავი

ხაშმის საფერავი

წითელი მშრალი

45.9
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

69.95
საფერავი (ხაშმი)

საფერავი (ხაშმი)

წითელი მშრალი