ვინ აყენებს ეჭვქვეშ საფერავის “ქართულობას"

18 სექტემბერი, 2018წ

გაზიარება

ვინ აყენებს ეჭვქვეშ საფერავის “ქართულობას"

ვინ აყენებს ეჭვქვეშ საფერავის “ქართულობას"

ბოლო წლებში კახური საფერავის შესახებ სომხურ მედიაში ბევრი რამ დაიწერა. არაერთი სომეხი მეღვინე, ისტორიკოსი და არამხოლოდ  - მიიჩნევს, რომ საფერავის ჯიშის ყურძენი ათას წელზე მეტია, სომხეთის ჩრდილოეთით ხარობს და ჯერ კიდევ საკითხავია, პირველმა ვინ დაიწყო საფერავის მოყვანა - ქართველებმა თუ სომხებმა. სომხეთში გარდა საფერავისა, დღეს ღვინოები “კახეთი“ და “მსხალიც მზადდება, რომლებიც ადგილობრივების განმარტებით  საქართველოს გეოგრაფიულ სახელწოდებებს და საკუთარ სახელებს შემთხვევით ემთხვევა.

ივანე ჯავახიშვილის განმარტებით ”საფერავი“ვაზის უძველესი, საუკეთესო ქართული ჯიშია, რომელიც წარმომავლობით კახური უნდა იყოს. საქართველოშიც ვაწერთ და გვაქვს ღვინოები ვაზის ფრანგული ჯიშებიდან კაბერნე, შარდონე, მერლო და ა.შ., მაგრამ არავინ აწერს ეტიკეტზე, რომ ეს ჯიშები საქართველოს სამხრეთით ან დასავლეთით ხარობდა და ფრანგულია თუ ქართული ჯერ კიდევ გასარკვევიაო.

ობიექტურები რომ ვიყოთ, მათაც შეუძლით დააწერონ საფერავი, მაგრამ მაშინ მართლა საფერავისაგან უნდა იყოს ეს ღვინო დაყენებული და თუ მიანიშნებენ, რომ ეს ქართული ვაზის ჯიშია კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ მერლო და შარდონე საყოველთაოდ გავრცელებული და ცნობილი ჯიშებია და მაგალითად “ცუდი ქართული“ შარდონე ბევრს ვერაფერს დააკლებს მის ავტორიტეტს, ხოლო ჩვენ კი ეხლა ვიწყებთ დასავლეთის ბაზრის ათვისებას ჩვენი რქაწითელით, საფერავით, ქვევრით და ცუდი და თანაც თურმე “სომხური საფერავი“ ვერ იქნება ჩვენი პრომოუშენის მთლად კარგი დასაწყისი.

როგორც უკვე ვთქვით, საფერავის ჯიშის კვლევისათვის უაღრესად საინტერესოა ივანე ჯავახიშვილის შრომები, თუმცა თანამედროვე მეცნიერებსაც არ გაუჭირდებოდათ კვლევების დაწყება. მხოლოდ საბუნებისმეტყველო დარგებს არ ვგულისხმობთ. ასევე ბევრ მასალას იძლევა ენათმეცნიერება. დღეს–დღეობით შემუშავებულია შედარებით იაფი მეთოდები ფალსიფიკაციასთან საბრძოლველად.

შარდონე საქვეყნოდ ცნობილი ფრანგული ჯიშია და საეჭვოა ფრანგები თხოულობდნენ ამის მითითებას, მაგრამ ეტიკეტზე “სომხურ შარდონეს“ თუ დააწერენ შესაძლებელია ამაზე პასუხს მოითხოვენ, თუმცა სომხეთში წარმოებულ კონიაკისებურ სასმელს  “სომხური კონიაკი“ დღესაც აწერია და რატომღაც ამაზე ფრანგები დუმან.

საფერავი მოსწონს საქართველოს თითქმის ყველა უცხოელ სტუმარს, ხოლო სპეციალისტებს კი განსაკუთრებით. ასეთივე აღტაცება გამოხატეს და საფერავს საერთოდ აღმოჩენა უწოდეს ღვინის დიდმა მაგისტრებმა და სპეციალისტებმა. ყველა ამ ადამიანმა იცის, რომ საფერავი ძველი ქართული ჯიშია და ამაზე დასავლეთში აღარავინ კამათობს.

ლევან სეფისკვერაძე

პოპულარული ღვინოები

11.48
"ალაზნის ველი" წითელი

"ალაზნის ველი" წითელი

წითელი ნახევრად ტკბილი

10.2
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი