ღვინოსთან დაკავშირებული 10 ტერმინი, რომელიც სასურველია ვიცოდეთ

17 იანვარი, 2017წ

გაზიარება

ღვინოსთან დაკავშირებული 10 ტერმინი, რომელიც სასურველია ვიცოდეთ

ღვინოსთან დაკავშირებული 10 ტერმინი, რომელიც სასურველია ვიცოდეთ

ღვინოსთან დაკავშირებული ტერმინების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როდესაც ღვინის წარმოება დედამიწაზე ძალზედ მცირე ტერიტორიაზე ხდებოდა. მეღვინეობის მასშტაბების ზრდამ და ღვინის, როგორც სასმელის პოპულარიზებამ ღვინოსთან დაკავშირებული ტერმინები კიდევ უფრო დახვეწა, გაამდიდრა და სხვადასხვა ხალხის ენები მოიცვა.

გთავაზობთ ღვინოსთან დაკავშირებუოლ 10 ტერმინს, რომელთა ცოდნაც ღვინის ყველა მოყვარულისთვის სასურველია.

  1. კუპაჟი - ეს ტერმინი გამოხატავს ორი საღვინე ყურძნის ჯიშის შერევით დამზადებულ ღვინოს. ცნობილი ქართული კუპაჟური ღვინოებიდან გამოსარჩევია იმერული ციცქა-ცოლიკოური და  რაჭული „ხვანჭკარა“. რომელიც ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის შერევით მზადდება.
  2. სხეულიანი ღვინო  - ამ ტერმინს ხმარობენ ისეთი ღვინის მისამართით, რომელიც არის შედარებით სქელი და ბლანტი.
  3. ხაპი - ესაა ქვევრიდან ღვინის ამოსაღები ჭურჭელი, რომელსაც ხის ტარი აქვს და იმერული, ე.წ. მწარე გოგრისგან მზადდება.
  4. ჭრაქი და ნაცარი - ვაზის სოკოვანი დაავადებები. სწორედ ძირითადად ამ დაავადებებისგან გადასარჩენად იწამლება ვაზი.
  5. დავარგებული ღვინო - ძველი, დაძველებული ღვინო.
  6. რუმბი - ძველი საღვინე ჭურჭელი, რომელიც ხარის ტყავისაგან მზადდებოდა. რუმბები გამოიყენებოდა ძირითადად ღვინის გადასატანად.
  7. იმერული (ევროპული) ტიპის ღვინო - უჭაჭოდ დაყენებული ღვინო.
  8. სირაჯი - ღვინით მოვაჭრე ადამიანი.
  9. ხიდისთავური - ქართლური ღვინო, რომელიც ყურძნის ორი თეთრი ჯიშისგან - გორული მწვანესგან და ჩინურისგან მზადდება და დუღდება მესამე (წითელი) ყურძნის ჯიშის - შავკაპიტოს ჭაჭაზე.
  10. აზარფეშა - ვერცხლისგან დამზადებული ღვინის მცირე სასმისი.

XIX საუკუნის ქართული აზარფეშა

პოპულარული ღვინოები

37.76
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი

69.95
საფერავი (ხაშმი)

საფერავი (ხაშმი)

წითელი მშრალი

25.5
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი