იტალიის ერთ-ერთ ღვინის კომპანიაში 30 ტონა ღვინო დაიღვარა (ვიდეო)

03 ოქტომბერი, 2018წ

გაზიარება

იტალიის ერთ-ერთ ღვინის კომპანიაში 30 ტონა ღვინო დაიღვარა (ვიდეო)

იტალიის ერთ-ერთ ღვინის კომპანიაში 30 ტონა ღვინო დაიღვარა (ვიდეო)

ღვინის დაღვრა ან გაფუჭება ყველა მეღვინისათვის დიდი უბედურებაა. გაბზარული ქვევრების, გატეხილი კასრების თუ უხარისხო მინის ჭურჭლის გამო, 20 ლიტრი ღვინის დაკარგვაც კი გულდასაწყვეტი და დასანანია. 30 ტონა ღვინის დაღვრა კი მეღვინისათვის ადვილი წარმოასდგენია როგორი კატასტროფაც იქნება.

რამდენიმე დღის წინ, კერძოდ 30 სექტემბერს, ინტერნეტში გავრცელდა კადრები, რომელიც იტალიური ღვინის კომპანია "პრესეკოს" ერთ-ერთმა თანამშრომელმა გადაიღო. მობილური ტელეფონით გადაღებულ ვიდეოში ასახულია უჟანგავი ღვინის დიდი ჭურჭლიდან როგორ იღვრება ღვინო. დაკარგული ღვინის რაოდენობამ როგორც უკვე ვახსენეთ, 30 ტონა შეადგინა, რაც ნამდვილად კატასტროფული ციფრია.

ღვინის დაღვრის ზუსტი მიზეზები მეღვინეებმა და ღვინის საწარმოს მფლობელებმა დღემდე ვერ გაიგეს. ერთ-ერთი ვერსიით, უჟანგავი ფოლადის ჭურჭელი თავიდანვე უხარისხო იყო და როდესაც იგი ღვინით ბოლომდე გაივსო, ფორმა შეიცვალა, რამაც მისი დაზიანება და უჟანგავი ფოლადის ფირფიტების გახსნა გამოიწვია.

იტალიური ღვინის კომპანია "პრესეკო" ვენეტოს მუნიციპალიტეტში მდებარობს, სადაც მსოფლიოში ცნობილი თეთრი მშრალი და ვარდისფერი ღვინოები მზადდება. იქ ღვინოს ჯერ კიდევ რომის იმპერიის არსებობის დროიდან აწარმოებენ. 

პოპულარული ღვინოები

21.85
მწვანე

მწვანე

თეთრი მშრალი

11.95
ალაზნის ველი

ალაზნის ველი

წითელი ნახევრად ტკბილი