"ჩავატარეთ ექსპერიმენტი, ვნახოთ რა გამოვა..." -  შვეიცარული ნოვაცია ქართველი მეღვინეებისთვის

10 სექტემბერი, 2018წ

გაზიარება

"ჩავატარეთ ექსპერიმენტი, ვნახოთ რა გამოვა..." -  შვეიცარული ნოვაცია ქართველი მეღვინეებისთვის

"ჩავატარეთ ექსპერიმენტი, ვნახოთ რა გამოვა..." -  შვეიცარული ნოვაცია ქართველი მეღვინეებისთვის

გურჯაანში, სასტუმრო “რებში“ შვეიცარიულმა კომპანია „ბიომამ“ ადგილობრივ ფერმერებთან და მევენახეებთან შეხვედრა გამართა. “ბიომას“ წარმომადგენლის, დავით დევდარიანის თქმით, კომპანია მსოფლიო ბაზარზე უკვე 25 წელია მუშაობს.

“დღეს საქართველოში სოფლის მეურნეობამ წინა პლანზე წამოიწია. გვინდა ჩვენი წვლილიც შევიტანოთ ამ საქმეში. დღეს ერთ- ერთი პრობლემა ისაა, რომ ღვინო გოგირდის გარეშე არ ინახება. კომპანია “ბიომას“ დადებითი მხარეს ის არის, რომ ყურძნიდან გამოყავთ ნივთიერებები, მათ შორის - ტანინი, რომელსაც უმატებენ ღვინოში და უგოგირდოდ ინახავენ.

ეს ძალიან აქტუალური თემაა. ჩამოსულები არიან ამ კომპანიის დამფუძნებელი შვეიცარიაში - პაოლო ბასანინი; იტალიელი მეღვინე - აგრონომი მაურიციო დესიმონე და მოსკოველი ბიზნესმენი, ჩვენი პარტნიორი ვადიმ კარასიკი. ისინი ადილობრივ ფერმერებს გააცნობენ უსულფატოდ ღვინის გაკეთების ტექნოლოგიას. "ორ ქარხანაში - წინანდალსა და ველისციხეში ჩავატარეთ ექსპერიმენტი, ვნახოთ რა გამოვა. არ ვიცით ეს ტექნოლოგია ქართულ ღვინოზე როგორ იმოქმედებს“, - აცხადებენ კომპანიაში.

შვეიცარიული კომპანია “ბიომა“ 1990 წელს დაარსდა და აწარმოებს თხევად ორგანულ სასუქებს, რომელიც გამოიყენება, როგორც ერთწლოვან, ასევე მრავალწლოვან კულტურებში და ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოყვანას.

პოპულარული ღვინოები

40.95
რქაწითელი წარაფი

რქაწითელი წარაფი

12.26
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი

6.99
ალაზნის ველი

ალაზნის ველი

თეთრი ნახევრად ტკბილი