"პესტიციდური  ნარჩენების კვლევა საქართველოში არ განხორციელებულა" -  რა პრობლემას უქმნის ის ღვინოს

23 აგვისტო, 2018წ

გაზიარება

"პესტიციდური  ნარჩენების კვლევა საქართველოში არ განხორციელებულა" -  რა პრობლემას უქმნის ის ღვინოს

"პესტიციდური  ნარჩენების კვლევა საქართველოში არ განხორციელებულა" -  რა პრობლემას უქმნის ის ღვინოს

ქართულ მეღვინეობაში არსებულ პრობლემათა შორის განსაკუთრებული აქტუალობა ენიჭება მაღალხარისხოვანი, კონკურენტუნარიანი, ეკოლოგიურად სუფთა ღვინომასალების წარმოებას. თანამედროვე ეტაპზე, სოფლის მეურნეობის მზარდი ქიმიზაციის გამო, წარმოიშვა ღვინომასალებში და ღვინოებში პესტიციდური ნარჩენების პრობლემა. ეს პრობლემა დგას მსოფლიოს ყველა იმ ქვეყნის წინაშე, რომლებიც ღვინოს აწარმოებენ.

ნაყოფში, ანუ ყურძენში  პესტიციდების შეღწევის შემდეგი კონკრეტული გზები არსებობს:

1. ნიადაგიდან ფესვთა სისტემით ნაყოფში პესტიციდების მოხვედრის ალბათობა ძალიან მცირეა, რადგან ნიადაგის მიკროორგანიზმები მათ სრულიად გარდაქმნიან, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს გზა გასათვალისწინებელია.

2. ვეგეტაციის პერიოდში ფუნგიციდებით ნაყოფის დამუშავებისას, მათი ლიპოფილური მოლეკულები ადვილად ადსორბირდება პრეიკარპიუმის ცვილის ზედაპირზე და კონცენტრირდება კუტიკულას ცვილის ფენაში, და შემდგომ -    კუტიკულაში. ამრიგად, კუტიკულადან ფუნგიციდები, ცვილოვანი არხებით, შეიჭრებიან უჯრედში და ეს წარმოადგენს უჯრედში მათი შეღწევის მეორე გზას. ასეთ ლიპოფილურ მასაში გახსნილი პრეპარატი ან მისი გარდაქმნის პროდუქტები წვიმით პრაქტიკულად აღარ გამოირეცხება; ამიტომ ნაყოფში შენარჩუნებულია მათი გარკვეული კონცენტრაცია.

ყურძნის გადამუშავების და ალკოჰოლური დუღილის საწყის ეტაპზე ფუნგიციდები და მათი გარდაქმნის პროდუქტები იხსნებიან ყურძნის წვენში და ალკოჰოლური დუღილის პროცესში მონაწილეობენ. ბოლოს, გადადიან რა ღვინომსალაში, უკავშირდებიან ღვინომასალის მაკრომოლეკულებს ან მათი ურთიერთქმედების პროდუქტებს და გამოიყოფიან ლექში დამუშავების სხვადასხვა ეტაპზე, ნაწილი კი რჩება სისტემაში და არსებით გავლენას ახდენს მის ხარისხზე. ამიტომ არის ღვინოში ფუნგიციდური ნარჩენების პრობლემა თანამედროვე მეღვინეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი.

ერთეულ სამუშაოთა გარდა, პესტიციდების ნარჩენების კვლევა საქართველოში არ განხორციელებულა, რაც პროდუქციის ეკოლოგიურ მაჩვენებლებზე უარყოფითად აისახება. ამ მიზნით პირველად განხორციელდა პოლიკარბაცინის, არცერიდის, პოლიხომის კვლევა ალკოჰოლური დუღილის პროდუქტებში; განისაზღვრა მათი ტრანსფორმაციის გზები; დადგინდა მეტაბოლიტების რაობა; მათი ურთიერთქმედება ღვინის მაკრომოლეკულებთან; შემუშავდა ტექნოლოგიური პროცესების ოპტიმალური ვარიანტები მათი სისტემებიდან იზოლირების მიზნით.

ყურძნის შედგენილობის, მისი ტექნოლოგიური გადამუშავების ხასიათის და სხვა მრავალი ფაქტორების ცვლილებების შესაბამისად ღვინომასალები მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ფერის, გემოს, გამჭვირვალობის, სტაბილურობის და სხვა ხარისხობრივი მაჩვენებლებით. ღვინის დაყენების პერიოდში, მასში მიმდინარე განუწყვეტელ პროცესებში, უდიდეს როლს ასრულებენ ფენოლური სტრუქტურის მქონე ნივთიერებები, რომელთა ჟანგვა და კონდანსაცია სხვადასხვა ნივთიერებებთან, კერძოდ, ცილებთან ქიმიური ურთიერთქმედება თუ კომპლექსწარმოქმნა, უდიდეს გავლენას ახდენს როგორც ღვინის მდგრადობაზე, ისევე მის ხარისხზე.

პოპულარული ღვინოები

22.95
ხიხვი

ხიხვი

თეთრი მშრალი

38.4
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი

19.5
რქაწითელი ქვევრი საკოლექციო

რქაწითელი ქვევრი საკოლექციო