მსოფლიოში ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე  5 620 000 ლარი დაიხარჯება - რა ღონისძიებებს გეგმავს მთავრობა

23 იანვარი, 2017წ

გაზიარება

მსოფლიოში ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე  5 620 000 ლარი დაიხარჯება - რა ღონისძიებებს გეგმავს მთავრობა

მსოფლიოში ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე  5 620 000 ლარი დაიხარჯება - რა ღონისძიებებს გეგმავს მთავრობა

საქართველოს მთავრობა წელს ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციისთვის  5 620 000 ლარს დახარჯავს. ღვინის ეროვნული სააგენტო ამ თანხით საქართველოში მეღვინეობის განვითარებას და მის ფარგლებს გარეთ არსებულ საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინო-პროდუქციის პოპულარიზაციას, ცნობადობის ამაღლებასა და საექსპორტო მიწოდების მაქსიმალურად ზრდას გეგმავს.

ღვინის პოპულარიზაციისთვის, 2017 წელს გათვალისწინებულია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მსოფლიოს 12 ქვეყანაში საერთაშორისო და ადგილობრივი დეგუსტაციების, კონკურსების, საერთაშორისო ღვინის კონფერენციების, გამოფენებისა და პრესტურების ჩატარება. გარდა ამისა, მედია-კამპანიების, სარეკლამო რგოლებისა და სხვადასხვა ბაზრის კვლევების ჩატარება, წარმომადგენლობითი და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება და მაღალხარისხიანი ქართული ღვინის საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე მოხმარების პოპულარიზაციისა და ზრდისკენ მიმართული ღონისძიებები.

2016 წლის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 50 მილიონამდე ბოთლი ღვინო. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი 38%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

პოპულარული ღვინოები

44.8
საფერავი კასრის

საფერავი კასრის

წითელი მშრალი

11.5
სოვინიონ-მწვანე

სოვინიონ-მწვანე

თეთრი მშრალი